დაცვის სტატუსი: ტერიტორიის 38.10%-ს IBA (GEO16) ფარავს. IBA-ს (GEO16) 43.47%-ს SPA 14 ფარავს.
დასაცავი სახეობები
კავკასიური როჭო (Lyrurus mlokosiewiczi) და კასპიური შურთხი (Tetraogallus caspius). ორივე სახეობა საქართველოს წითელ ნუსხაში შესულია, როგორც მოწყვლადი (VU) სახეობა. კავკასიურ როჭოს ასევე აქვს IUCN-ის საერთაშორისო წითელი ნუსხის სტატუსი (NT) – საფრთხესთან ახლოს (NT) მყოფი.
ტერიტორიის აღწერა
შავშეთი (SPA 14) საქართველოს სამხრეთ დასავლეთ ნაწილში ზღვის დონიდან 1000 – 3000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. შავშეთის ტერიტორიაზე შერეული ტყე (ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი) გვხვდება, სადაც ძირითად სახეობებს: კავკასიური სოჭი (Abies nordmanniana), კავკასიური ფიჭვი (Pinus Sosnowskyi), აღმოსავლეთის ნაძვი (Picea orientalis), კოლხური მუხა (Quercus hartwissiana), წიფელი (Fagus orientalis), რცხილა (Carpinus caucasica), წაბლი (Castanea sativa), ლიტვინოვის არყი (Betula litwinowii), იელი (Rhododendron luteum), ჭყორი (Ilex colchica), მაღალი მოცვი (Vaccinium arctostraphylos) და დეკა (Rhododendron caucasicum) წარმოადგენს. სუბალპურ და ალპურ მდელოებზე გავრცელებული ძირითადი ბალახოვანი მცენარეებია: მზიურა (Inula magnifica), სამტატა (Pyrethrum macrophylos), ძიგვი (Nardus stricta), ნემსიწვერა (Geranium gymnocaulon) (ქვაჩაკიძე 2010). ორნითოფაუნა იხილეთ ფრინველების სიაში
მონიტორინგი
კავკასიური როჭო
მეთოდი: მოტიხტიხე მამლების აღრიცხვა
პერიოდი: მაისი
საჭირო აღჭურვილობა: ტელესკოპი 20X60 გადიდებით შტატივთან ერთად; ბინოკლი 8X ან 10X გადიდებით; GPS
მეთოდის აღწერა: მოტიხტიხე მამრებს ყოველწლიურად მაისის თვეში აღრიცხავთ. სატიხტიხო ადგილს აღმოაჩენთ, GPS კოორდინატებს ჩაინიშნავთ და მოტიხტიხე მამლების რაოდენობას დათვლით. ამ მონაცემებთან ერთად თარიღსა და კლიმატურ პირობებსაც ინიშნავთ. სატიხტიხო ადგილებს მიანიჭებთ უნიკალური სახელწოდებას და დაარუკებთ. ინფორმაციას მონაცემთა ბაზაში შეიტანთ.
კასპიური შურთხი
მეთოდი: ტერიტორიული მამლების აღრიცხვა
პერიოდი: მაისი
საჭირო აღჭურვილობა: ტელესკოპი 20X60 გადიდებით შტატივთან ერთად; ბინოკლი 8X ან 10X გადიდებით; GPS
მეთოდის აღწერა: ტერიტორიულ მამლებს ყოველწლიურად რამოდენიმეჯერ (2-3-ჯერ) მაისის დასაწყისში დილის 07:00 – 09:00 საათის შუალედში აღრიცხავთ. (რუკა 1) მამლების (შესაბამისად წყვილების) რაოდენობას წინასწარ შერჩეული ადგილიდან მათი ტერიტორიული ძახილის მეშვეობით ადგენთ. აღნიშნულ მონაცემებთან ერთად თარიღსა და კლიმატურ პირობებსაც ინიშნავთ. მონაცემები მონაცემთა ბაზაში შეგაქვთ. განმეორებითი აღრიცხვებისას ინფორმაციას, წინა აღრიცხვების მსგავსად იწერთ.
სათვლელი წერტილი 1: 41.504134°/42.322568°
სათვლელი წერტილი 2: 41.487756°/42.331943°
ტერიტორიაზე გავრცელებული ფრინველები 129
| სამეცნიერო სახელწოდება | ქართული სახელწოდება | სტატუსი საქართველოში | IUCN | საქართველოს წითელი ნუსხა |
|---|---|---|---|---|
| Milvus migrans | ძერა | M | LC | |
| Circaetus gallicus | გველიჭამია (ან ძერაბოტი) | M | LC | |
| Accipiter brevipes | ქორცქვიტა (ან შავთვალა მიმინო, ლევანმიმინო) | M | LC | VU |
| Accipiter nisus | მიმინო | YR-R | LC | |
| Accipiter gentilis | ქორი | YR-R | LC | |
| Buteo buteo | ჩვეულებრივი კაკაჩა | YR-R | LC | |
| Buteo lagopus | ფეხბანჯგვლიანი კაკაჩა | M | LC | |
| Buteo rufinus | ველის (ან გრძელფეხა) კაკაჩა | M | LC | VU |
| Pernis apivorus | კრაზანაჭამია (ან ირაო) | M | LC | |
| Hieraaetus pennatus | ჩია არწივი | BB | LC | |
| Aquila heliaca | ბექობის (ან თეთრმხრება) არწივი | M | VU | VU |
| Clanga clanga | დიდი მყივანი არწივი | MWV | VU | VU |
| Clanga pomarina | მცირე მყივანი არწივი | M | LC | |
| Aquila nipalensis | ველის არწივი | M | EN | |
| Aquila chrysaetos | მთის არწივი | YR-R | LC | VU |
| Neophron percnopterus | ფასკუნჯი | YR-V | EN | VU |
| Gypaetus barbatus | ბატკანძერი (ან წვერიანი სვავი, ყაჯირი, კრავიჭამია) | YR-V | NT | VU |
| Aegypius monachus | სვავი | YR-V | NT | EN |
| Gyps fulvus | ორბი | YR-V | LC | VU |
| Circus aeroginosus | ჭაობის ძელქორი (ან ჭაობის ბოლობეჭედა) | M | LC | |
| Circus cyaneus | მინდვრის ძელქორი (ან მინდვრის ბოლობეჭედა) | M | LC | |
| Circus macrourus | ველის ძელქორი (ან ველის ბოლობეჭედა) | M | NT | |
| Circus pygargus | მდელოს ძელქორი (ან მდელოს ბოლობეჭედა) | M | LC | |
| Falco cherrug | ბარი (ან გავაზი) | M | EN | CR |
| Falco peregrinus | ჩვეულებრივი შავარდენი | YR-R | LC | |
| Falco subbuteo | მარჯანი | BB | LC | |
| Falco columbarius | ალალი | M | LC | |
| Falco vespertinus | წითელფეხა შავარდენი | M | NT | EN |
| Falco naumanni | მცირე (ან ველის) კირკიტა | M | LC | CR |
| Falco tinnunculus | ჩვეულებრივი კირკიტა | YR-R | LC | |
| Lyrurus mlokosiewiczi | კავკასიური როჭო | YR-R | NT | VU |
| Tetraogallus caspius | კასპიური შურთხი | YR-R | LC | VU |
| Coturnix coturnix | მწყერი | BB | LC | |
| Grus grus | რუხი წერო | M | LC | EN |
| Anthropoides virgo | წეროტურფა | M | ||
| Crex crex | ღალღა | BB | LC | |
| Scolopax rusticola | ტყის ქათამი (ვალდშნეპი) | M | LC | |
| Columba palumbus | ქედანი | BB | LC | |
| Cuculus canorus | გუგული | BB | LC | |
| Bubo bubo | ზარნაშო | YR-R | LC | |
| Asio otus | ყურებიანი ბუ (ან ოლოლი) | YR-R | LC | |
| Asio flammeus | ჭაობის ბუ | M | LC | |
| Otus scops | წყრომი | BB | LC | |
| Athene noctua | ჭოტი | YR-R | LC | |
| Strix aluco | ტყის ბუ | YR-R | LC | |
| Caprimulgus europaeus | უფეხურა | BB | LC | |
| Apus apus | ნამგალა | BB | LC | |
| Tachymarptis melba | მეკირია (ან თეთრმუცელა ნამგალა) | BB | LC | |
| Merops apiaster | ოქროსფერი კვირიონი | M | LC | |
| Dryocopus martius | შავი კოდალა | YR-R | LC | |
| Picus viridis | მწვანე კოდალა | YR-R | LC | |
| Dendrocopos major | დიდი ჭრელი კოდალა | YR-R | LC | |
| Leiopicus medius | საშუალო ჭრელი კოდალა | YR-R | LC | |
| Dryobates minor | მცირე ჭრელი კოდალა | YR-R | LC | |
| Jynx torquilla | მაქცია | BB | LC | |
| Eremophila alpestris | რქოსანი ტოროლა | YR-R | LC | |
| Lullula arborea | ტყის ტოროლა | BB | LC | |
| Alauda arvensis | მინდვრის ტოროლა | BB | LC | |
| Hirundo rustica | სოფლის მერცხალი | BB | LC | |
| Hirundo rupestris | კლდის მერცხალი | BB | LC | |
| Delichon urbicum | ქალაქის მერცხალი | BB | LC | |
| Anthus trivialis | ტყის მწყერჩიტა | BB | LC | |
| Anthus pratensis | მდელოს მწყერჩიტა | BB | NT | |
| Anthus cervinus | წითელგულა მწყერჩიტა | M | LC | |
| Anthus spinoletta | მთის მწყერჩიტა | BB | LC | |
| Motacilla alba | თეთრი ბოლოქანქარა | BB | LC | |
| Motacilla cinerea | რუხი ბოლოქანქარა | BB | LC | |
| Motacilla flava | ყვითელი ბოლოქანქარა | BB | LC | |
| Motacilla citreola | ყვითელთავა ბოლოქანქარა | M | LC | |
| Lanius collurio | ჩვეულებრივი ღაჟო | BB | LC | |
| Prunella modularis | ტყის ჭვინტაკა | YR-R | LC | |
| Prunella collaris | ალპური ჭვინტაკა | YR-R | LC | |
| Sylvia curruca | მცირე თეთრყელა ასპუჭაკა | BB | LC | |
| Sylvia atricapilla | შავთავა ასპუჭაკა | BB | LC | |
| Phylloscopus collybita | ჩვეულებრივი ჭივჭავი (ჩვეულებრივი ყარანა) | BB | LC | |
| Phylloscopus sindianus | მთის ჭივჭავი (მთის ყარანა) | BB | LC | |
| Phylloscopus trochiloides | მომწვანო ჭივჭავი (მომწვანო ყარანა) | BB | LC | |
| Regulus regulus | ყვითელთავა ნარჩიტა (ყვითელთავა ღაბუაჩიტი) | YR-R | LC | |
| Muscicapa striata | რუხი ბუზიჭერია (რუხი მემატლია) | BB | LC | |
| Ficedula albicollis | თეთრყელა ბუზიჭერია (თეთრყელა მემატლია) | BB | LC | |
| Saxicola torquatus | შავთავა ოვსადი | BB | LC | |
| Saxicola rubetra | თეთრწარბა (ანუ მდელოს) ოვსადი | BB | LC | |
| Monticola solitarius | კლდის ლურჯი შაშვი | BB | LC | |
| Monticola saxatilis | კლდის ჭრელი შაშვი | BB | LC | |
| Oenanthe oenanthe | ჩვეულებრივი მეღორღია | BB | LC | |
| Phoenicurus ochruros | შავი ბოლოცეცხლა | BB | LC | |
| Phoenicurus phoenicurus | ჩვეულებრივი ბოლოცეცხლა | BB | LC | |
| Erithacus rubecula | გულწითელა | BB | LC | |
| Turdus merula | შაშვი | YR-R | LC | |
| Turdus torquatus | თეთრგულა შაშვი | YR-R | LC | |
| Turdus pilaris | რუხთავა შაშვი | M | LC | |
| Turdus iliacus | თეთრწარბა (ანუ ფრთაჟღალი) შაშვი | M | NT | |
| Turdus philomelos | წრიპა შაშვი (მგალობელი შაშვი) | BB | LC | |
| Turdus viscivorus | ჩხართვი | YR-R | LC | |
| Aegithalos caudatus | თოხიტარა | YR-R | LC | |
| Parus ater | მცირე წივწივა (მცირე წიწკანა) | YR-R | LC | |
| Parus major | დიდი წივწივა (დიდი წიწკანა) | YR-R | LC | |
| Parus caeruleus | მოლურჯო წივწივა (მოლურჯო წიწკანა) | YR-R | LC | |
| Sitta europaea | ჩვეულებრივი ხეცოცია | YR-R | LC | |
| Sitta neumayer | მცირე კლდეცოცია | YR-R | LC | |
| Sitta krueperi | შავთავა ხეცოცია | YR-R | LC | |
| Tichodroma muraria | ფრთაწითელი კლდეცოცია | YR-R | LC | |
| Certhia familiaris | ჩვეულებრივი მგლინავა | YR-R | LC | |
| Troglodytes troglodytes | ჭინჭრაქა (ღობემძვრალა) | YR-R | LC | |
| Cinclus cinclus | წყლის შაშვი | YR-R | LC | |
| Miliaria calandra | მეფეტვია (ანუ მინდვრის გრატა) | BB | LC | |
| Emberiza cia | კლდის გრატა | YR-R | LC | |
| Fringilla montifringilla | ჩრდილოეთის სკვინჩა | M | LC | |
| Fringilla coelebs | სკვინჩა (ნიბლია) | YR-R | LC | |
| Carduelis carduelis | ჩიტბატონა | YR-R | LC | |
| Carduelis spinus | შავთავა მწვანულა | YR-R | LC | |
| Carduelis chloris | მწვანულა | YR-R | LC | |
| Carduelis flavirostris | მთის ჭვინტა | YR-R | LC | |
| Carduelis cannabina | ჭვინტა (მეკანაფია) | YR-R | LC | |
| Pyrrhula pyrrhula | სტვენია | YR-R | LC | |
| Coccothraustes Coccothraustes | კულუმბური | YR-R | LC | |
| Serinus pusillus | წითელშუბლა მთიულა | YR-R | LC | |
| Serinus serinus | მოყვითალო მთიულა | YR-R | LC | |
| Carpodacus erythrinus | ჩვეულებრივი კოჭობა | BB | LC | |
| Loxia curvirostra | ნისკარტმარწუხა | YR-R | LC | |
| Passer montanus | მინდვრის ბეღურა | BB | LC | |
| Passer domesticus | სახლის ბეღურა | YR-R | LC | |
| Sturnus vulgaris | შოშია (შროშანი) | BB | LC | |
| Garrulus glandarius | ჩხიკვი | YR-R | LC | |
| Pyrrhocorax pyrrhocorax | წითელნისკარტა მაღრანი | YR-R | LC | |
| Pyrrhocorax graculus | ყვითელნისკარტა მაღრანი | YR-R | LC | |
| Corvus corax | ყორანი | YR-R | LC | |
| Corvus corone | რუხი ყვავი | YR-R | LC | |
| Corvus monedula | ჭკა | YR-R | LC |
ფოტოები და რუკები
შემოკლებები
სახეობის სტატუსი ტერიტორიაზე
- YR-R
- მობინადრე; მრავლდება, გვხვდება მთელი წლის განმავლობაში
- YR-V
- მთელი წლის სტუმარი; არ მრავლდება, გვხვდება მთელი წლის განმავლობაში
- BB
- მობუდარი; მრავლდება, არაგამრავლების პერიოდში არ გვხვდება
- SV
- ზაფხულის სტუმარი; არ მრავლდება, გვხვდება გაზაფხულსა და ზაფხულში
- WV
- ზამთრის სტუმარი; არ მრავლდება, გვხვდება გვიან შემოდგომაზე, ზამთარსა და ადრე გაზაფხულზე
- M
- მიგრანტი; გადამფრენი, გვხვდება ძირითადად შემოდგომასა და გაზაფხულზე
- Cas
- შემთხვევითი (მოხეტიალე) სახეობა
- ND
- მონაცემები არ არის
IUCN-ის წითელი ნუსხა
- CR
- კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
- EN
- საფრთხეში მყოფი
- VU
- მოწყვლადი
- NT
- საფრთხესთან ახლოს მყოფი
- LC
- საჭიროებს ნაკლებ ზრუნვას
სხვა
- SPA
- ფრინველთა სპეციალური დაცული ტერიტორია
- IBA
- ფრინველებისა და ბიომრავალფეროვნებისთვის მნიშვნელოვანი ტერიტორია
- RLG
- საქართველოს წითელი ნუსხა
- Annex 1
- ფრინველთა დირექტივის (2009/147/EC) I დანართი

