SPA 13 — ზეკარი

იმერეთი; სამცხე-ჯავახეთი · 29 567 ჰა
რეგიონიიმერეთი; სამცხე-ჯავახეთი
ფართობი29 567 ჰა
სიმაღლე1300–2500 მ
კატეგორიაB2, C2, RLG
გადაფარვა IBA-სთანGEO15
ცენტრალური კოორდინატები41.803650° N, 42.901233° E

დაცვის სტატუსი: ტერიტორიის 54.25%-ს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ფარავს. ტერიტორიის 45.34%-ს IBA (GEO15) ფარავს. IBA-ს (GEO15) ტერიტორიის 16.26%-ს SPA 13 ფარავს.

დასაცავი სახეობები

კავკასიური როჭო (Lyrurus mlokosiewiczi), კასპიური შურთხი (Tetraogallus caspius), შავთავა ხეცოცია (Sitta krueperi). ზეკარზე კავკასიური როჭოსა და შურთხის, მცირე კავკასიონის ყველაზე დიდი პოპულაცია გვხვდება. ორივე სახეობა საქართველოს წითელ ნუსხაში შესულია, როგორც მოწყვლადი (VU) სახეობა. ხოლო IUCN-ის საერთაშორისო წითელი ნუსხის მიხედვით კავკასიური როჭო და შავთავა ხეცოცია საფრთხესთან ახლოს მყოფი (NT) სახეობებია.

ტერიტორიის აღწერა

ზეკარი (SPA 13) საქართველოს თითქმის ცენტრალურ ნაწილში ზღვის დონიდან 1300 – 2500 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ზეკარის ტერიტორიაზე შერეული ტყე (ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი) გვხვდება, რომელიც შემდეგი ძირითადი სახეობებითაა წარმოდგენილი: კავკასიური სოჭი (Abies nordmanniana), კავკასიური ფიჭვი (Pinus Sosnowskyi), აღმოსავლეთის ნაძვი (Picea orientalis), ქართული მუხა (Quercus iberica), წიფელი (Fagus orientalis), რცხილა (Carpinus caucasica), ჯაგრცხილა (Carpinus orientalis), ცირცელი (ჭნავი) (Sorbus caucasigena) და ლიტვინოვის არყი (Betula litwinowii). ზღვის დონიდან 1850 – 2500 მეტრ სიმაღლეზე გავრცელებულია დეკა (Rhododendron caucasicum). სუბალპურ და ალპურ მდელოებზე გავრცელებული ძირითადი ბალახოვანი მცენარეებია: გლერძი (Astragalus microcephalus), შობერის ნიტრარია (Nitraria schoberi), ურო (Bothriochloa ischaemum), ავშანი (Artemisia larchima) (ქვაჩაკიძე 2010). ორნითოფაუნა იხილეთ ფრინველების სიაში

მონიტორინგი

კავკასიური როჭო

მეთოდი: მოტიხტიხე მამლების აღრიცხვა

პერიოდი: მაისი

საჭირო აღჭურვილობა: ტელესკოპი 20X60 გადიდებით შტატივთან ერთად; ბინოკლი 8X ან 10X გადიდებით; GPS

მეთოდის აღწერა: მოტიხტიხე მამრებს ყოველწლიურად მაისის თვეში აღრიცხავთ. სატიხტიხო ადგილს აღმოაჩენთ, GPS კოორდინატებს ჩაინიშნავთ და მოტიხტიხე მამლების რაოდენობას დათვლით. ამ მონაცემებთან ერთად თარიღსა და კლიმატურ პირობებსაც ინიშნავთ. სატიხტიხო ადგილებს მიანიჭებთ უნიკალური სახელწოდებას და დაარუკებთ. ინფორმაციას მონაცემთა ბაზაში შეიტანთ.

კასპიური შურთხი

მეთოდი: ტერიტორიული მამლების აღრიცხვა

პერიოდი: მაისი

საჭირო აღჭურვილობა: ტელესკოპი 20X60 გადიდებით შტატივთან ერთად; ბინოკლი 8X ან 10X გადიდებით; GPS

მეთოდის აღწერა: ტერიტორიულ მამლებს ყოველწლიურად რამოდენიმეჯერ (2-3-ჯერ) მაისის დასაწყისში დილის 07:00 – 09:00 საათის შუალედში აღრიცხავთ. (რუკა 1) მამლების (შესაბამისად წყვილების) რაოდენობას წინასწარ შერჩეული ადგილიდან მათი ტერიტორიული ძახილის მეშვეობით ადგენთ. აღნიშნულ მონაცემებთან ერთად თარიღსა და კლიმატურ პირობებსაც ინიშნავთ. მონაცემები მონაცემთა ბაზაში შეგაქვთ. განმეორებითი აღრიცხვებისას ინფორმაციას, წინა აღრიცხვების მსგავსად იწერთ.

შავთავა ხეცოცია

მეთოდი: წერტილოვანი ტრანსექტი, ხმით აღრიცხვა

პერიოდი: მაისი

საჭირო აღჭურვილობა: პლეიერი, ბინოკლი 8X ან 10X გადიდებით; GPS

მეთოდის აღწერა: აღრიცხვებს მაისის პირველ ნახევარში ატარებთ. წიწვოვან ტყეში ზღვის დონიდან 1000 მეტრის ზემოთ მინიმუმ 10 კმ-იან ტრანსექტს აკეთებთ. ყოველ 250 მეტრში შავთავა ხეცოციას ხმას ჩართავთ. ყველა წერტილის GPS კოორდინატსა და თითოეული წერტილისთვის ცალკე, ხმაზე გამოხმაურებული ფრინველების რაოდენობას ჩაინიშნავთ.

Counting point 1: 41.836670°/42.806620°

Counting point 2: 41.852527°/42.800061°

ტერიტორიაზე გავრცელებული ფრინველები 130

სამეცნიერო სახელწოდებაქართული სახელწოდებასტატუსი საქართველოშიIUCNსაქართველოს წითელი ნუსხა
Milvus migransძერაMLC
Circaetus gallicusგველიჭამია (ან ძერაბოტი)MLC
Accipiter brevipesქორცქვიტა (ან შავთვალა მიმინო, ლევანმიმინო)MLCVU
Accipiter nisusმიმინოYR-RLC
Accipiter gentilisქორიYR-RLC
Buteo buteoჩვეულებრივი კაკაჩაYR-RLC
Buteo lagopusფეხბანჯგვლიანი კაკაჩაMLC
Buteo rufinusველის (ან გრძელფეხა) კაკაჩაMLCVU
Pernis apivorusკრაზანაჭამია (ან ირაო)MLC
Hieraaetus pennatusჩია არწივიBBLC
Aquila heliacaბექობის (ან თეთრმხრება) არწივიMVUVU
Clanga clangaდიდი მყივანი არწივიMWVVUVU
Clanga pomarinaმცირე მყივანი არწივიMLC
Aquila nipalensisველის არწივიMEN
Aquila chrysaetosმთის არწივიYR-RLCVU
Neophron percnopterusფასკუნჯიYR-VENVU
Gypaetus barbatusბატკანძერი (ან წვერიანი სვავი, ყაჯირი, კრავიჭამია)YR-VNTVU
Aegypius monachusსვავიYR-VNTEN
Gyps fulvusორბიYR-VLCVU
Circus aeroginosusჭაობის ძელქორი (ან ჭაობის ბოლობეჭედა)MLC
Circus cyaneusმინდვრის ძელქორი (ან მინდვრის ბოლობეჭედა)MLC
Circus macrourusველის ძელქორი (ან ველის ბოლობეჭედა)MNT
Circus pygargusმდელოს ძელქორი (ან მდელოს ბოლობეჭედა)MLC
Falco cherrugბარი (ან გავაზი)MENCR
Falco biarmicusწითელთავა შავარდენიMLCVU
Falco peregrinusჩვეულებრივი შავარდენიYR-RLC
Falco subbuteoმარჯანიBBLC
Falco columbariusალალიMLC
Falco vespertinusწითელფეხა შავარდენიMNTEN
Falco naumanniმცირე (ან ველის) კირკიტაMLCCR
Falco tinnunculusჩვეულებრივი კირკიტაYR-RLC
Lyrurus mlokosiewicziკავკასიური როჭოYR-RNTVU
Tetraogallus caspiusკასპიური შურთხიYR-RLCVU
Coturnix coturnixმწყერიBBLC
Grus grusრუხი წეროMLCEN
Anthropoides virgoწეროტურფაM
Crex crexღალღაBBLC
Scolopax rusticolaტყის ქათამი (ვალდშნეპი)MLC
Columba palumbusქედანიBBLC
Cuculus canorusგუგულიBBLC
Bubo buboზარნაშოYR-RLC
Asio otusყურებიანი ბუ (ან ოლოლი)YR-RLC
Asio flammeusჭაობის ბუMLC
Otus scopsწყრომიBBLC
Athene noctuaჭოტიYR-RLC
Strix alucoტყის ბუYR-RLC
Caprimulgus europaeusუფეხურაBBLC
Apus apusნამგალაBBLC
Tachymarptis melbaმეკირია (ან თეთრმუცელა ნამგალა)BBLC
Merops apiasterოქროსფერი კვირიონიMLC
Dryocopus martiusშავი კოდალაYR-RLC
Picus viridisმწვანე კოდალაYR-RLC
Dendrocopos majorდიდი ჭრელი კოდალაYR-RLC
Leiopicus mediusსაშუალო ჭრელი კოდალაYR-RLC
Dryobates minorმცირე ჭრელი კოდალაYR-RLC
Jynx torquillaმაქციაBBLC
Eremophila alpestrisრქოსანი ტოროლაYR-RLC
Lullula arboreaტყის ტოროლაBBLC
Alauda arvensisმინდვრის ტოროლაBBLC
Hirundo rusticaსოფლის მერცხალიBBLC
Hirundo rupestrisკლდის მერცხალიBBLC
Delichon urbicumქალაქის მერცხალიBBLC
Anthus trivialisტყის მწყერჩიტაBBLC
Anthus pratensisმდელოს მწყერჩიტაBBNT
Anthus cervinusწითელგულა მწყერჩიტაMLC
Anthus spinolettaმთის მწყერჩიტაBBLC
Motacilla albaთეთრი ბოლოქანქარაBBLC
Motacilla cinereaრუხი ბოლოქანქარაBBLC
Motacilla flavaყვითელი ბოლოქანქარაBBLC
Motacilla citreolaყვითელთავა ბოლოქანქარაMLC
Lanius collurioჩვეულებრივი ღაჟოBBLC
Prunella modularisტყის ჭვინტაკაYR-RLC
Prunella collarisალპური ჭვინტაკაYR-RLC
Sylvia currucaმცირე თეთრყელა ასპუჭაკაBBLC
Sylvia atricapillaშავთავა ასპუჭაკაBBLC
Phylloscopus collybitaჩვეულებრივი ჭივჭავი (ჩვეულებრივი ყარანა)BBLC
Phylloscopus sindianusმთის ჭივჭავი (მთის ყარანა)BBLC
Phylloscopus trochiloidesმომწვანო ჭივჭავი (მომწვანო ყარანა)BBLC
Regulus regulusყვითელთავა ნარჩიტა (ყვითელთავა ღაბუაჩიტი)YR-RLC
Muscicapa striataრუხი ბუზიჭერია (რუხი მემატლია)BBLC
Ficedula albicollisთეთრყელა ბუზიჭერია (თეთრყელა მემატლია)BBLC
Saxicola torquatusშავთავა ოვსადიBBLC
Saxicola rubetraთეთრწარბა (ანუ მდელოს) ოვსადიBBLC
Monticola solitariusკლდის ლურჯი შაშვიBBLC
Monticola saxatilisკლდის ჭრელი შაშვიBBLC
Oenanthe oenantheჩვეულებრივი მეღორღიაBBLC
Phoenicurus ochrurosშავი ბოლოცეცხლაBBLC
Phoenicurus phoenicurusჩვეულებრივი ბოლოცეცხლაBBLC
Erithacus rubeculaგულწითელაBBLC
Turdus merulaშაშვიYR-RLC
Turdus torquatusთეთრგულა შაშვიYR-RLC
Turdus pilarisრუხთავა შაშვიMLC
Turdus iliacusთეთრწარბა (ანუ ფრთაჟღალი) შაშვიMNT
Turdus philomelosწრიპა შაშვი (მგალობელი შაშვი)BBLC
Turdus viscivorusჩხართვიYR-RLC
Aegithalos caudatusთოხიტარაYR-RLC
Parus aterმცირე წივწივა (მცირე წიწკანა)YR-RLC
Parus majorდიდი წივწივა (დიდი წიწკანა)YR-RLC
Parus caeruleusმოლურჯო წივწივა (მოლურჯო წიწკანა)YR-RLC
Sitta europaeaჩვეულებრივი ხეცოციაYR-RLC
Sitta neumayerმცირე კლდეცოციაYR-RLC
Sitta krueperiშავთავა ხეცოციაYR-RLC
Tichodroma murariaფრთაწითელი კლდეცოციაYR-RLC
Certhia familiarisჩვეულებრივი მგლინავაYR-RLC
Troglodytes troglodytesჭინჭრაქა (ღობემძვრალა)YR-RLC
Cinclus cinclusწყლის შაშვიYR-RLC
Miliaria calandraმეფეტვია (ანუ მინდვრის გრატა)BBLC
Emberiza ciaკლდის გრატაYR-RLC
Fringilla montifringillaჩრდილოეთის სკვინჩაMLC
Fringilla coelebsსკვინჩა (ნიბლია)YR-RLC
Carduelis carduelisჩიტბატონაYR-RLC
Carduelis spinusშავთავა მწვანულაYR-RLC
Carduelis chlorisმწვანულაYR-RLC
Carduelis flavirostrisმთის ჭვინტაYR-RLC
Carduelis cannabinaჭვინტა (მეკანაფია)YR-RLC
Pyrrhula pyrrhulaსტვენიაYR-RLC
Coccothraustes CoccothraustesკულუმბურიYR-RLC
Serinus pusillusწითელშუბლა მთიულაYR-RLC
Serinus serinusმოყვითალო მთიულაYR-RLC
Carpodacus erythrinusჩვეულებრივი კოჭობაBBLC
Loxia curvirostraნისკარტმარწუხაYR-RLC
Passer montanusმინდვრის ბეღურაBBLC
Passer domesticusსახლის ბეღურაYR-RLC
Sturnus vulgarisშოშია (შროშანი)BBLC
Garrulus glandariusჩხიკვიYR-RLC
Pyrrhocorax pyrrhocoraxწითელნისკარტა მაღრანიYR-RLC
Pyrrhocorax graculusყვითელნისკარტა მაღრანიYR-RLC
Corvus coraxყორანიYR-RLC
Corvus coroneრუხი ყვავიYR-RLC
Corvus monedulaჭკაYR-RLC

ფოტოები და რუკები

შემოკლებები

სახეობის სტატუსი ტერიტორიაზე

YR-R
მობინადრე; მრავლდება, გვხვდება მთელი წლის განმავლობაში
YR-V
მთელი წლის სტუმარი; არ მრავლდება, გვხვდება მთელი წლის განმავლობაში
BB
მობუდარი; მრავლდება, არაგამრავლების პერიოდში არ გვხვდება
SV
ზაფხულის სტუმარი; არ მრავლდება, გვხვდება გაზაფხულსა და ზაფხულში
WV
ზამთრის სტუმარი; არ მრავლდება, გვხვდება გვიან შემოდგომაზე, ზამთარსა და ადრე გაზაფხულზე
M
მიგრანტი; გადამფრენი, გვხვდება ძირითადად შემოდგომასა და გაზაფხულზე
Cas
შემთხვევითი (მოხეტიალე) სახეობა
ND
მონაცემები არ არის

IUCN-ის წითელი ნუსხა

CR
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
EN
საფრთხეში მყოფი
VU
მოწყვლადი
NT
საფრთხესთან ახლოს მყოფი
LC
საჭიროებს ნაკლებ ზრუნვას

სხვა

SPA
ფრინველთა სპეციალური დაცული ტერიტორია
IBA
ფრინველებისა და ბიომრავალფეროვნებისთვის მნიშვნელოვანი ტერიტორია
RLG
საქართველოს წითელი ნუსხა
Annex 1
ფრინველთა დირექტივის (2009/147/EC) I დანართი