ფრინველთა დაცვა საქართველოში
ფრინველთა 24 სპეციალური დაცული ტერიტორია — ევროკავშირის ფრინველთა დირექტივისა და ემერალდის ქსელის მიხედვით შერჩეული საიტები.
ბუღდაშენი (SPA 23) · ფოტო: ზ. ჯავახიშვილი
Natura 2000 · Emerald
ხშირად, კონკრეტული სახეობის ფრინველის დაცვა არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის მიერ გატარებულ ქმედებებზე დამოკიდებული და რამოდენიმე ქვეყნის კოორდინირებულ ძალისხმევას მოითხოვს. სწორედ ამის გამო 1979 წელს ევროპის გაერთიანებამ მიიღო დირექტივა 79/409/EEC, რომელიც ასევე ცნობილია ფრინველთა დირექტივის სახელით. ფრინველთა დირექტივის მიზანია ფრინველთა იმ სახეობების დაცვა, რომლებიც ბინადრობენ ევროპის გაერთიანების ტერიტორიაზე. დირექტივა განიხილავს ფრინველთა სახეობების შემცირების მრავალ სხვადასხვა მიზეზს და აყალიბებს ქმედებებს მათ შესარბილებლად. ფრინველთა კონსერვაციისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ფრინველთათვის მნიშვნელოვანი ჰაბიტატების დაცვა. სწორედ ამ მიზნით ფრინველთა დირექტივაში შევიდა ვალდებულება შეიქმნას სპეციალური დაცული ტერიტორიები ფრინველთათვის (Special Protection Areas SPA). შექმნის შემდგომ მოხდა სპეციალური დაცული ტერერიტორიების ინტეგრაცია ევროპის გაერთიანების სხვა დირექტივების და სქემების ქვეშ (ნატურა 2000 ქსელი, ემერალდის ქსელი).
საქართველოსა და ევროპის გაერთიანებას შორის, 2014 წლის 27 ივნისს გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების თანახმად საქართველო ვალდებულია ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის მიმართულებით განახორციელოს შემდეგი ორი დირექტივა:
ასოცირების შეთანხმების თანახმად საქართველო ვალდებულებას იღებს შექმნას ემერალდის ქსელი (network of Emerald) და ფრინველთათვის სპეციალური დაცული ტერიტორიები (სდტ) (SPA), ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან 5 წლის თავზე.

კვერნაკი (SPA 10) · ფოტო: ზ. ჯავახიშვილი
SPA 1–24
აირჩიეთ ტერიტორია: აღწერა, დასაცავი სახეობები, მონიტორინგის მეთოდები და ფრინველების სია.
| SPA | სახელწოდება | რეგიონი | ფართობი (ჰა) | სიმაღლე (მ) | IBA |
|---|---|---|---|---|---|
| 01 | ლაგოდეხი | კახეთი | 23 065 | 500–3200 | GEO24 |
| 02 | ალაზნის ველი | კახეთი | 33 670 | 200–250 | GEO25 |
| 03 | ჭაჭუნა | კახეთი | 27 794 | 250–500 | GEO11 |
| 04 | ვაშლოვანი | კახეთი | 64 176 | 100–600 | GEO11 |
| 05 | დავით-გარეჯი | კახეთი | 22 899 | 600–900 | GEO11 |
| 06 | ჯანდარი | ქვემო ქართლი | 3 530 | 250–450 | GEO27 |
| 07 | მტკვრის ქვემო ხეობა | ქვემო ქართლი | 10 943 | 300–400 | GEO26 |
| 08 | ხევსურეთი-თუშეთი | ხევსურეთი; თუშეთი | 119 467 | 1400–4000 | GEO22-GEO23 |
| 09 | ხევი | ხევი | 95 461 | 1300–5000 | GEO21 |
| 10 | კვერნაკი | ქართლი | 12 979 | 500–1000 | GEO20 |
| 11 | რაჭა | რაჭა | 89 934 | 1400–3800 | GEO13 |
| 12 | მესხეთი | სამცხე-ჯავახეთი | 41 221 | 1200–2000 | GEO08 |
| 13 | ზეკარი | იმერეთი; სამცხე-ჯავახეთი | 29 567 | 1300–2500 | GEO15 |
| 14 | შავშეთი | აჭარა | 24 810 | 1000–3000 | GEO16 |
| 15 | ჭოროხის დელტა | აჭარა | 2 232 | 0–30 | GEO32 |
| 16 | ბათუმი | აჭარა | 26 600 | 20–1000 | GEO14 |
| 17 | კოლხეთი | გურია - სამეგრელო | 29 970 | 0–10 | GEO04 |
| 18 | რიონის დელტა | სამეგრელო | 2 939 | 0 | — |
| 19 | ჭურია | სამეგრელო | 3 582 | 0 | — |
| 20 | ხანჩალი | სამცხე-ჯავახეთი | 1 805 | 2000 | GEO09 |
| 21 | კარწახი | სამცხე-ჯავახეთი | 3 337 | 1800–2200 | GEO17 |
| 22 | ტაბაწყური | სამცხე-ჯავახეთი | 11 058 | 2000–2300 | GEO18 |
| 23 | ბუღდაშენი | სამცხე-ჯავახეთი | 101 | 2000 | GEO30 |
| 24 | მადათაფა | სამცხე-ჯავახეთი | 1 674 | 2100 | GEO31 |
დააჭირეთ რუკაზე ტერიტორიას დეტალური ინფორმაციისთვის.
პროექტის, “ფრინველთა სპეციალური დაცული ტერიტორიები საქართველოში” (#05.3506.2-030.00) მიზანი იყო:
ფრინველთა სპეციალური დაცული ტერიტორიის შერჩევა ხორციელდება ორ ეტაპად: