დაცვის სტატუსი: ტერიტორიის 40.30% ხანჩალის აღკვეთილში შედის. SPA 20-ის 96.91%-ს IBA (GEO17) ფარავს, რაც IBA-ს (GEO17) 32.81%-ს წარმოადგენს.
დასაცავი სახეობები
ვარდისფერი ვარხვი (Pelecanus onocrotalus), ქოჩორა ვარხვი (Pelecanus crispus), წითელთავა ყვინთია (Aythya ferina), რუხი წერო (Grus Grus) და წყალმცურავი ფრინველები. აღნიშნულ ტერიტორიაზე ბუდობს: 1-2 წყვილი რუხი წერო, 30-50 წყვილი წითელთავა ყვინთია და 1000-1200 წყვილი სხვადასხვა სახეობის წყალმცურავი ფრინველი. გაზაფხული-შემოდგომის მიგრაციისას ტერიტორიას 20000-ზე მეტი ფრინველი იყენებს (მოცემული სახეობებისთვის იხილეთ დანართი I) ხანჩალის ტბას საკვებად 30-40-მდე ქოჩორა ვარხვი და 100-ზე მეტი ვარდისფერი ვარხვი იყენებს. (Javakhishvili et al. 2014). ქოჩორა ვარხვი და რუხი წერო შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში როგორც საფრთხეში მყოფი (EN), ვარდისფერი ვარხვი როგორც მოწყვლადი (VU) სახეობა. ქოჩორა ვარხვი და წითელთავა ყვინთია IUCN-ის საერთაშორისო წითელ ნუსხაში შეტანილია როგორც მოწყვლადი (VU) სახეობები.
ტერიტორიის აღწერა
SPA ხანჩალი საქართველოს სამხრეთ ნაწილში ზღვის დონიდან 2000 მ-ზე მდებარეობს. ტერიტორიაზე გვხვდება ეუტროფიცირებული ტბა – ხანჩალი, სადაც მცენარეული საფარის დიდი ნაწილი ისლით (Carex juncella, C. tristis, C. lasiocarpa, and C. vesicaria), შვიტათი (Equisetum flaviatile, E. paluste) და ლერწამქუჩითაა (Festuca varia) წარმოდგენილი. ორნითოფაუნა იხილეთ ფრინველების სიაში
მონიტორინგი
წყალმცურავი ფრინველები
მეთოდი: პირდაპირი დათვლა
პერიოდი: გაზაფხული და შემოდგომა
საჭირო აღჭურვილობა: ტელესკოპი 20X60 გადიდებით შტატივთან ერთად; ბინოკლი 8X ან 10X გადიდებით; GPS
მეთოდის აღწერა: წყალმცურავ ფრინველებს ხანჩალის ტბაზე პირდაპირი დათვლის გზით, ორ-ორჯერ (დაახლოებით ორი კვირის შუალედით), სექტემბერში, ოქტომბერში, აპრილსა და მაისში აღრიცხავთ. ყოველ ჯერზე, სახეობრივი მრავალფეროვნებისა და მათი რიცხოვნობის მონაცემებთან ერთად კლიმატური პირობებსაც ინიშნავთ. მონაცემები ყოველ ჯერზე მონაცემთა ბაზაში შეგაქვთ. სათვლელი წერტილისთვის იხილეთ რუკა 1.
რუხი წერო
მეთოდი: პირდაპირი დათვლა
პერიოდი: გაზაფხული
საჭირო აღჭურვილობა: ტელესკოპი 20X60 გადიდებით შტატივთან ერთად; ბინოკლი 8X ან 10X გადიდებით; GPS
მეთოდის აღწერა: მობუდარ წყვილებს მაისის ბოლოს პირდაპირი დათვლის გზით აღრიცხავთ. კარგი ხედვისთვის, ფრინველებს შემაღლებული ადგილიდან, ტელესკოპისა და ბინოკლების მეშვეობით ათვალიერებთ. წეროების აღმოჩენის შემთხვევაში, წყვილების რაოდენობას GPS კორდინატებსა და ამინდის მახასიათებლებს ინიშნავთ. მიღებული მონაცემები მონაცემთა ბაზაში შეგაქვთ.
ქოჩორა და ვარდისფერი ვარხვები
მეთოდი: პირდაპირი დათვლა
პერიოდი: ზაფხული
საჭირო აღჭურვილობა: ტელესკოპი 20X60 გადიდებით, შტატივთან ერთად; ბინოკლი 8X ან 10X გადიდებით; GPS
მეთოდის აღწერა: ვარხვების ორივე სახეობის აღრიცხვა ჯავახეთის სხვა ტბებთან კოორდინაციაში ხდება. იხ. SPA N21. სათვლელი წერტილისთვის იხ. რუკა 1.
GPS კოორდინატები: 41.239876°/43.555400°
ტერიტორიაზე გავრცელებული ფრინველები 232
| სამეცნიერო სახელწოდება | ქართული სახელწოდება | სტატუსი საქართველოში | IUCN | საქართველოს წითელი ნუსხა |
|---|---|---|---|---|
| Gavia stellata | წითელყელა ღორიხვა | M | LC | |
| Gavia arctica | შავყელა ღორიხვა | M | LC | |
| Podiceps cristatus | დიდი კოკონა | BB | LC | |
| Podiceps grisegena | რuხლოყება კოკონა | BB | LC | VU |
| Podiceps nigricollis | აპრეხილნისკარტა (ან შავყელა) კოკონა | BB | LC | |
| Tachybaptus ruficollis | მცირე კოკონა | BB | LC | |
| Pelecanus onocrotalus | ვარდისფერი ვარხვი | SV | LC | VU |
| Pelecanus crispus | ქოჩორა (ან ხუჭუჭა) ვარხვი | SV | VU | EN |
| Phalacrocorax carbo | დიდი ჩვამა | SV | LC | |
| Ardea cinerea | რუხი ყანჩა | BB | LC | |
| Ardea purpurea | წითურის (ან ქარცი) ყანჩა | M | LC | |
| Ardea alba | დიდი თეთრი ყანჩა | SV | LC | |
| Egretta garzetta | მცირე თეთრი ყანჩა | SV | LC | |
| Bubulcus ibis | მწყემსი (ანუ ეგვიპტური) ყანჩა | M | LC | |
| Ardeola ralloides | ყვითელი ყანჩა | M | LC | |
| Nycticorax nycticorax | ღამის ყანჩა | SV | LC | |
| Ixobrychus minutus | მცირე ყარაულა | BB | LC | |
| Botaurus stellaris | დიდი ყარაულა (წყლის ბუღა) | BB | LC | |
| Platalea leucorodia | ჟერო | M | LC | |
| Plegadis falcinellus | ივეოსი | M | LC | |
| Ciconia ciconia | თეთრი ყარყატი | BB | LC | VU |
| Ciconia nigra | შავი ყარყატი | M | LC | VU |
| Phoenicopterus ruber | ჩვეულებრივი ფლამინგო | Cas | LC | |
| Anser anser | რუხი ბატი | BB | LC | |
| Anser fabalis | მეკალოე ბატი | M | LC | |
| Anser erythropus | მცირე თეთრშუბლა ბატი | M | VU | EN |
| Anser albifrons | დიდი თეთრშუბლა ბატი | M | LC | |
| Tadorna tadorna | ამლაყი იხვი | M | LC | |
| Tadorna ferruginea | წითელი იხვი | BB | LC | VU |
| Anas platyrhynchos | გარეული იხვი | BB | LC | |
| Mareca strepera | რუხი იხვი | BB | LC | |
| Mareca penelope | თეთრშუბლა იხვი | SV | LC | |
| Anas crecca | სტვენია იხვი (ან ჭიკვარა) | BB | LC | |
| Spatula querquedula | ჭახჭახა იხვი (ან იხვინჯა) | M | LC | |
| Anas acuta | ბოლოსადგისა (ან კუდსადგისა) იხვი | M | LC | |
| Spatula clypeata | განიერნისკარტა იხვი | BB | LC | |
| Netta rufina | წითელნისკარტა ყურყუმელა | BB | LC | |
| Aythya fuligula | ქოჩორა ყვინთია | BB | LC | |
| Aythya ferina | წითელთავა ყვინთია | BB | VU | |
| Aythya nyroca | თეთრთვალა ყვინთია | M | NT | |
| Melanitta fusca | თეთრფრთიანი გარიელა | BB | VU | EN |
| Mergus serrator | გრძელნისკარტა ბატასინა | M | LC | |
| Oxyura leucocephala | თეთრთავა იხვი | Cas | EN | EN |
| Pandion haliaetus | შაკი | M | LC | ? |
| Milvus migrans | ძერა | M | LC | |
| Elanus caeruleus | ფრთაშავი ლურჯი ძერა | Cas | LC | |
| Circaetus gallicus | გველიჭამია (ან ძერაბოტი) | M | LC | ? |
| Accipiter brevipes | ქორცქვიტა (ან შავთვალა მიმინო, ლევანმიმინო) | M | LC | VU |
| Accipiter nisus | მიმინო | M | LC | |
| Accipiter gentilis | ქორი | M | LC | |
| Buteo buteo | ჩვეულებრივი კაკაჩა | BB | LC | |
| Buteo lagopus | ფეხბანჯგვლიანი კაკაჩა | M | LC | |
| Buteo rufinus | ველის (ან გრძელფეხა) კაკაჩა | BB | LC | VU |
| Pernis apivorus | კრაზანაჭამია (ან ირაო) | M | LC | |
| Hieraaetus pennatus | ჩია არწივი | M | LC | |
| Aquila heliaca | ბექობის (ან თეთრმხრება) არწივი | M | VU | VU |
| Clanga clanga | დიდი მყივანი არწივი | M | VU | VU |
| Clanga pomarina | მცირე მყივანი არწივი | M | LC | |
| Aquila nipalensis | ველის არწივი | M | EN | |
| Aquila chrysaetos | მთის არწივი | M | LC | VU |
| Neophron percnopterus | ფასკუნჯი | M | EN | VU |
| Circus aeroginosus | ჭაობის ძელქორი (ან ჭაობის ბოლობეჭედა) | BB | LC | |
| Circus cyaneus | მინდვრის ძელქორი (ან მინდვრის ბოლობეჭედა) | M | LC | |
| Circus macrourus | ველის ძელქორი (ან ველის ბოლობეჭედა) | M | NT | |
| Circus pygargus | მდელოს ძელქორი (ან მდელოს ბოლობეჭედა) | BB | LC | |
| Falco cherrug | ბარი (ან გავაზი) | M | EN | CR |
| Falco biarmicus | წითელთავა შავარდენი | M | LC | VU |
| Falco peregrinus | ჩვეულებრივი შავარდენი | BB | LC | |
| Falco subbuteo | მარჯანი | M | LC | |
| Falco columbarius | ალალი | M | LC | |
| Falco vespertinus | წითელფეხა შავარდენი | M | NT | EN |
| Falco naumanni | მცირე (ან ველის) კირკიტა | M | LC | CR? |
| Falco tinnunculus | ჩვეულებრივი კირკიტა | BB | LC | |
| Grus grus | რუხი წერო | BB | LC | EN |
| Anthropoides virgo | წეროტურფა | M | ||
| Rallus aquaticus | ლაინა | BB | LC | |
| Porzana porzana | ქათამურა | BB | LC | |
| Zapornia parva | მცირე ქათამურა | BB | LC | |
| Zapornia pusilla | პაწაწა ქათამურა | M | LC | |
| Crex crex | ღალღა | BB | LC | ? |
| Gallinula chloropus | წყლის ქათამურა | BB | LC | |
| Fulica atra | მელოტა | BB | LC | |
| Himantopus himantopus | ოჩოფეხა | BB | LC | |
| Recurvirostra avosetta | სადგისნისკარტა | M | LC | |
| Charadrius hiaticula | საყელოიანი წინტალა | M | LC | |
| Charadrius dubius | მცირე წინტალა | BB | LC | |
| Charadrius asiaticus | აზიური წინტალა | Cas | LC | |
| Pluvialis apricaria | ოქროსფერი მეჭვავია | M | LC | |
| Pluvialis squatarola | რუხი მეჭვავია (კვათარი) | M | LC | |
| Arenaria interpres | მეკენჭია | M | LC | |
| Vanellus vanellus | პრანწია | BB | NT | |
| Vanellus gregarius | ველის პრანწია | M | CR | |
| Calidris falcinellus | თავზოლა მექვიშია | M | LC | |
| Calidris ferruginea | წითელგულა მექვიშია | M | NT | |
| Calidris alpina | შავმუცელა მექვიშია | M | LC | |
| Calidris temminckii | თეთრკუდა მექვიშია | M | LC | |
| Calidris minuta | მცირე მექვიშია (კოკორინა-ბეღურა) | M | LC | |
| Calidris alba | ქვიშაქექია | M | LC | |
| Phalaropus lobatus | წითელკისერა (ან მრგვალნისკარტა) ტივტივა | M | LC | |
| Xenus cinereus | რუხი აპრეხილნისკარტა მექვიშია | M | LC | |
| Tringa totanus | წითელფეხა მენაპირე (მსევანი) | BB | LC | |
| Tringa erythropus | ლაქებიანი წითელფეხა მენაპირე (კოხტა ჭოვილო) | M | LC | |
| Tringa nebularia | მწვანეფეხა მენაპირე (დიდი ჭოვილო) | M | LC | |
| Tringa stagnatilis | ჭაობის მენაპირე (მერუე) | BB | LC | |
| Tringa glareola | ტყის მენაპირე | M | LC | |
| Tringa ochropus | შავი მენაპირე | BB | LC | |
| Actitis hypoleucos | ჩვეულებრივი მექვიშია (მებორნე) | BB | LC | |
| Calidris pugnax | ტურუხტანი (მაჩხუბარა კოკორინა) | M | LC | |
| Numenius arquata | დიდი კრონშნეპი | M | NT | |
| Numenius phaeopus | საშუალო კრონშნეპი | M | LC | |
| Limosa limosa | დიდი (ანუ შავკუდა) ლია | M | NT | |
| Limosa lapponica | ზოლიანკუდა ლია | M | NT | |
| Gallinago media | დიდი ჩიბუხა (გოჭა) | M | NT | ? |
| Gallinago gallinago | ჩიბუხა | BB | LC | |
| Lymnocryptes minimus | ჩიბუხელა (გარშნეპი) | M | LC | |
| Glareola nordmanni | შავფრთიანა მერცხალა | M | NT | ? |
| Glareola pratincola | ჟღალფრთიანა მერცხალა | M | LC | |
| Larus ridibundus | ტბის თოლია | SVM | LC | |
| Hydrocoloeus minutus | მცირე თოლია | M | LC | |
| Larus armenicus | სომხური თოლია | BB | NT | |
| Larus fuscus | შავზურგა (ანუ ფრთაშავი) თოლია | M | LC | |
| Larus canus | ვეჟანი თოლია | M | LC | |
| Gelochelidon nilotica | თოლიისნისკარტა თევზიყლაპია | M | LC | |
| Thalasseus sandvicensis | ჭრელნისკარტა თევზიყლაპია | M | LC | |
| Sterna hirundo | ჩვეულებრივი თევზიყლაპია | BB | LC | |
| Sternula albifrons | მცირე თევზიყლაპია | BB | LC | |
| Hydroprogne caspia | კასპიური თევზიყლაპია | M | LC | |
| Chlidonias leucopterus | ფრთათეთრი თევზიყლაპია | M | LC | |
| Chlidonias niger | შავი თევზიყლაპია | M | LC | |
| Chlidonias hybrida | ლოყათეთრი თევზიყლაპია | M | LC | |
| Columba livia | გარეული მტრედი | BB | LC | |
| Columba palumbus | ქედანი | M | LC | |
| Streptopelia turtur | ჩვეულებრივი გვრიტი | M | VU | |
| Cuculus canorus | გუგული | BB | LC | |
| Bubo bubo | ზარნაშო | BB | LC | |
| Asio otus | ყურებიანი ბუ (ან ოლოლი) | BB | LC | |
| Asio flammeus | ჭაობის ბუ | BB | LC | |
| Otus scops | წყრომი | M | LC | |
| Athene noctua | ჭოტი | BB | LC | |
| Caprimulgus europaeus | უფეხურა | M | LC | |
| Apus apus | ნამგალა | BB | LC | |
| Tachymarptis melba | მეკირია (ან თეთრმუცელა ნამგალა) | BB | LC | |
| Merops superciliosus | მწვანე კვირიონი | Cas | LC | |
| Merops apiaster | ოქროსფერი კვირიონი | SVM | LC | |
| Coracias garrulus | ყაპყაპი | M | LC | |
| Alcedo atthis | ალკუნი | M | LC | |
| Upupa epops | ოფოფი | BB | LC | |
| Jynx torquilla | მაქცია | BB | LC | |
| Eremophila alpestris | რქოსანი ტოროლა | BB | LC | |
| Calandrella rufescens | მცირე მოკლეთითა ტოროლა | M | LC | |
| Calandrella brachydactyla | დიდი მოკლეთითა ტოროლა | M | LC | |
| Melanocorypha calandra | ველის ტოროლა | BB | LC | |
| Lullula arborea | ტყის ტოროლა | BB | LC | |
| Alauda arvensis | მინდვრის ტოროლა | BB | LC | |
| Galerida cristata | ქოჩორა ტოროლა | M | LC | |
| Hirundo rustica | სოფლის მერცხალი | BB | LC | |
| Hirundo rupestris | კლდის მერცხალი | BB | LC | |
| Riparia riparia | მენაპირე მერცხალი | SV | LC | |
| Delichon urbicum | ქალაქის მერცხალი | BB | LC | |
| Anthus trivialis | ტყის მწყერჩიტა | BB | LC | |
| Anthus pratensis | მდელოს მწყერჩიტა | BB | NT | |
| Anthus cervinus | წითელგულა მწყერჩიტა | M | LC | |
| Anthus spinoletta | მთის მწყერჩიტა | BB | LC | |
| Anthus campestris | მინდვრის მწყერჩიტა | M | LC | |
| Motacilla alba | თეთრი ბოლოქანქარა | BB | LC | |
| Motacilla cinerea | რუხი ბოლოქანქარა | BB | LC | |
| Motacilla flava | ყვითელი ბოლოქანქარა | BB | LC | |
| Motacilla citreola | ყვითელთავა ბოლოქანქარა | BB | LC | |
| Lanius minor | შავშუბლა ღაჟო | M | LC | |
| Lanius collurio | ჩვეულებრივი ღაჟო | M | LC | |
| Prunella modularis | ტყის ჭვინტაკა | BB | LC | |
| Prunella ocularis | თეთრწარბა ჭვინტაკა | ND | LC | VU |
| Prunella collaris | ალპური ჭვინტაკა | BB | LC | |
| Locustella naevia | ჭრიჭინა-მეჩალია | M | LC | |
| Locustella fluviatilis | ჭრიჭინა-ჩიტი | BB | LC | |
| Locustella luscinioides | ბულბულისებრი ჭრიჭინა-ჩიტი | BB | LC | |
| Acrocephalus scirpaceus | ლელიანის მეჩალია | BB | LC | |
| Acrocephalus palustris | ჭაობის მეჩალია | BB | LC | |
| Acrocephalus arundinaceus | ლელიანის დიდი მეჩალია (შაშვისებრი მეჩალია) | BB | LC | |
| Acrocephalus melanopogon | შავთხემა მეჩალია | BB | LC | |
| Acrocephalus schoenobaenus | ჭახჭახა მეჩალია | BB | LC | |
| Cettia cetti | ფართოკუდა ლერწამა | BB | LC | |
| Sylvia communis | დიდი თეთრყელა ასპუჭაკა | BB | LC | |
| Sylvia curruca | მცირე თეთრყელა ასპუჭაკა | BB | LC | |
| Sylvia nisoria | მიმინოსებრი ასპუჭაკა | M | LC | |
| Sylvia borin | ბაღის ასპუჭაკა | M | LC | |
| Sylvia atricapilla | შავთავა ასპუჭაკა | M | LC | |
| Muscicapa striata | რუხი ბუზიჭერია (რუხი მემატლია) | BB | LC | |
| Ficedula albicollis | თეთრყელა ბუზიჭერია (თეთრყელა მემატლია) | M | LC | |
| Phylloscopus collybita | ჩვეულებრივი ჭივჭავი (ჩვეულებრივი ყარანა) | M | LC | |
| Ficedula semitorquata | ნახევართეთრყელა ბუზიჭერია (ნახევართეთრყელა მემატლია) | M | LC | |
| Phylloscopus sindianus | მთის ჭივჭავი (მთის ყარანა) | BB | LC | |
| Ficedula parva | წითელყელა (ანუ მცირე) ბუზიჭერია (მცირე მემატლია) | M | LC | |
| Saxicola torquatus | შავთავა ოვსადი | BB | LC | |
| Saxicola rubetra | თეთრწარბა (ანუ მდელოს) ოვსადი | BB | LC | |
| Monticola saxatilis | კლდის ჭრელი შაშვი | BB | LC | |
| Oenanthe oenanthe | ჩვეულებრივი მეღორღია | BB | LC | |
| Phoenicurus ochruros | შავი ბოლოცეცხლა | BB | LC | |
| Phoenicurus phoenicurus | ჩვეულებრივი ბოლოცეცხლა | BB | LC | |
| Luscinia svecica | ცისფერგულა | BBM | LC | |
| Turdus merula | შაშვი | BB | LC | |
| Turdus torquatus | თეთრგულა შაშვი | BB | LC | |
| Turdus viscivorus | ჩხართვი | BBM | LC | |
| Panurus biarmicus | ულვაშა წივწივა | M | LC | VU |
| Parus major | დიდი წივწივა (დიდი წიწკანა) | BB | LC | |
| Parus caeruleus | მოლურჯო წივწივა (მოლურჯო წიწკანა) | BB | LC | |
| Troglodytes troglodytes | ჭინჭრაქა (ღობემძვრალა) | BB | LC | |
| Miliaria calandra | მეფეტვია (ანუ მინდვრის გრატა) | BB | LC | |
| Emberiza cia | კლდის გრატა | BB | LC | |
| Emberiza melanocephala | შავთავა გრატა | M | LC | |
| Emberiza hortulana | ბაღის გრატა | M | LC | |
| Emberiza schoeniclus | ლელიანის გრატა | M | LC | |
| Fringilla coelebs | სკვინჩა (ნიბლია) | BB | LC | |
| Carduelis carduelis | ჩიტბატონა | BB | LC | |
| Carduelis spinus | შავთავა მწვანულა | M | LC | |
| Carduelis chloris | მწვანულა | BB | LC | |
| Carduelis flavirostris | მთის ჭვინტა | BB | LC | |
| Carduelis cannabina | ჭვინტა (მეკანაფია) | BB | LC | |
| Serinus pusillus | წითელშუბლა მთიულა | M | LC | |
| Carpodacus erythrinus | ჩვეულებრივი კოჭობა | BB | LC | |
| Passer montanus | მინდვრის ბეღურა | BB | LC | |
| Passer domesticus | სახლის ბეღურა | BB | LC | |
| Montifringilla nivalis | მეთოვლია | BB | LC | |
| Pica pica | კაჭკაჭი | BB | LC | |
| Sturnus vulgaris | შოშია (შროშანი) | BB | LC | |
| Sturnus roseus | ვარდისფერი შოშია (ტარბი) | M | LC | |
| Pyrrhocorax pyrrhocorax | წითელნისკარტა მაღრანი | SV | LC | |
| Pyrrhocorax graculus | ყვითელნისკარტა მაღრანი | SV | LC | |
| Corvus corax | ყორანი | YR-R | LC | |
| Corvus frugilegus | ჭილყვავი | BB | LC | |
| Corvus corone | რუხი ყვავი | YR-R | LC | |
| Corvus monedula | ჭკა | YR-R | LC |
ფოტოები და რუკები
შემოკლებები
სახეობის სტატუსი ტერიტორიაზე
- YR-R
- მობინადრე; მრავლდება, გვხვდება მთელი წლის განმავლობაში
- YR-V
- მთელი წლის სტუმარი; არ მრავლდება, გვხვდება მთელი წლის განმავლობაში
- BB
- მობუდარი; მრავლდება, არაგამრავლების პერიოდში არ გვხვდება
- SV
- ზაფხულის სტუმარი; არ მრავლდება, გვხვდება გაზაფხულსა და ზაფხულში
- WV
- ზამთრის სტუმარი; არ მრავლდება, გვხვდება გვიან შემოდგომაზე, ზამთარსა და ადრე გაზაფხულზე
- M
- მიგრანტი; გადამფრენი, გვხვდება ძირითადად შემოდგომასა და გაზაფხულზე
- Cas
- შემთხვევითი (მოხეტიალე) სახეობა
- ND
- მონაცემები არ არის
IUCN-ის წითელი ნუსხა
- CR
- კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
- EN
- საფრთხეში მყოფი
- VU
- მოწყვლადი
- NT
- საფრთხესთან ახლოს მყოფი
- LC
- საჭიროებს ნაკლებ ზრუნვას
სხვა
- SPA
- ფრინველთა სპეციალური დაცული ტერიტორია
- IBA
- ფრინველებისა და ბიომრავალფეროვნებისთვის მნიშვნელოვანი ტერიტორია
- RLG
- საქართველოს წითელი ნუსხა
- Annex 1
- ფრინველთა დირექტივის (2009/147/EC) I დანართი
