დაცვის სტატუსი: SPA 6 ემთხვევა IBA-ს (GEO27).
დასაცავი სახეობები
ქოჩორა ვარხვი (Pelecanus crispus), მცირე ჩვამა (Microcarbo pygmaeus), წითელი იხვი (Tadorna ferruginea), წითელთავა ყვინთია (Aythya ferina), ბექობის არწივი (Aquila heliaca). აღნიშნულ ტერიტორიაზე, საქართველოში მცირე ჩვამას ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოპულაცია ბუდობს (100-150 წყვილი) (პაპოშვილი 2013). ამავე SPA-ში ბექობის არწივის 1-2 წვილიც ბუდობს. ჯანდარის ტბას მიგრაციისას და საზამთროდ 20000-მდე წყალმცურავი ფრინველი იყენებს. მათ შორისაა: 500-700 წითელთავა ყვინთია; 200-300 წითელი იხვი; 10000-15000 გარეული იხვი; 800-1500 ჭიკვარა, მცირე რაოდენობით თეთრთვალა ყვინთია, ქოჩორა ყვინთია, ამაყა და მცირე ბატასინა; 80-100 ქოჩორა ვარხვი; 200-500 დიდი ჩვამა (Paposhvili 2013). საქართველოს წითელ ნუსხაში ქოჩორა ვარხვი შეტანილია როგორც საფრთხეში მყოფი (EN), ხოლო ბექობის არწივი და წითელი იხვი – მოწყვლადი (VU) სახეობები. IUCN-ის წითელი ნუსხის მიხედვით ქოჩორა ვარხვის, წითელთავა ყვინთიასა და ბექობის არწივის კონსერვაციული სტატუსი მოწყვლადია (VU).
ტერიტორიის აღწერა
SPA ჯანდარი საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 300-400 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ჯანდარის ტბა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზეა და SPA-ს მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ტბის ნაპირის დიდი ნაწილი ლელითაა (Phragmites australis) დაფარული. ალაგ-ალაგ ვხვდებით ჭალის ტყის ფრაგმენტებს, სადაც ძირითადად ვერხვი (Populus canescens), ტირიფი (Salix alba) და იალღუნია (tamarix ramosissima) წარმოდგენილი. ტბის შემოგარენში ნახევარ-უდაბნოსა და სტეპისთვის დამახასიათებელი სახეობები – ძეძვი (Paliurus spina-christi), მწარე აბზინდა (Artemisia lerchiana) და Botriochlora ischaemum-ია გაბატონებული. ორნითოფაუნა იხილეთ ფრინველების სიაში
მონიტორინგი
ბექობის არწივი
მეთოდი: ბუდეების აღრიცხვა და ბუდობის წარმატების შეფასება
პერიოდი: აპრილი-ივლისი
საჭირო აღჭურვილობა: ტელესკოპი 20X60 გადიდებით შტატივთან ერთად; ბინოკლი 8X ან 10X გადიდებით; GPS
მეთოდის აღწერა: მობუდარი წყვილების დასათვლელად და ბუდობის წარმატების შესაფასებლად მინიმუმ ორი საველე ექსპედიციაა საჭირო. მაისში, პირველი ექსპედიციის დროს, ბუდეებს აღმოაჩენთ და თითოეულ ბუდეში ბარტყების რაოდენობას დაითვლით. ბექობის არწივის ბუდეები მაღალ ხეებზე ან ელექტროგადამცემ ბოძებზე უნდა ეძებოთ. ბუდის აღმოჩენისას აღრიცხვის თარიღს, ბუდეების GPS კოორდინატებსა და ბარტყების რაოდენობას ჩაინიშნავთ. შემდეგ საველე გასვლას ივლისში, ბუდობის წარმატების შესაფასებლად განახორციელებთ. ბარტყებს ხელმეორედ დაითვლით და იმავე ბუდეზე პირველი ექსპედიციის დროს აღრიცხული ბარტყების რაოდენობას შეადარებთ.
ცხრილი 1
| სახეობა | I ექსპედიცია | II ექსპედიცია | საბუდარი ადგილის აღწერა |
|---|---|---|---|
| ბექობის არწივი | მაისი | ივლისი | მაღალი ხეები და ელექტრო გადამცემი ბოძები |
მცირე ჩვამა
მეთოდი: მობუდარი წყვილების აღრიცხვა
პერიოდი: ივნისი
საჭირო აღჭურვილობა: ტელესკოპი 20X60 გადიდებით შტატივთან ერთად; ბინოკლი 8X ან 10X გადიდებით; GPS
მეთოდის აღწერა: მცირე ჩვამები ჯგუფებად ან ცალკეულ წყვილებად ცხოვრობენ. ისინი საბუდრად ხშირი მცენარეულობით დაფარულ, ტბის ან მდინარის ნაპირებს ირჩევენ. ბუდეს კარგად შენიღბულ ადგილას, ხეებში ან ხშირ ბუჩქნარში, ტოტებისა და ლელისაგან იშენებენ. აღრიცხვებს ყოველ წელს ივნისის პირველ კვირაში, ინკუბაციის დროს ატარებთ. ცალკეულ ბუდეებსა და კოლონიებს აღმოაჩენთ. შემდეგ ბუდეების საერთო რაოდენობასა და მათ შორის, დაკავებული ბუდეების რაოდენობას დაითვლით, რაც მობუდარი წყვილების რაოდენობის ტოლი იქნება. თითოეულ კოლონიას ან ცალკე მყოფ ბუდეებს უნიკალურ სახელს მიანიჭებთ და შემდეგ ინფორმაციას ჩაინიშნავთ: თარიღი, ცალკე მყოფი ბუდეებისა და კოლონიების GPS კოორდინატები, არსებული და დაკავებული ბუდეების რაოდენობა ჩანიშნული საბუდარი ადგილების მიხედვით.
წყალმცურავი ფრინველები
მეთოდი: პირდაპირი დათვლა
პერიოდი: სექტემბერი-მაისი
საჭირო აღჭურვილობა: ტელესკოპი 20X60 გადიდებით შტატივთან ერთად; ბინოკლი 8X ან 10X გადიდებით; GPS
მეთოდის აღწერა: წყალმცურავი ფრინველებს ჯანდარის ტბაზე, დეკემბრიდან მაისამდე, 2 კვირაში ერთხელ ითვლით. ყოველ ჯერზე, სახეობრივი მრავალფეროვნებისა და მათი რიცხოვნობის მონაცემებთან ერთად კლიმატური პირობებსაც ინიშნავთ. მონაცემებს მონაცემთა ბაზაში ტვირთავთ. სათვლელი წერტილი იხილეთ რუკა 1.
GPS კოორდინატები: 41.441614°/ 45.228263°
ტერიტორიაზე გავრცელებული ფრინველები 257
| სამეცნიერო სახელწოდება | ქართული სახელწოდება | სტატუსი საქართველოში | IUCN | საქართველოს წითელი ნუსხა |
|---|---|---|---|---|
| Gavia stellata | წითელყელა ღორიხვა | M | LC | |
| Gavia arctica | შავყელა ღორიხვა | M | LC | |
| Podiceps cristatus | დიდი კოკონა | YR-R | LC | |
| Podiceps grisegena | რიხლოყება კოკონა | MWV | LC | VU |
| Podiceps nigricollis | აპრეხილნისკარტა (ან შავყელა) კოკონა | M | LC | |
| Tachybaptus ruficollis | მცირე კოკონა | YR-R | LC | |
| Pelecanus onocrotalus | ვარდისფერი ვარხვი | WV | LC | VU |
| Pelecanus crispus | ქოჩორა (ან ხუჭუჭა) ვარხვი | WV | VU | EN |
| Phalacrocorax carbo | დიდი ჩვამა | YR-R | LC | |
| Phalacrocorax pygmeus | მცირე ჩვამა | YR-R | LC | |
| Ardea cinerea | რუხი ყანჩა | YR-R | LC | |
| Ardea purpurea | წითურის (ან ქარცი) ყანჩა | M | LC | |
| Ardea alba/Casmerodius albus | დიდი თეთრი ყანჩა | YR-V | LC | |
| Egretta garzetta | მცირე თეთრი ყანჩა | YR-R | LC | |
| Bubulcus ibis | მწყემსი (ანუ ეგვიპტური) ყანჩა | BB | LC | |
| Ardeola ralloides | ყვითელი ყანჩა | BB | LC | |
| Nycticorax nycticorax | ღამის ყანჩა | YR-R | LC | |
| Ixobrychus minutus | მცირე ყარაულა | BB | LC | |
| Botaurus stellaris | დიდი ყარაულა (წყლის ბუღა) | YR-R | LC | |
| Platalea leucorodia | ჟერო | M | LC | |
| Plegadis falcinellus | ივეოსი | M | LC | |
| Ciconia ciconia | თეთრი ყარყატი | M | LC | VU |
| Ciconia nigra | შავი ყარყატი | M | LC | VU |
| Cygnus olor | წითელნისკარტა (ან სისინა) გედი | WV | LC | |
| Cygnus cygnus | ყვითელნისკარტა (ან მყივანი) გედი | WV | LC | |
| Anser anser | რუხი ბატი | WV | LC | |
| Anser erythropus | მცირე თეთრშუბლა ბატი | MWV | VU | EN |
| Anser albifrons | დიდი თეთრშუბლა ბატი | MWV | LC | |
| Tadorna tadorna | ამლაყი იხვი | WV | LC | |
| Tadorna ferruginea | წითელი იხვი | YR-R | LC | VU |
| Anas platyrhynchos | გარეული იხვი | YR-R | LC | |
| Mareca strepera | რუხი იხვი | WV | LC | |
| Mareca penelope | თეთრშუბლა იხვი | WV | LC | |
| Anas crecca | სტვენია იხვი (ან ჭიკვარა) | WV | LC | |
| Spatula querquedula | ჭახჭახა იხვი (ან იხვინჯა) | WV | LC | |
| Anas acuta | ბოლოსადგისა (ან კუდსადგისა) იხვი | MWV | LC | |
| Spatula clypeata | განიერნისკარტა იხვი | WV | LC | |
| Netta rufina | წითელნისკარტა ყურყუმელა | WV | LC | |
| Aythya fuligula | ქოჩორა ყვინთია | YR-R | LC | |
| Aythya ferina | წითელთავა ყვინთია | YR-R | VU | |
| Aythya nyroca | თეთრთვალა ყვინთია | WV | NT | |
| Bucephala clangula | ამაყა | MWV | LC | |
| Mergus merganser | დიდი ბატასინა | MWV | LC | |
| Mergus serrator | გრძელნისკარტა ბატასინა | MWV | LC | |
| Mergellus albellus | მცირე ბატასინა | MWV | LC | |
| Oxyura leucocephala | თეთრთავა იხვი | WV | EN | EN |
| Pandion haliaetus | შაკი | MFB | LC | |
| Haliaeetus albicilla | თეთრკუდა ფსოვი (ან თეთრკუდა არწივი) | YR-V | NT | EN |
| Milvus migrans | ძერა | M | LC | |
| Circaetus gallicus | გველიჭამია (ან ძერაბოტი) | M | LC | |
| Accipiter brevipes | ქორცქვიტა (ან შავთვალა მიმინო, ლევანმიმინო) | M | LC | VU |
| Accipiter nisus | მიმინო | YR-R | LC | |
| Accipiter gentilis | ქორი | M | LC | |
| Buteo buteo | ჩვეულებრივი კაკაჩა | YR-R | LC | |
| Buteo lagopus | ფეხბანჯგვლიანი კაკაჩა | WV | LC | |
| Buteo rufinus | ველის (ან გრძელფეხა) კაკაჩა | YR-R | LC | VU |
| Pernis apivorus | კრაზანაჭამია (ან ირაო) | M | LC | |
| Hieraaetus pennatus | ჩია არწივი | M | LC | |
| Aquila heliaca | ბექობის (ან თეთრმხრება) არწივი | YR-R | VU | VU |
| Clanga clanga | დიდი მყივანი არწივი | M | VU | VU |
| Clanga pomarina | მცირე მყივანი არწივი | BB | LC | |
| Aquila nipalensis | ველის არწივი | M | LC | |
| Aquila chrysaetos | მთის არწივი | YR-V | LC | VU |
| Neophron percnopterus | ფასკუნჯი | YR-V | EN | VU |
| Gypaetus barbatus | ბატკანძერი (ან წვერიანი სვავი, ყაჯირი, კრავიჭამია) | YR-V | LC | VU |
| Aegypius monachus | სვავი | YR-V | NT | EN |
| Gyps fulvus | ორბი | YR-V | LC | VU |
| Circus aeroginosus | ჭაობის ძელქორი (ან ჭაობის ბოლობეჭედა) | YR-R | LC | |
| Circus cyaneus | მინდვრის ძელქორი (ან მინდვრის ბოლობეჭედა) | M | LC | |
| Circus macrourus | ველის ძელქორი (ან ველის ბოლობეჭედა) | M | LC | |
| Circus pygargus | მდელოს ძელქორი (ან მდელოს ბოლობეჭედა) | M | LC | |
| Falco cherrug | ბარი (ან გავაზი) | YR-V | EN | CR |
| Falco peregrinus | ჩვეულებრივი შავარდენი | YR-V | LC | |
| Falco subbuteo | მარჯანი | M | LC | |
| Falco columbarius | ალალი | M | LC | |
| Falco vespertinus | წითელფეხა შავარდენი | M | NT | EN |
| Falco naumanni | მცირე (ან ველის) კირკიტა | M | VU | CR |
| Falco tinnunculus | ჩვეულებრივი კირკიტა | YR-R | LC | |
| Alectoris chukar | კაკაბი | YR-R | LC | |
| Coturnix coturnix | მწყერი | YR-R | LC | |
| Grus grus | რუხი წერო | M | LC | EN |
| Anthropoides virgo | წეროტურფა | M | LC | |
| Rallus aquaticus | ლაინა | YR-R | LC | |
| Porzana porzana | ქათამურა | M | LC | |
| Zapornia parva | მცირე ქათამურა | M | LC | |
| Zapornia pusilla | პაწაწა ქათამურა | M | LC | |
| Crex crex | ღალღა | BB | NT | ? |
| Gallinula chloropus | წყლის ქათამურა | YR-R | LC | |
| Fulica atra | მელოტა | YR-R | LC | |
| Porphyrio porphyrio | ხონთქრის ქათამი | FB | LC | ? |
| Haematopus ostralegus | ზღვის კაჭკაჭი (სირკაჭკაჭი) | M | LC | |
| Himantopus himantopus | ოჩოფეხა | M | LC | |
| Recurvirostra avosetta | სადგისნისკარტა | M | LC | |
| Charadrius hiaticula | საყელოიანი წინტალა | M | LC | |
| Charadrius dubius | მცირე წინტალა | BB | LC | |
| Pluvialis apricaria | ოქროსფერი მეჭვავია | M | LC | |
| Pluvialis squatarola | რუხი მეჭვავია (კვათარი) | M | LC | |
| Arenaria interpres | მეკენჭია | M | LC | |
| Vanellus vanellus | პრანწია | M | LC | |
| Calidris falcinellus | თავზოლა მექვიშია | M | LC | |
| Calidris ferruginea | წითელგულა მექვიშია | M | LC | |
| Calidris alpina | შავმუცელა მექვიშია | M | LC | |
| Calidris temminckii | თეთრკუდა მექვიშია | M | LC | |
| Calidris minuta | მცირე მექვიშია (კოკორინა-ბეღურა) | M | LC | |
| Calidris canutus | ისლანდიური მექვიშია | M | LC | |
| Calidris alba | ქვიშაქექია | M | LC | |
| Phalaropus lobatus | წითელკისერა (ან მრგვალნისკარტა) ტივტივა | M | LC | |
| Xenus cinereus | რუხი აპრეხილნისკარტა მექვიშია | M | LC | |
| Tringa totanus | წითელფეხა მენაპირე (მსევანი) | M | LC | |
| Tringa erithropus | ლაქებიანი წითელფეხა მენაპირე (კოხტა ჭოვილო) | M | LC | |
| Tringa nebularia | მწვანეფეხა მენაპირე (დიდი ჭოვილო) | M | LC | |
| Tringa stagnatilis | ჭაობის მენაპირე (მერუე) | M | LC | |
| Tringa glareola | ტყის მენაპირე | M | LC | |
| Tringa ochropus | შავი მენაპირე | YR-R | LC | |
| Actitis hypoleucos | ჩვეულებრივი მექვიშია (მებორნე) | BB | LC | |
| Calidris pugnax | ტურუხტანი (მაჩხუბარა კოკორინა) | M | LC | |
| Numenius arquata | დიდი კრონშნეპი | M | LC | |
| Numenius phaeopus | საშუალო კრონშნეპი | Cas | LC | |
| Limosa limosa | დიდი (ანუ შავკუდა) ლია | M | LC | |
| Limosa lapponica | ზოლიანკუდა ლია | M | LC | |
| Scolopax rusticola | ტყის ქათამი (ვალდშნეპი) | M | LC | |
| Gallinago media | დიდი ჩიბუხა (გოჭა) | MWV | NT | ? |
| Gallinago gallinago | ჩიბუხა | WV | LC | |
| Lymnocryptes minimus | ჩიბუხელა (გარშნეპი) | M | LC | |
| Burhinus oedicnemus | თვალჭყეტია | BB | LC | VU |
| Glareola pratincola | ჟღალფრთიანა მერცხალა | M | LC | |
| Larus genei | წვრილნისკარტა თოლია | M | LC | |
| Larus ichthyaetus | დიდი შავთავა თოლია | WV | LC | |
| Larus ridibundus | ტბის თოლია | YR-R | LC | |
| Hydrocoloeus minutus | მცირე თოლია | MWV | LC | |
| Larus armenicus | სომხური თოლია | YR-R | LC | |
| Larus michahellis | ყვითელფეხა თოლია | YR-R | LC | |
| Larus cachinnans | კასპიური თოლია | MWV | LC | |
| Larus canus | ვეჟანი თოლია | MWV | LC | |
| Gelochelidon nilotica | თოლიისნისკარტა თევზიყლაპია | MWV | LC | |
| Thalasseus sandvicensis | ჭრელნისკარტა თევზიყლაპია | WV | LC | |
| Sterna hirundo | ჩვეულებრივი თევზიყლაპია | MWV | LC | |
| Sternula albifrons | მცირე თევზიყლაპია | MWV | LC | |
| Hydroprogne caspia | კასპიური თევზიყლაპია | M | LC | |
| Chlidonias leucopterus | ფრთათეთრი თევზიყლაპია | M | LC | |
| Chlidonias hybrida | ლოყათეთრი თევზიყლაპია | M | LC | |
| Chlidonias niger | შავი თევზიყლაპია | BB | LC | |
| Columba livia | გარეული მტრედი | YR-R | LC | |
| Columba oenas | გულიო (ან გვიძინი) | YR-R | LC | |
| Columba palumbus | ქედანი | YR-R | LC | |
| Streptopelia turtur | ჩვეულებრივი გვრიტი | BB | LC | |
| Streptopelia decaocto | საყელოიანი გვრიტი | YR-R | LC | |
| Spilopelia senegalensis | მაცინარა (ან სენეგალური) გვრიტი | YR-R | LC | |
| Cuculus canorus | გუგული | BB | LC | |
| Bubo bubo | ზარნაშო | YR-R | LC | |
| Asio otus | ყურებიანი ბუ (ან ოლოლი) | YR-R | LC | |
| Asio flammeus | ჭაობის ბუ | M;WV | LC | |
| Otus scops | წყრომი | BB | LC | |
| Athene noctula | ჭოტი | YR-R | LC | |
| Caprimulgus europaeus | უფეხურა | BB | LC | |
| Apus apus | ნამგალა | BB | LC | |
| Merops apiaster | ოქროსფერი კვირიონი | BB | LC | |
| Merops superciliosus | მწვანე კვირიონი | Cas | LC | |
| Coracias garrulus | ყაპყაპი | BB | LC | |
| Alcedo atthis | ალკუნი | YR-R | LC | |
| Upupa epops | ოფოფი | BB | LC | |
| Picus viridis | მწვანე კოდალა | YR-R | LC | |
| Dendrocopos syriacus | სირიული კოდალა | YR-R | LC | |
| Dendrocopos major | დიდი ჭრელი კოდალა | YR-R | LC | |
| Leiopicus medius | საშუალო ჭრელი კოდალა | YR-R | LC | |
| Dryobates minor | მცირე ჭრელი კოდალა | YR-R | LC | |
| Jynx torquilla | მაქცია | BB | LC | |
| Calandrella rufescens | მცირე მოკლეთითა ტოროლა | BB | LC | |
| Calandrella brachydactyla | დიდი მოკლეთითა ტოროლა | BB | LC | |
| Melanocorypha calandra | ველის ტოროლა | M | LC | |
| Lullula arborea | ტყის ტოროლა | BB | LC | |
| Alauda arvensis | მინდვრის ტოროლა | YR-R | LC | |
| Galerida cristata | ქოჩორა ტოროლა | YR-R | LC | |
| Hirundo rustica | სოფლის მერცხალი | BB | LC | |
| Riparia riparia | მენაპირე მერცხალი | BB | LC | |
| Delichon urbicum | ქალაქის მერცხალი | BB | LC | |
| Anthus trivialis | ტყის მწყერჩიტა | M | LC | |
| Anthus pratensis | მდელოს მწყერჩიტა | M | LC | |
| Anthus cervinus | წითელგულა მწყერჩიტა | M | LC | |
| Anthus spinoletta | მთის მწყერჩიტა | M | LC | |
| Anthus campestris | მინდვრის მწყერჩიტა | BB | LC | |
| Motacilla alba | თეთრი ბოლოქანქარა | YR-R | LC | |
| Motacilla cinerea | რუხი ბოლოქანქარა | M | LC | |
| Motacilla flava | ყვითელი ბოლოქანქარა | BB | LC | |
| Motacilla citreola | ყვითელთავა ბოლოქანქარა | M | LC | |
| Lanius excubitor | რუხი ღაჟო | WV | LC | |
| Lanius minor | შავშუბლა ღაჟო | BB | LC | |
| Lanius nubicus | ნიღბიანი ღაჟო | Cas | LC | |
| Lanius senator | წითელთავა ღაჟო | BB | LC | |
| Lanius collurio | ჩვეულებრივი ღაჟო | BB | LC | |
| Acrocephalus scirpaceus | ლელიანის მეჩალია | M | LC | |
| Acrocephalus palustris | ჭაობის მეჩალია | BB | LC | |
| Acrocephalus arundinaceus | ლელიანის დიდი მეჩალია (შაშვისებრი მეჩალია) | BB | LC | |
| Acrocephalus melanopogon | შავთხემა მეჩალია | M | LC | |
| Acrocephalus schoenobenus | ჭახჭახა მეჩალია | BB | LC | |
| Hippolais languida | ბოლომქნევარა ბუტბუტა (ბოლომქნევარა მქირდავი) | BB | LC | |
| Sylvia communis | დიდი თეთრყელა ასპუჭაკა | BB | LC | |
| Sylvia curruca | მცირე თეთრყელა ასპუჭაკა | BB | LC | |
| Sylvia borin | ბაღის ასპუჭაკა | BB | LC | |
| Sylvia nisoria | მიმინოსებრი ასპუჭაკა | BB | LC | |
| Sylvia atricapilla | შავთავა ასპუჭაკა | BB | LC | |
| Phylloscopus trochilus | გაზაფხულა ჭივჭავი (გაზაფხულა ყარანა) | M | LC | |
| Phylloscopus trochiloides | მომწვანო ჭივჭავი (მომწვანო ყარანა) | BB | LC | |
| Phylloscopus collybita | ჩვეულებრივი ჭივჭავი (ჩვეულებრივი ყარანა) | M | LC | |
| Muscicapa striata | რუხი ბუზიჭერია (რუხი მემატლია) | BB | LC | |
| Ficedula hypoleuca | ჭრელი ბუზიჭერია (ჭრელი მემატლია) | M | LC | |
| Ficedula albicollis | თეთრყელა ბუზიჭერია (თეთრყელა მემატლია) | M | LC | |
| Ficedula parva | წითელყელა (ანუ მცირე) ბუზიჭერია (მცირე მემატლია) | BB | LC | |
| Ficedula semitorquata | ნახევართეთრყელა ბუზიჭერია (ნახევართეთრყელა მემატლია) | BB | LC | |
| Saxicola torquatus | შავთავა ოვსადი | BB | LC | |
| Saxicola rubetra | თეთრწარბა (ანუ მდელოს) ოვსადი | BB | LC | |
| Monticola solitarius | კლდის ლურჯი შაშვი | BB | LC | |
| Oenanthe oenanthe | ჩვეულებრივი მეღორღია | M | LC | |
| Oenanthe isabellina | ბუქნია-მეღორღია | BB | LC | |
| Oenanthe hispanica | შავყურა მეღორღია | BB | LC | |
| Oenanthe pleschanka | შავზურგა მეღორღია (შავზურგა მელოტჩიტა) | BB | LC | |
| Phoenicurus ochruros | შავი ბოლოცეცხლა | M | LC | |
| Phoenicurus phoenicurus | ჩვეულებრივი ბოლოცეცხლა | BB | LC | |
| Erithacus rubecula | გულწითელა | YR-R | LC | |
| Luscinia svecica | ცისფერგულა | M | LC | |
| Luscinia luscinia | აღმოსავლური ბულბული | M | LC | |
| Luscinia megarhynchos | ჩვეულებრივი ბულბული | BB | LC | |
| Turdus merula | შაშვი | YR-R | LC | |
| Turdus pilaris | რუხთავა შაშვი | WV | LC | |
| Turdus iliacus | თეთრწარბა (ანუ ფრთაჟღალი) შაშვი | WV | LC | |
| Turdus philomelos | წრიპა შაშვი (მგალობელი შაშვი) | BB | LC | |
| Turdus viscivorus | ჩხართვი | MWV | LC | |
| Panurus biarmicus | ულვაშა წივწივა | WV | LC | VU |
| Aegithalos caudatus | თოხიტარა | YR-R | LC | |
| Remiz pendulinus | თერძი (ჩვეულებრივი რემეზი) | YR-R | LC | |
| Parus major | დიდი წივწივა (დიდი წიწკანა) | YR-R | LC | |
| Parus caeruleus | მოლურჯო წივწივა (მოლურჯო წიწკანა) | YR-R | LC | |
| Parus lugubris | ხმელთაშუაზღვის წივწივა (ხმელთაშუაზღვის წიწკანა) | YR-R | LC | |
| Troglodytes troglodytes | ჭინჭრაქა (ღობემძვრალა) | YR-R | LC | |
| Miliaria calandra | მეფეტვია (ანუ მინდვრის გრატა) | YR-R | LC | |
| Emberiza citrinella | მოყვითალო გრატა | BB | LC | |
| Emberiza melanocephala | შავთავა გრატა | BB | LC | |
| Emberiza schoeniclus | ლელიანის გრატა | WV | LC | |
| Fringilla montifringilla | ჩრდილოეთის სკვინჩა | WV | LC | |
| Fringilla coelebs | სკვინჩა (ნიბლია) | YR-R | LC | |
| Carduelis carduelis | ჩიტბატონა | YR-R | LC | |
| Carduelis spinus | შავთავა მწვანულა | M | LC | |
| Carduelis chloris | მწვანულა | YR-R | LC | |
| Carduelis cannabina | ჭვინტა (მეკანაფია) | M | LC | |
| Coccothraustes Coccothraustes | კულუმბური | YR-R | LC | |
| Passer hispaniolensis | შავგულა (ანუ ესპანური) ბეღურა | YR-R | LC | |
| Passer montanus | მინდვრის ბეღურა | YR-R | LC | |
| Passer domesticus | სახლის ბეღურა | YR-R | LC | |
| Sturnus vulgaris | შოშია (შროშანი) | YR-R | LC | |
| Sturnus roseus | ვარდისფერი შოშია (ტარბი) | BB | LC | |
| Oriolus oriolus | მოლაღური | BB | LC | |
| Garrulus glandarius | ჩხიკვი | YR-R | LC | |
| Pica pica | კაჭკაჭი | YR-R | LC | |
| Corvus corax | ყორანი | YR-R | LC | |
| Corvus frugilegus | ჭილყვავი | YR-R | LC | |
| Corvus corone cornix | რუხი ყვავი | YR-R | LC | |
| Corvus monedula | ჭკა | YR-R | LC |
ფოტოები და რუკები
შემოკლებები
სახეობის სტატუსი ტერიტორიაზე
- YR-R
- მობინადრე; მრავლდება, გვხვდება მთელი წლის განმავლობაში
- YR-V
- მთელი წლის სტუმარი; არ მრავლდება, გვხვდება მთელი წლის განმავლობაში
- BB
- მობუდარი; მრავლდება, არაგამრავლების პერიოდში არ გვხვდება
- SV
- ზაფხულის სტუმარი; არ მრავლდება, გვხვდება გაზაფხულსა და ზაფხულში
- WV
- ზამთრის სტუმარი; არ მრავლდება, გვხვდება გვიან შემოდგომაზე, ზამთარსა და ადრე გაზაფხულზე
- M
- მიგრანტი; გადამფრენი, გვხვდება ძირითადად შემოდგომასა და გაზაფხულზე
- Cas
- შემთხვევითი (მოხეტიალე) სახეობა
- ND
- მონაცემები არ არის
IUCN-ის წითელი ნუსხა
- CR
- კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
- EN
- საფრთხეში მყოფი
- VU
- მოწყვლადი
- NT
- საფრთხესთან ახლოს მყოფი
- LC
- საჭიროებს ნაკლებ ზრუნვას
სხვა
- SPA
- ფრინველთა სპეციალური დაცული ტერიტორია
- IBA
- ფრინველებისა და ბიომრავალფეროვნებისთვის მნიშვნელოვანი ტერიტორია
- RLG
- საქართველოს წითელი ნუსხა
- Annex 1
- ფრინველთა დირექტივის (2009/147/EC) I დანართი

