SPA 10 — კვერნაკი

ქართლი · 12 979 ჰა
რეგიონიქართლი
ფართობი12 979 ჰა
სიმაღლე500–1000 მ
კატეგორიაB2, C2
გადაფარვა IBA-სთანGEO20
ცენტრალური კოორდინატები41.967483° N, 44.335983° E

დაცვის სტატუსი: SPA 10-ს ტერიტორია  მთლიანად IBA-ს (GEO20) ემთხვევა.

დასაცავი სახეობები

ბექობის არწივი (Aquila heliaca), ორბი (Gyps fulvus), სვავი (Aegypius monachus), ფასკუნჯი (Neophron percnopterus). აქ ბუდობს: 2-3 წყვილი ფასკუნჯი და 1 წყვილი ბექობის არწივი. სვავი და ორბი არ ბუდობს, მაგრამ მთელი წლის განმავლობაში შეიძლება შეგვხვდეს. ყველა სახეობა საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი: ბექობის არწივი, ორბი და ფასკუნჯი როგორც მოწყვლადი (VU) და სვავი – საფრთხეში მყოფი სახეობა (EN). აქედან სამი სახეობა IUCN-ის წითელ ნუსხაშიც არის შეტანილი: ფასკუნჯი როგორც საფრთხეში მყოფი (EN), ბექობის არწივი – მოწყვლადი (VU) და სვავი – საფრთხესთან ახლოს მყოფი (NT).

ტერიტორიის აღწერა

კვერნაკი საქართველოს ცენტრალურ ნაწილში ზღვის დონიდან 500-1000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. კვერნაკის ქედის ჩრდილოეთ კალთები ფოთლოვანი ტყის ფრაგმენტებითა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებით, ხოლო სამრეთ ფერდობი ნახევრად უდაბნოსა და სტეპის მცენარეულობის ფრაგმენტებითაა წარმოდგენილი. აქ გვხვდება შემდეგი ძირითადი სახეობები: ძეძვი (Paliurus spina-christi), ჯაგრცხილა (Carpinus orientalis), Botriochlora ischaemum, ასკილი (Rosa canina), კვრინჩხი (Prunus spinosa) და კუნელი (Crataegus kyrtostyla) (Kvachakidze 2010). ორნითოფაუნა იხილეთ ფრინველების სიაში

მონიტორინგი

დიდი მტაცებლები

მეთოდი: ბუდეების აღრიცხვა და ბუდობის წარმატების შეფასება

პერიოდი: აპრილი-ივლისი

საჭირო აღჭურვილობა: ტელესკოპი 20X60 გადიდებით შტატივთან ერთად; ბინოკლი 8X ან 10X გადიდებით; GPS

მეთოდის აღწერა: მობუდარი წყვილების დასათვლელად და ბუდობის წარმატების შესაფასებლად მინიმუმ ორი საველე ექსპედიციაა საჭირო. ექსპედიციის დროს ბუდეებს აღმოაჩენთ და თითოეულ ბუდეში ბარტყების რაოდენობას დაითვლით. აღრიცხვის თარიღს, ბუდეების GPS კოორდინატებსა და ბარტყების რაოდენობას ჩაინიშნავთ. მეორე ექსპედიციას  ბუდობის წარმატების შესაფასებლად განახორციელებთ. ბარტყებს ხელმეორედ დაითვლით და იმავე ბუდეზე პირველი ექსპედეციის დროს აღრიცხული ბარტყების რაოდენობას შეადარებთ. სახეობები, ექსპედიციების დრო და საბუდარი ადგილების აღწერა იხილეთ ცხრილ 1-ში.

ცხრილი 1

სახეობაI ექსპედიციაII ექსპედიციასაბუდარი ადგილის აღწერა
ფასკუნჯიმაისის ბოლოსივლისიგამონაშვერები და ხვრელები კლდის ციცაბო ფერდობზე
ბექობის არწივიმაისიივლისიმაღალი ხეები და ელექტრო გადამცემი ბოძები

ტერიტორიაზე გავრცელებული ფრინველები 134

სამეცნიერო სახელწოდებაქართული სახელწოდებასტატუსი საქართველოშიIUCNსაქართველოს წითელი ნუსხა
Milvus migransძერაMLC
Circaetus gallicusგველიჭამია (ან ძერაბოტი)MLC
Accipiter brevipesქორცქვიტა (ან შავთვალა მიმინო, ლევანმიმინო)MLCVU
Accipiter nisusმიმინოYR-RLC
Accipiter gentilisქორიMLC
Buteo buteoჩვეულებრივი კაკაჩაYR-RLC
Buteo lagopusფეხბანჯგვლიანი კაკაჩაWVLC
Buteo rufinusველის (ან გრძელფეხა) კაკაჩაBBLCVU
Pernis apivorusკრაზანაჭამია (ან ირაო)MLC
Hieraaetus pennatusჩია არწივიMLC
Aquila heliacaბექობის (ან თეთრმხრება) არწივიBBVUVU
Clanga clangaდიდი მყივანი არწივიMVUVU
Clanga pomarinaმცირე მყივანი არწივიMLC
Aquila nipalensisველის არწივიMEN
Aquila chrysaetosმთის არწივიMLCVU
Neophron percnopterusფასკუნჯიBBENVU
Aegypius monachusსვავიWVNTEN
Gyps fulvusორბიWVLCVU
Circus aeroginosusჭაობის ძელქორი (ან ჭაობის ბოლობეჭედა)MLC
Circus cyaneusმინდვრის ძელქორი (ან მინდვრის ბოლობეჭედა)MLC
Circus macrourusველის ძელქორი (ან ველის ბოლობეჭედა)MNT
Circus pygargusმდელოს ძელქორი (ან მდელოს ბოლობეჭედა)MLC
Falco cherrugბარი (ან გავაზი)MENCR
Falco biarmicusწითელთავა შავარდენიMLCVU
Falco peregrinusჩვეულებრივი შავარდენიMLC
Falco subbuteoმარჯანიMLC
Falco columbariusალალიMLC
Falco vespertinusწითელფეხა შავარდენიMNTEN
Falco naumanniმცირე (ან ველის) კირკიტაMLCCR
Falco tinnunculusჩვეულებრივი კირკიტაYR-RLC
Alectoris chukarკაკაბიYR-RLC
Coturnix coturnixმწყერიBBLC
Grus grusრუხი წეროMLCEN
Anthropoides virgoწეროტურფაMLC
Crex crexღალღაMLC
Scolopax rusticolaტყის ქათამი (ვალდშნეპი)MLC
Columba liviaგარეული მტრედიYR-RLC
Columba palumbusქედანიYR-RLC
Streptopelia turturჩვეულებრივი გვრიტიMVU
Cuculus canorusგუგულიBBLC
Bubo buboზარნაშოYR-RLC
Asio otusყურებიანი ბუ (ან ოლოლი)YR-RLC
Asio flammeusჭაობის ბუMLC
Otus scopsწყრომიBBLC
Athene noctuaჭოტიYR-RLC
Caprimulgus europaeusუფეხურაBBLC
Apus apusნამგალაBBLC
Tachymarptis melbaმეკირია (ან თეთრმუცელა ნამგალა)BBLC
Merops apiasterოქროსფერი კვირიონიBBLC
Coracias garrulusყაპყაპიBBLC
Upupa epopsოფოფიBBLC
Picus viridisმწვანე კოდალაYR-RLC
Dendrocopos majorდიდი ჭრელი კოდალაYR-RLC
Leiopicus mediusსაშუალო ჭრელი კოდალაYR-RLC
Dryobates minorმცირე ჭრელი კოდალაYR-RLC
Jynx torquillaმაქციაBBLC
Calandrella rufescensმცირე მოკლეთითა ტოროლაBBLC
Calandrella brachydactylaდიდი მოკლეთითა ტოროლაBBLC
Melanocorypha calandraველის ტოროლაBBLC
Lullula arboreaტყის ტოროლაBBLC
Alauda arvensisმინდვრის ტოროლაBBLC
Galerida cristataქოჩორა ტოროლაBBLC
Hirundo rusticaსოფლის მერცხალიBBLC
Hirundo rupestrisკლდის მერცხალიBBLC
Riparia ripariaმენაპირე მერცხალიBBLC
Delichon urbicumქალაქის მერცხალიBBLC
Anthus trivialisტყის მწყერჩიტაBBLC
Anthus cervinusწითელგულა მწყერჩიტაMLC
Anthus campestrisმინდვრის მწყერჩიტაBBLC
Motacilla albaთეთრი ბოლოქანქარაYR-RLC
Motacilla flavaყვითელი ბოლოქანქარაBBLC
Motacilla citreolaყვითელთავა ბოლოქანქარაMLC
Lanius minorშავშუბლა ღაჟოBBLC
Lanius collurioჩვეულებრივი ღაჟოBBLC
Hippolais pallidaბაცი ბუტბუტა (ბაცი მქირდავი)BBLC
Sylvia communisდიდი თეთრყელა ასპუჭაკაBBLC
Sylvia currucaმცირე თეთრყელა ასპუჭაკაBBLC
Sylvia borinბაღის ასპუჭაკაBBLC
Sylvia nisoriaმიმინოსებრი ასპუჭაკაBBLC
Sylvia atricapillaშავთავა ასპუჭაკაBBLC
Phylloscopus trochilusგაზაფხულა ჭივჭავი (გაზაფხულა ყარანა)MLC
Phylloscopus collybitaჩვეულებრივი ჭივჭავი (ჩვეულებრივი ყარანა)MLC
Phylloscopus sindianusმთის ჭივჭავი (მთის ყარანა)MLC
Regulus regulusყვითელთავა ნარჩიტა (ყვითელთავა ღაბუაჩიტი)MLC
Muscicapa striataრუხი ბუზიჭერია (რუხი მემატლია)BBLC
Ficedula albicollisთეთრყელა ბუზიჭერია (თეთრყელა მემატლია)MLC
Ficedula parvaწითელყელა (ანუ მცირე) ბუზიჭერია (მცირე მემატლია)MLC
Ficedula semitorquataნახევართეთრყელა ბუზიჭერია (ნახევართეთრყელა მემატლია)MLC
Saxicola torquatusშავთავა ოვსადიBBLC
Saxicola rubetraთეთრწარბა (ანუ მდელოს) ოვსადიBBLC
Monticola solitariusკლდის ლურჯი შაშვიBBLC
Oenanthe oenantheჩვეულებრივი მეღორღიაMLC
Oenanthe isabellinaბუქნია-მეღორღიაBBLC
Oenanthe hispanicaშავყურა მეღორღიაBBLC
Phoenicurus ochrurosშავი ბოლოცეცხლაYR-RLC
Phoenicurus phoenicurusჩვეულებრივი ბოლოცეცხლაBBLC
Erithacus rubeculaგულწითელაYR-RLC
Luscinia lusciniaაღმოსავლური ბულბულიMLC
Luscinia megarhynchosჩვეულებრივი ბულბულიBBLC
Turdus merulaშაშვიYR-RLC
Turdus pilarisრუხთავა შაშვიWVLC
Turdus iliacusთეთრწარბა (ანუ ფრთაჟღალი) შაშვიWVNT
Turdus philomelosწრიპა შაშვი (მგალობელი შაშვი)MLC
Turdus viscivorusჩხართვიM;WVLC
Aegithalos caudatusთოხიტარაYR-RLC
Parus aterმცირე წივწივა (მცირე წიწკანა)YR-RLC
Parus majorდიდი წივწივა (დიდი წიწკანა)YR-RLC
Parus caeruleusმოლურჯო წივწივა (მოლურჯო წიწკანა)YR-RLC
Sitta neumayerმცირე კლდეცოციაYR-RLC
Tichodroma murariaფრთაწითელი კლდეცოციაWVLC
Certhia familiarisჩვეულებრივი მგლინავაMLC
Troglodytes troglodytesჭინჭრაქა (ღობემძვრალა)YR-RLC
Miliaria calandraმეფეტვია (ანუ მინდვრის გრატა)BBLC
Emberiza ciaკლდის გრატაYR-RLC
Emberiza citrinellaმოყვითალო გრატაMLC
Emberiza melanocephalaშავთავა გრატაBBLC
Emberiza hortulanaბაღის გრატაBBLC
Fringilla montifringillaჩრდილოეთის სკვინჩაWVLC
Fringilla coelebsსკვინჩა (ნიბლია)YR-RLC
Carduelis carduelisჩიტბატონაYR-RLC
Carduelis chlorisმწვანულაYR-RLC
Carduelis cannabinaჭვინტა (მეკანაფია)YR-RLC
Coccothraustes CoccothraustesკულუმბურიYR-RLC
Carpodacus erythrinusჩვეულებრივი კოჭობაMLC
Passer hispaniolensisშავგულა (ანუ ესპანური) ბეღურაYR-RLC
Passer montanusმინდვრის ბეღურაYR-RLC
Passer domesticusსახლის ბეღურაYR-RLC
Petronia petroniaკლდის ბეღურაYR-RLC
Sturnus vulgarisშოშია (შროშანი)BBLC
Oriolus oriolusმოლაღურიBBLC
Garrulus glandariusჩხიკვიYR-RLC
Pica picaკაჭკაჭიYR-RLC
Corvus coraxყორანიYR-RLC
Corvus coroneრუხი ყვავიYR-RLC
შემოკლებები

სახეობის სტატუსი ტერიტორიაზე

YR-R
მობინადრე; მრავლდება, გვხვდება მთელი წლის განმავლობაში
YR-V
მთელი წლის სტუმარი; არ მრავლდება, გვხვდება მთელი წლის განმავლობაში
BB
მობუდარი; მრავლდება, არაგამრავლების პერიოდში არ გვხვდება
SV
ზაფხულის სტუმარი; არ მრავლდება, გვხვდება გაზაფხულსა და ზაფხულში
WV
ზამთრის სტუმარი; არ მრავლდება, გვხვდება გვიან შემოდგომაზე, ზამთარსა და ადრე გაზაფხულზე
M
მიგრანტი; გადამფრენი, გვხვდება ძირითადად შემოდგომასა და გაზაფხულზე
Cas
შემთხვევითი (მოხეტიალე) სახეობა
ND
მონაცემები არ არის

IUCN-ის წითელი ნუსხა

CR
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
EN
საფრთხეში მყოფი
VU
მოწყვლადი
NT
საფრთხესთან ახლოს მყოფი
LC
საჭიროებს ნაკლებ ზრუნვას

სხვა

SPA
ფრინველთა სპეციალური დაცული ტერიტორია
IBA
ფრინველებისა და ბიომრავალფეროვნებისთვის მნიშვნელოვანი ტერიტორია
RLG
საქართველოს წითელი ნუსხა
Annex 1
ფრინველთა დირექტივის (2009/147/EC) I დანართი