SPA 12 — მესხეთი

სამცხე-ჯავახეთი · 41 221 ჰა
რეგიონისამცხე-ჯავახეთი
ფართობი41 221 ჰა
სიმაღლე1200–2000 მ
კატეგორიაB2, C2, C5
გადაფარვა IBA-სთანGEO08
ცენტრალური კოორდინატები41.437783° N, 43.262100° E

დაცვის სტატუსი: ტერიტორიის 80.89%-ს IBA (GEO08) ფარავს. IBA-ს (GEO08) 40.43%-ს  SPA 12 ფარავს.

დასაცავი სახეობა

მთის არწივი (Aquila chrysaetos), ბატკანძერი (Gypaetus barbatus), ფასკუნჯი (Neophron percnopterus), ორბი (Gyps fulvus), სვავი (Aegypius monachus), გადამფრენი მტაცებელი ფრინველები. მესხეთში ბუდობს: 2-3 წყვილი ბატკანძერი; 12-15 წყვილი ორბი; 3-5 წყვილი ფასკუნჯი; 3-5 წყვილი მთის არწივი. სვავი ამ ტერიტორიაზე მთელი წლის განმავლობაში გხვდება  (Galvez et al. 2005).  მესხეთის ტერიტორიაზე შემოდგომასა და გაზაფხულზე 3000-ზე მეტი მტაცებელი ფრინველი მიგრირებს. ყველა სახეობა საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი: მთის არწივი, ბატკანძერი, ფასკუნჯი და ორბი როგორც მოწყვლადი (VU), ხოლო სვავი – საფრთხეში მყოფი (EN). აქედან ორი სახეობა IUCN-ის წითელ ნუსხაშიც არის შეტანილი: ფასკუნჯი როგორც საფრთხეში მყოფი (EN) და სვავი – საფრთხესთან ახლოს მყოფი (NT) სახეობა.

ტერიტორიის აღწერა

მესხეთი საქართველოს სამხრეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1200-2000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. იგი მესამეული პერიოდის (66 – 2.6 მილიონი წლის წინ) დანალექი და ვულკანური ქანებისგან არის აგებული. მესხეთის სამხრეთ ნაწილი  მდინარე მტკვრისა და მდინარე ფარავანის ხეობებს მოიცავს. აქ გხვდება: ფიჭვნარი ტყის ფრაგმენტები (Pinus Sosnowskyi), და სუბალპური მდელოს ძირითადი სახეობები: ურო (Bothriochloa ischaemum), ვაციწვერა  (Stipa pulcherrima), მაჩიტა (Campanula hohenackeri), ველის წივანა (Festuca valesiaca) და ისლი (Carex humilis). (Kvachakidze 2010). ორნითოფაუნა იხილეთ ფრინველების სიაში

მონიტორინგი

მეთოდი: ბუდეების აღრიცხვა და ბუდობის წარმატების შეფასება

პერიოდი: აპრილი-ივლისი

საჭირო აღჭურვილობა: ტელესკოპი 20X60 გადიდებით შტატივთან ერთად; ბინოკლი 8X ან 10X გადიდებით; GPS

მეთოდის აღწერა: მობუდარი წყვილების დასათვლელად და ბუდობის წარმატების შესაფასებლად მინიმუმ ორი საველე ექსპედიციაა საჭირო. ექსპედიციის დროს ბუდეებს აღმოაჩენთ და თითოეულ ბუდეში ბარტყების რაოდენობას დაითვლით. აღრიცხვის თარიღს, ბუდეების GPS კოორდინატებსა და ბარტყების რაოდენობას ჩაინიშნავთ. მეორე ექსპედიციას  ბუდობის წარმატების შესაფასებლად განახორციელებთ. ბარტყებს ხელმეორედ დაითვლით და იმავე ბუდეზე პირველი ექსპედეციის დროს აღრიცხული ბარტყების რაოდენობას შეადარებთ. სახეობები, ექსპედიციების დრო და საბუდარი ადგილების აღწერა იხილეთ ცხრილ 1-ში.

ცხრილი 1

სახეობაI ექსპედიციაII ექსპედიციასაბუდარი ადგილის აღწერა
ორბიაპრილის ბოლოსივლისის ბოლოსგამონაშვერები და ხვრელები კლდის ციცაბო ფერდობზე
სვავიაპრილის ბოლოსივლისის ბოლოსხის წვერი, იშვიათად კლდის გამონაშვერები
ფასკუნჯიმაისის ბოლოსივლისიგამონაშვერები და ხვრელები კლდის ციცაბო ფერდობზე
მთის არწივიაპრილიივნისიკლდეები, იშვიათად ხეები
ბატკანძერიაპრილიივლისივიწრო გამოქვაბულები და კლდის გამონაშლელები

გადამფრენი მტაცებელი ფრინველები

მეთოდი: გადამფრენ მტაცებელ ფრინველთა აღრიცხვა

Period: სექტემბერი-ოქტომბერი

საჭირო აღჭურვილობა: ტელესკოპი 20X60 გადიდებით და შტატივი; ბინოკლი 8X ან 10X გადიდებით; GPS

მეთოდის აღწერა: გადამფრენ ფრინველებს ყოველდღე, ორი თვის განმავლობაში (სექტემბერი – ოქტომბერი) აღრიცხავთ (სათვლელი წერტილისთვის იხილეთ რუკა 1). თვლას დილით, ადრე წინასწარ შერჩეულ ადგილზე იწყებთ და დღის განმავლობაში დანახული ყველა ფრინველის სახეობასა და რაოდენობას ჩაინიშნავთ. თარიღსა და ამინდის მაჩვენებლებს ინიშნავთ და აღრიცხვის მონაცემები ყოველი დღის ბოლოს  მონაცემთა ბაზაში შეგაქვთ.

GPS კოორდინატები: 41.402219°/43.293557°

ტერიტორიაზე გავრცელებული ფრინველები 228

სამეცნიერო სახელწოდებაქართული სახელწოდებასტატუსი საქართველოშიIUCNსაქართველოს წითელი ნუსხა
Podiceps cristatusდიდი კოკონაMLC
Tachybaptus ruficollisმცირე კოკონაMLC
Phalacrocorax carboდიდი ჩვამაMLC
Ardea cinereaრუხი ყანჩაMLC
Ardea purpureaწითურის (ან ქარცი) ყანჩაMLC
Ardea albaდიდი თეთრი ყანჩაMLC
Egretta garzettaმცირე თეთრი ყანჩაMLC
Ardeola ralloidesყვითელი ყანჩაMLC
Nycticorax nycticoraxღამის ყანჩაMLC
Ixobrychus minutusმცირე ყარაულაBBLC
Ciconia ciconiaთეთრი ყარყატიBBLCVU
Ciconia nigraშავი ყარყატიMLCVU
Tadorna tadornaამლაყი იხვიMLC
Tadorna ferrugineaწითელი იხვიMLCVU
Anas platyrhynchosგარეული იხვიMLC
Mareca streperaრუხი იხვიMLC
Anas creccaსტვენია იხვი (ან ჭიკვარა)MLC
Spatula querquedulaჭახჭახა იხვი (ან იხვინჯა)MLC
Spatula clypeataგანიერნისკარტა იხვიMLC
Aythya fuligulaქოჩორა ყვინთიაMLC
Aythya ferinaწითელთავა ყვინთიაMVU
Pandion haliaetusშაკიMLC?
Milvus migransძერაMLC
Circaetus gallicusგველიჭამია (ან ძერაბოტი)MLC?
Accipiter brevipesქორცქვიტა (ან შავთვალა მიმინო, ლევანმიმინო)BBLCVU
Accipiter nisusმიმინოYR-RLC
Accipiter gentilisქორიYR-RLC
Buteo buteoჩვეულებრივი კაკაჩაYR-RLC
Buteo lagopusფეხბანჯგვლიანი კაკაჩაWVLC
Buteo rufinusველის (ან გრძელფეხა) კაკაჩაYR-RLCVU
Pernis apivorusკრაზანაჭამია (ან ირაო)MLC
Hieraaetus pennatusჩია არწივიBBLC
Aquila heliacaბექობის (ან თეთრმხრება) არწივიMVUVU
Clanga clangaდიდი მყივანი არწივიMWVVUVU
Clanga pomarinaმცირე მყივანი არწივიMLC
Aquila nipalensisველის არწივიMEN
Aquila chrysaetosმთის არწივიYR-RLCVU
Neophron percnopterusფასკუნჯიM-BBENVU
Gypaetus barbatusბატკანძერი (ან წვერიანი სვავი, ყაჯირი, კრავიჭამია)YR-RNTVU
Aegypius monachusსვავიYR-VNTEN
Gyps fulvusორბიYR-RLCVU
Circus aeroginosusჭაობის ძელქორი (ან ჭაობის ბოლობეჭედა)MLC
Circus cyaneusმინდვრის ძელქორი (ან მინდვრის ბოლობეჭედა)MLC
Circus macrourusველის ძელქორი (ან ველის ბოლობეჭედა)MNT
Circus pygargusმდელოს ძელქორი (ან მდელოს ბოლობეჭედა)MLC
Falco cherrugბარი (ან გავაზი)MENCR
Falco biarmicusწითელთავა შავარდენიMLCVU
Falco peregrinusჩვეულებრივი შავარდენიYR-RLC
Falco subbuteoმარჯანიMLC
Falco columbariusალალიMLC
Falco vespertinusწითელფეხა შავარდენიMNTEN
Falco naumanniმცირე (ან ველის) კირკიტაMLCCR?
Falco tinnunculusჩვეულებრივი კირკიტაYR-RLC
Alectoris chukarკაკაბიYR-RLC
Perdix perdixგნოლიYR-RLC?
Coturnix coturnixმწყერიBB-MLC
Grus grusრუხი წეროMLCEN
Anthropoides virgoწეროტურფაM
Rallus aquaticusლაინაYR-RLC
Porzana porzanaქათამურაYR-RLC
Zapornia parvaმცირე ქათამურაMLC
Zapornia pusillaპაწაწა ქათამურაMLC
Crex crexღალღაBB-MLC?
Gallinula chloropusწყლის ქათამურაBb-MLC
Fulica atraმელოტაMLC
Charadrius hiaticulaსაყელოიანი წინტალაBB-MLC
Charadrius dubiusმცირე წინტალაBB-MLC
Vanellus vanellusპრანწიაMNT
Xenus cinereusრუხი აპრეხილნისკარტა მექვიშიაMLC
Tringa stagnatilisჭაობის მენაპირე (მერუე)MLC
Tringa glareolaტყის მენაპირეMLC
Tringa ochropusშავი მენაპირეMLC
Actitis hypoleucosჩვეულებრივი მექვიშია (მებორნე)BB-MLC
Calidris pugnaxტურუხტანი (მაჩხუბარა კოკორინა)MLC
Scolopax rusticolaტყის ქათამი (ვალდშნეპი)MLC
Gallinago mediaდიდი ჩიბუხა (გოჭა)MNT?
Gallinago gallinagoჩიბუხაMLC
Lymnocryptes minimusჩიბუხელა (გარშნეპი)MLC
Larus ridibundusტბის თოლიაYR-RLC
Larus armenicusსომხური თოლიაYR-RNT
Sterna hirundoჩვეულებრივი თევზიყლაპიაMLC
Chlidonias leucopterusფრთათეთრი თევზიყლაპიაMLC
Columba liviaგარეული მტრედიYR-RLC
Columba oenasგულიო (ან გვიძინი)BB-MLC
Columba palumbusქედანიBB-MLC
Streptopelia turturჩვეულებრივი გვრიტიMVU
Streptopelia decaoctoსაყელოიანი გვრიტიYR-RLC
Cuculus canorusგუგულიBBLC
Bubo buboზარნაშოYR-RLC
Asio otusყურებიანი ბუ (ან ოლოლი)BB-MLC
Asio flammeusჭაობის ბუMLC
Otus scopsწყრომიBBLC
Athene noctuaჭოტიYR-RLC
Caprimulgus europaeusუფეხურაBBLC
Apus apusნამგალაBBLC
Tachymarptis melbaმეკირია (ან თეთრმუცელა ნამგალა)BBLC
Merops apiasterოქროსფერი კვირიონიBB-MLC
Merops superciliosusმწვანე კვირიონიCasLC
Coracias garrulusყაპყაპიBBLC
Ceryle rudisYR-RLC
Alcedo atthisალკუნიBBLC
Upupa epopsოფოფიBB-MLC
Picus canusCas?LC
Dryocopus martiusშავი კოდალაYR-RLC
Picus viridisმწვანე კოდალაYR-RLC
Dendrocopos syriacusYR-RLC
Dendrocopos majorდიდი ჭრელი კოდალაYR-RLC
Leiopicus mediusსაშუალო ჭრელი კოდალაYR-RLC
Dendrocopos leucotosYR-RLC
Dryobates minorმცირე ჭრელი კოდალაYR-RLC
Jynx torquillaმაქციაBBLC
Eremophila alpestrisრქოსანი ტოროლაYR-RLC
Calandrella rufescensBBLC
Calandrella brachydactylaBBLC
Melanocorypha bimaculataBBLC
Melanocorypha calandraველის ტოროლაMLC
Melanocorypha leucopteraWVLC
Lullula arboreaტყის ტოროლაBB-MLC
Alauda gulgulaCas?LC
Alauda arvensisმინდვრის ტოროლაBB-MLC
Galerida cristataქოჩორა ტოროლაMLC
Hirundo rusticaსოფლის მერცხალიBBLC
Hirundo rupestrisკლდის მერცხალიBBLC
Riparia ripariaმენაპირე მერცხალიBBLC
Delichon urbicumქალაქის მერცხალიBBLC
Anthus trivialisტყის მწყერჩიტაBBLC
Anthus pratensisმდელოს მწყერჩიტაBBNT
Anthus cervinusწითელგულა მწყერჩიტაMLC
Anthus spinolettaმთის მწყერჩიტაBB-MLC
Anthus campestrisმინდვრის მწყერჩიტაBB-MLC
Motacilla albaთეთრი ბოლოქანქარაYR-RLC
Motacilla cinereaრუხი ბოლოქანქარაYR-RLC
Motacilla flavaყვითელი ბოლოქანქარაBBLC
Motacilla citreolaყვითელთავა ბოლოქანქარაMLC
Lanius minorშავშუბლა ღაჟოBBLC
Lanius collurioჩვეულებრივი ღაჟოBBLC
Prunella modularisტყის ჭვინტაკაBB-MLC
Prunella collarisალპური ჭვინტაკაYR-RLC
Locustella lanceolataწინწკლა ჭრიჭინა მეჩალიაBB-MLC
Locustella naeviaჭრიჭინა-მეჩალიაMLC
Locustella fluviatilisჭრიჭინა-ჩიტიMBB?LC
Locustella luscinioidesბულბულისებრი ჭრიჭინა-ჩიტიBB-MLC
Acrocephalus scirpaceusლელიანის მეჩალიაBBLC
Acrocephalus palustrisჭაობის მეჩალიაBBLC
Acrocephalus arundinaceusლელიანის დიდი მეჩალია (შაშვისებრი მეჩალია)BBLC
Acrocephalus melanopogonშავთხემა მეჩალიაBBLC
Acrocephalus schoenobaenusჭახჭახა მეჩალიაBBLC
Cettia cettiფართოკუდა ლერწამაBBLC
Hippolais pallidaბაცი ბუტბუტა (ბაცი მქირდავი)BB-MLC
Sylvia communisდიდი თეთრყელა ასპუჭაკაBB-MLC
Sylvia currucaმცირე თეთრყელა ასპუჭაკაBB-MLC
Sylvia borinბაღის ასპუჭაკაBB-MLC
Sylvia nisoriaმიმინოსებრი ასპუჭაკაBB-MLC
Sylvia atricapillaშავთავა ასპუჭაკაBB-MLC
Phylloscopus trochilusგაზაფხულა ჭივჭავი (გაზაფხულა ყარანა)BB-MLC
Phylloscopus collybitaჩვეულებრივი ჭივჭავი (ჩვეულებრივი ყარანა)MLC
Phylloscopus sindianusმთის ჭივჭავი (მთის ყარანა)BB-MLC
Phylloscopus trochiloidesმომწვანო ჭივჭავი (მომწვანო ყარანა)MLC
Regulus regulusყვითელთავა ნარჩიტა (ყვითელთავა ღაბუაჩიტი)YR-RLC
Muscicapa striataრუხი ბუზიჭერია (რუხი მემატლია)BB-MLC
Ficedula hypoleucaჭრელი ბუზიჭერია (ჭრელი მემატლია)MLC
Ficedula albicollisთეთრყელა ბუზიჭერია (თეთრყელა მემატლია)MLC
Ficedula parvaწითელყელა (ანუ მცირე) ბუზიჭერია (მცირე მემატლია)MLC
Ficedula semitorquataნახევართეთრყელა ბუზიჭერია (ნახევართეთრყელა მემატლია)MLC
Saxicola torquatusშავთავა ოვსადიBBLC
Saxicola rubetraთეთრწარბა (ანუ მდელოს) ოვსადიBBLC
Monticola solitariusკლდის ლურჯი შაშვიBBLC
Monticola saxatilisკლდის ჭრელი შაშვიBBLC
Oenanthe oenantheჩვეულებრივი მეღორღიაBBLC
Oenanthe isabellinaბუქნია-მეღორღიაBBLC
Oenanthe hispanicaშავყურა მეღორღიაBBLC
Phoenicurus ochrurosშავი ბოლოცეცხლაYR-RLC
Phoenicurus phoenicurusჩვეულებრივი ბოლოცეცხლაBBLC
Erithacus rubeculaგულწითელაYR-RLC
Luscinia svecicaცისფერგულაMLC
Luscinia lusciniaაღმოსავლური ბულბულიMLC
Luscinia megarhynchosჩვეულებრივი ბულბულიBB-MLC
Erythropygia galactotesჟღალი ბულბულიMLC
Turdus merulaშაშვიYR-RLC
Turdus torquatusთეთრგულა შაშვიBBLC
Turdus pilarisრუხთავა შაშვიWVLC
Turdus iliacusთეთრწარბა (ანუ ფრთაჟღალი) შაშვიMNT
Turdus philomelosწრიპა შაშვი (მგალობელი შაშვი)BB-MLC
Turdus viscivorusჩხართვიYR-RLC
Panurus biarmicusულვაშა წივწივაMLCVU
Aegithalos caudatusთოხიტარაYR-RLC
Parus majorდიდი წივწივა (დიდი წიწკანა)YR-RLC
Parus caeruleusმოლურჯო წივწივა (მოლურჯო წიწკანა)YR-RLC
Sitta europaeaჩვეულებრივი ხეცოციაYR-RLC
Sitta tephronotaდიდი კლდეცოციაYR-RLC
Sitta neumayerმცირე კლდეცოციაYR-RLC
Tichodroma murariaფრთაწითელი კლდეცოციაYR-RLC
Certhia familiarisჩვეულებრივი მგლინავაMLC
Troglodytes troglodytesჭინჭრაქა (ღობემძვრალა)YR-RLC
Cinclus cinclusწყლის შაშვიYR-RLC
Miliaria calandraმეფეტვია (ანუ მინდვრის გრატა)BB-MLC
Emberiza ciaკლდის გრატაYR-RLC
Emberiza citrinellaმოყვითალო გრატაMLC
Emberiza melanocephalaშავთავა გრატაBBLC
Emberiza hortulanaბაღის გრატაBBLC
Emberiza schoeniclusლელიანის გრატაBBLC
Fringilla montifringillaჩრდილოეთის სკვინჩაWVLC
Fringilla coelebsსკვინჩა (ნიბლია)YR-RLC
Carduelis carduelisჩიტბატონაYR-RLC
Carduelis spinusშავთავა მწვანულაYR-RLC
Carduelis chlorisმწვანულაYR-RLC
Carduelis flavirostrisმთის ჭვინტაYR-RLC
Carduelis cannabinaჭვინტა (მეკანაფია)YR-RLC
Pyrrhula pyrrhulaსტვენიაYR-RLC
Coccothraustes CoccothraustesკულუმბურიYR-RLC
Serinus pusillusწითელშუბლა მთიულაYR-RLC
Serinus serinusმოყვითალო მთიულაBB-MLC
Carpodacus erythrinusჩვეულებრივი კოჭობაBB-MLC
Passer montanusმინდვრის ბეღურაYR-RLC
Passer domesticusსახლის ბეღურაYR-RLC
Montifringilla nivalisმეთოვლიაYR-RLC
Petronia petroniaკლდის ბეღურაBB-MLC
Sturnus vulgarisშოშია (შროშანი)YR-RLC
Sturnus roseusვარდისფერი შოშია (ტარბი)MLC
Oriolus oriolusმოლაღურიBB-MLC
Garrulus glandariusჩხიკვიYR-RLC
Pica picaკაჭკაჭიYR-RLC
Pyrrhocorax pyrrhocoraxწითელნისკარტა მაღრანიYR-RLC
Pyrrhocorax graculusყვითელნისკარტა მაღრანიYR-RLC
Corvus coraxყორანიYR-RLC
Corvus frugilegusჭილყვავიMLC
Corvus coroneრუხი ყვავიYR-RLC
Corvus monedulaჭკაYR-RLC

ფოტოები და რუკები

შემოკლებები

სახეობის სტატუსი ტერიტორიაზე

YR-R
მობინადრე; მრავლდება, გვხვდება მთელი წლის განმავლობაში
YR-V
მთელი წლის სტუმარი; არ მრავლდება, გვხვდება მთელი წლის განმავლობაში
BB
მობუდარი; მრავლდება, არაგამრავლების პერიოდში არ გვხვდება
SV
ზაფხულის სტუმარი; არ მრავლდება, გვხვდება გაზაფხულსა და ზაფხულში
WV
ზამთრის სტუმარი; არ მრავლდება, გვხვდება გვიან შემოდგომაზე, ზამთარსა და ადრე გაზაფხულზე
M
მიგრანტი; გადამფრენი, გვხვდება ძირითადად შემოდგომასა და გაზაფხულზე
Cas
შემთხვევითი (მოხეტიალე) სახეობა
ND
მონაცემები არ არის

IUCN-ის წითელი ნუსხა

CR
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
EN
საფრთხეში მყოფი
VU
მოწყვლადი
NT
საფრთხესთან ახლოს მყოფი
LC
საჭიროებს ნაკლებ ზრუნვას

სხვა

SPA
ფრინველთა სპეციალური დაცული ტერიტორია
IBA
ფრინველებისა და ბიომრავალფეროვნებისთვის მნიშვნელოვანი ტერიტორია
RLG
საქართველოს წითელი ნუსხა
Annex 1
ფრინველთა დირექტივის (2009/147/EC) I დანართი