დაცვის სტატუსი: ტერიტორიის 64.04%-ს IBA (GEO13) ფარავს. IBA (GEO13) 100%-ით ემთხვევა SPA 11-ს.
დასაცავი სახეობები
დასაცავი სახეობებია კავკასიური როჭო (Lyrurus mlokosiewiczi), წითელმუცელა ბოლოცეცხლა (Phoenicurus erythrogastrus), დიდი კოჭობა (Carpodacus rubicilla), შავთავა ხეცოცია (Sitta krueperi), ბუკიოტი (Aegolius funereus). ჩამოთვლილთაგან ყველა, გარდა ბუკიოტისა, საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი როგორც მოწყვლადი (VU) სახეობები. კავკასიური როჭო და შავთავა ხეცოცია IUCN-ის წითელ ნუსხაში შეტანილია როგორც საფრთხესთან ახლოს მყოფი სახეობები (NT).
ტერიტორიის აღწერა
რაჭა საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში ზღვის დონიდან 1400-3800 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ტერიტორიაზე შერეული ტყეებია (ფოთლოვანი და წიწვოვანი) წარმოდგენილი. აქ გავრცელებული ძირითადი სახეობებია: წიფელი (Fagus orientalis), კავკასიური რცხილა (Carpinus caucasica), ქართული მუხა (Quercus iberica), წაბლი (Castanea sativa), ცაცხვი (Tilia begoniifolia), ნეკერჩხალი (Acer platanoides), ვერხვი (Populus tremula), ცირცელი (Sorbus caucasigena), არყი (Betula litwinowii, Betula pendula, Betula radeana), კავკასიური სოჭი (Abies nordmanniana), კავკასიური ფიჭვი (Pinus Sosnowskyi), აღმოსავლური ნაძვი (Picea orientalis), კლდის მოცხარი (Ribes biebersteinii), ასკილი (Rosa canina), მოცვი (Vaccinium myrtillus). ზღვის დონიდან დაახლოებით 2000-2500 მეტრს ზემოთ გვხვდება დეკა (Rhododendron caucasicum). სუბალპური და ალპური მდელოები, შემდეგი ძირითადი სახეობებითაა წარმოდგენილი – ტილჭირი (Aconitum nasutum), ყვითელთავთავა (Anthoxanthum odoratum), ქარცხვი (Campanula tridentata) (Kvachakidze 2010). ორნითოფაუნა იხილეთ ფრინველების სიაში
მონიტორინგი
კავკასიური როჭო
მეთოდი: მოტიხტიხე მამლების აღრიცხვა
პერიოდი: მაისი
საჭირო აღჭურვილობა: ტელესკოპი 20X60 გადიდებით შტატივთან ერთად; ბინოკლი 8X ან 10X გადიდებით; GPS
მეთოდის აღწერა: მოტიხტიხე მამრებს ყოველწლიურად მაისის თვეში აღრიცხავთ. სატიხტიხო ადგილს აღმოაჩენთ, GPS კოორდინატებს ჩაინიშნავთ და მოტიხტიხე მამლების რაოდენობას დათვლით. ამ მონაცემებთან ერთად თარიღსა და კლიმატურ პირობებსაც ინიშნავთ. სატიხტიხო ადგილებს მიანიჭებთ უნიკალური სახელწოდებას და დაარუკებთ. ინფორმაციას მონაცემთა ბაზაში შეიტანთ.
წითელმუცელა ბოლოცეცხლა და დიდი კოჭობა
მეთოდი: ყოფნა-არყოფნის შეფასება
პერიოდი: მთელი წელი
Needed Equipment: ტელესკოპი 20X60 გადიდებით შტატივთან ერთად; ბინოკლი 8X ან 10X გადიდებით; GPS
მეთოდის აღწერა: აღნიშნულ ტერიტორიაზე ორივე სახეობის ფრინველის სიმცირის გამო, მათი ყოფნა-არყოფნას ზამთარში, ქაცვის ბუჩქებში აფასებთ. მათ მოძებნას შესაძლოა გაზაფხულზე, კავკასიური როჭოს აღრიცხვისას შეეცადოთ. ამ სახეობებიდან რომელიმეს დაფიქსირების შემთხვევაში, სახეობას, თარიღს, GPS კოორდინატებსა და ინდივიდების რაოდენობას ინიშნავთ.
შავთავა ხეცოცია
მეთოდი: წერტილოვანი ტრანსექტი, ხმით აღრიცხვა
პერიოდი: მაისი
საჭირო აღჭურვილობა: პლეიერი, ბინოკლი 8X ან 10X გადიდებით; GPS
მეთოდის აღწერა: აღრიცხვებს მაისის პირველ ნახევარში ატარებთ. წიწვოვან ტყეში ზღვის დონიდან 1000 მეტრის ზემოთ მინიმუმ 10 კმ-იან ტრანსექტს აკეთებთ. ყოველ 250 მეტრში შავთავა ხეცოციას ხმას ჩართავთ. ყველა წერტილის GPS კოორდინატსა და თითოეული წერტილისთვის ცალკე, ხმაზე გამოხმაურებული ფრინველების რაოდენობას ჩაინიშნავთ.
ბუკიოტი
მეთოდი: ღამის ფრინველების აღრიცხვა
პერიოდი: ოქტომბერი – ნოემბერი
საჭირო აღჭურვილობა: პლეიერი; GPS
მეთოდის აღწერა: ბუკიოტის აღრიცხვისთვის შერეულ ან წიწვოვან კლიმაქსურ (დიდი ზომის, ასაკოვანი ხეებით) ტყეებს ირჩევთ და ტყის პირებთან ახლოს მინიმუმ 10 კმ-იან ტრანსექტს აკეთებთ. აღრიცხვებს ღამით, გვიან შემოდგომაზე ატარებთ და ტერიტორიულ მამრებს ითვლით. ამ დროს მათი ტერიტორიალური აქტივობა უფრო ინტენსიურია. თითოეულ ხმის გაგონებაზე GPS კოორდინატებს ინიშნავთ. კარგი შედეგის მისაღწევად აღრიცხვებს მინიმუმ ორჯერ, პირველად ოქტომბრის ბოლოს, ხოლო მეორედ ნოემბრის ბოლოს ატარებთ.
ტერიტორიაზე გავრცელებული ფრინველები 113
| სამეცნიერო სახელწოდება | ქართული სახელწოდება | სტატუსი საქართველოში | IUCN | საქართველოს წითელი ნუსხა |
|---|---|---|---|---|
| Accipiter nisus | მიმინო | YR-R | LC | |
| Accipiter gentilis | ქორი | YR-R | LC | |
| Buteo buteo | ჩვეულებრივი კაკაჩა | YR-R | LC | |
| Pernis apivorus | კრაზანაჭამია (ან ირაო) | BBM | LC | |
| Hieraaetus pennatus | ჩია არწივი | BB | LC | |
| Aquila chrysaetos | მთის არწივი | YR-R | LC | VU |
| Gypaetus barbatus | ბატკანძერი (ან წვერიანი სვავი, ყაჯირი, კრავიჭამია) | YR-R | NT | VU |
| Aegypius monachus | სვავი | YR-V | NT | EN |
| Gyps fulvus | ორბი | YR-V | LC | VU |
| Falco peregrinus | ჩვეულებრივი შავარდენი | YR-R | LC | |
| Falco tinnunculus | ჩვეულებრივი კირკიტა | YR-R | LC | |
| Lyrurus mlokosiewiczi | კავკასიური როჭო | YR-R | NT | VU |
| Tetraogallus caucasicus | კავკასიური შურთხი | YR-R | LC | |
| Alectoris chukar | კაკაბი | YR-R | LC | |
| Perdix perdix | გნოლი | YR-R | LC | |
| Coturnix coturnix | მწყერი | BB | LC | |
| Grus grus | რუხი წერო | M | LC | EN |
| Anthropoides virgo | წეროტურფა | M | LC | |
| Crex crex | ღალღა | BB | LC | |
| Charadrius dubius | მცირე წინტალა | BB | LC | |
| Actitis hypoleucos | ჩვეულებრივი მექვიშია (მებორნე) | BB | LC | |
| Scolopax rusticola | ტყის ქათამი (ვალდშნეპი) | M | LC | |
| Columba livia | გარეული მტრედი | YR-R | LC | |
| Columba palumbus | ქედანი | BB | LC | |
| Cuculus canorus | გუგული | BB | LC | |
| Bubo bubo | ზარნაშო | YR-R | LC | |
| Otus scops | წყრომი | BB | LC | |
| Aegolius funereus | ბუკიოტი | YR-R | LC | VU |
| Athene noctua | ჭოტი | YR-R | LC | |
| Strix aluco | ტყის ბუ | YR-R | LC | |
| Caprimulgus europaeus | უფეხურა | BB | LC | |
| Apus apus | ნამგალა | BB | LC | |
| Tachymarptis melba | მეკირია (ან თეთრმუცელა ნამგალა) | BB | LC | |
| Dryocopus martius | შავი კოდალა | YR-R | LC | |
| Picus viridis | მწვანე კოდალა | YR-R | LC | |
| Dendrocopos major | დიდი ჭრელი კოდალა | YR-R | LC | |
| Leiopicus medius | საშუალო ჭრელი კოდალა | YR-R | LC | |
| Dendrocopos leucotos | თეთრზურგა კოდალა | YR-R | LC | |
| Dryobates minor | მცირე ჭრელი კოდალა | YR-R | LC | |
| Jynx torquilla | მაქცია | BB | LC | |
| Eremophila alpestris | რქოსანი ტოროლა | YR-R | LC | |
| Lullula arborea | ტყის ტოროლა | M | LC | |
| Alauda arvensis | მინდვრის ტოროლა | YR-R | LC | |
| Hirundo rustica | სოფლის მერცხალი | BB | LC | |
| Hirundo rupestris | კლდის მერცხალი | BB | LC | |
| Delichon urbicum | ქალაქის მერცხალი | BB | LC | |
| Anthus trivialis | ტყის მწყერჩიტა | BB | LC | |
| Anthus pratensis | მდელოს მწყერჩიტა | BB | NT | |
| Anthus cervinus | წითელგულა მწყერჩიტა | M | LC | |
| Anthus spinoletta | მთის მწყერჩიტა | BB | LC | |
| Motacilla alba | თეთრი ბოლოქანქარა | YR-R | LC | |
| Motacilla cinerea | რუხი ბოლოქანქარა | YR-R | LC | |
| Motacilla flava | ყვითელი ბოლოქანქარა | M | LC | |
| Bombycilla garrulus | მედუდუკე | Cas | LC | |
| Lanius collurio | ჩვეულებრივი ღაჟო | BB | LC | |
| Prunella modularis | ტყის ჭვინტაკა | BB | LC | |
| Prunella collaris | ალპური ჭვინტაკა | YR-R | LC | |
| Sylvia atricapilla | შავთავა ასპუჭაკა | BB | LC | |
| Phylloscopus trochilus | გაზაფხულა ჭივჭავი (გაზაფხულა ყარანა) | BB | LC | |
| Phylloscopus collybita | ჩვეულებრივი ჭივჭავი (ჩვეულებრივი ყარანა) | BB | LC | |
| Phylloscopus sindianus | მთის ჭივჭავი (მთის ყარანა) | BB | LC | |
| Phylloscopus trochiloides | მომწვანო ჭივჭავი (მომწვანო ყარანა) | BB | LC | |
| Regulus regulus | ყვითელთავა ნარჩიტა (ყვითელთავა ღაბუაჩიტი) | YR-R | LC | |
| Regulus ignicapilla | წითელთავა ნარჩიტა (წითელთავა ღაბუაჩიტი) | YR-R | LC | |
| Muscicapa striata | რუხი ბუზიჭერია (რუხი მემატლია) | BB | LC | |
| Ficedula parva | წითელყელა (ანუ მცირე) ბუზიჭერია (მცირე მემატლია) | BB | LC | |
| Ficedula semitorquata | ნახევართეთრყელა ბუზიჭერია (ნახევართეთრყელა მემატლია) | BB | LC | |
| Saxicola torquatus | შავთავა ოვსადი | BB | LC | |
| Saxicola rubetra | თეთრწარბა (ანუ მდელოს) ოვსადი | BB | LC | |
| Monticola saxatilis | კლდის ჭრელი შაშვი | BB | LC | |
| Oenanthe oenanthe | ჩვეულებრივი მეღორღია | BB | LC | |
| Phoenicurus ochruros | შავი ბოლოცეცხლა | BB | LC | |
| Phoenicurus phoenicurus | ჩვეულებრივი ბოლოცეცხლა | BB | LC | |
| Phoenicurus erythrogastrus | წითელმუცელა ბოლოცეცხლა | YR-R | LC | VU |
| Erithacus rubecula | გულწითელა | BB | LC | |
| Turdus merula | შაშვი | YR-R | LC | |
| Turdus torquatus | თეთრგულა შაშვი | YR-R | LC | |
| Turdus pilaris | რუხთავა შაშვი | WV | LC | |
| Turdus philomelos | წრიპა შაშვი (მგალობელი შაშვი) | BB | LC | |
| Turdus viscivorus | ჩხართვი | YR-R | LC | |
| Aegithalos caudatus | თოხიტარა | YR-R | LC | |
| Parus ater | მცირე წივწივა (მცირე წიწკანა) | YR-R | LC | |
| Parus major | დიდი წივწივა (დიდი წიწკანა) | YR-R | LC | |
| Parus caeruleus | მოლურჯო წივწივა (მოლურჯო წიწკანა) | YR-R | LC | |
| Sitta europaea | ჩვეულებრივი ხეცოცია | BB | LC | |
| Sitta krueperi | შავთავა ხეცოცია | BB | LC | |
| Tichodroma muraria | ფრთაწითელი კლდეცოცია | BB | LC | |
| Certhia familiaris | ჩვეულებრივი მგლინავა | BB | LC | |
| Troglodytes troglodytes | ჭინჭრაქა (ღობემძვრალა) | YR-R | LC | |
| Cinclus cinclus | წყლის შაშვი | YR-R | LC | |
| Miliaria calandra | მეფეტვია (ანუ მინდვრის გრატა) | BB | LC | |
| Emberiza cia | კლდის გრატა | YR-R | LC | |
| Fringilla montifringilla | ჩრდილოეთის სკვინჩა | WV | LC | |
| Fringilla coelebs | სკვინჩა (ნიბლია) | YR-R | LC | |
| Carduelis carduelis | ჩიტბატონა | YR-R | LC | |
| Carduelis spinus | შავთავა მწვანულა | YR-R | LC | |
| Carduelis chloris | მწვანულა | YR-R | LC | |
| Carduelis flavirostris | მთის ჭვინტა | YR-R | LC | |
| Carduelis cannabina | ჭვინტა (მეკანაფია) | BB | LC | |
| Pyrrhula pyrrhula | სტვენია | YR-R | LC | |
| Coccothraustes Coccothraustes | კულუმბური | YR-R | LC | |
| Serinus pusillus | წითელშუბლა მთიულა | YR-R | LC | |
| Carpodacus erythrinus | ჩვეულებრივი კოჭობა | BB | LC | |
| Carpodacus rubicilla | დიდი კოჭობა | YR-R | LC | VU |
| Loxia curvirostra | ნისკარტმარწუხა | YR-R | LC | |
| Passer montanus | მინდვრის ბეღურა | BB | LC | |
| Passer domesticus | სახლის ბეღურა | YR-R | LC | |
| Montifringilla nivalis | მეთოვლია | YR-R | LC | |
| Garrulus glandarius | ჩხიკვი | YR-R | LC | |
| Pyrrhocorax pyrrhocorax | წითელნისკარტა მაღრანი | YR-R | LC | |
| Pyrrhocorax graculus | ყვითელნისკარტა მაღრანი | YR-R | LC | |
| Corvus corax | ყორანი | YR-R | LC | |
| Corvus corone | რუხი ყვავი | YR-R | LC |
ფოტოები და რუკები
შემოკლებები
სახეობის სტატუსი ტერიტორიაზე
- YR-R
- მობინადრე; მრავლდება, გვხვდება მთელი წლის განმავლობაში
- YR-V
- მთელი წლის სტუმარი; არ მრავლდება, გვხვდება მთელი წლის განმავლობაში
- BB
- მობუდარი; მრავლდება, არაგამრავლების პერიოდში არ გვხვდება
- SV
- ზაფხულის სტუმარი; არ მრავლდება, გვხვდება გაზაფხულსა და ზაფხულში
- WV
- ზამთრის სტუმარი; არ მრავლდება, გვხვდება გვიან შემოდგომაზე, ზამთარსა და ადრე გაზაფხულზე
- M
- მიგრანტი; გადამფრენი, გვხვდება ძირითადად შემოდგომასა და გაზაფხულზე
- Cas
- შემთხვევითი (მოხეტიალე) სახეობა
- ND
- მონაცემები არ არის
IUCN-ის წითელი ნუსხა
- CR
- კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
- EN
- საფრთხეში მყოფი
- VU
- მოწყვლადი
- NT
- საფრთხესთან ახლოს მყოფი
- LC
- საჭიროებს ნაკლებ ზრუნვას
სხვა
- SPA
- ფრინველთა სპეციალური დაცული ტერიტორია
- IBA
- ფრინველებისა და ბიომრავალფეროვნებისთვის მნიშვნელოვანი ტერიტორია
- RLG
- საქართველოს წითელი ნუსხა
- Annex 1
- ფრინველთა დირექტივის (2009/147/EC) I დანართი

