დაცვის სტატუსი: ტერიტორიის 59.55%-ს კოლხეთის დაცული ტერიტორიები ფარავს.
დასაცავი სახეობები
ვარდისფერი ვარხვი (Pelecanus onocrotalus), ქოჩორა ვარხვი (Pelecanus crispus), წყალმცურავი და ზღვის ფრინველები. ამ ტერიტორიაზე 100000-ზე მეტი წყალმცურავი და 100000-ზე მეტი ზღვის ფრინველი იზამთრებს. აღნიშნულ ტერიტორიაზე 50-100 ქოჩორა და ვარდისფერი ვარხვი იზამთრებს. (Javakhishvili et al. 2014). ორივე სახეობა საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი – ვარდისფერი ვარხვი როგორც მოწყვლადი (VU), ხოლო ქოჩორა ვარხვი, როგორც საფრთხეში მყოფი (EN). ეს უკანასკნელი IUCN-ის საერთაშორისო წითელ ნუსხაში შეტანილია, როგორც მოწყვლადი (VU) სახეობა.
ტერიტორიის აღწერა
ჭურია საქართველოს დასავლეთ ნაწილში ზღვის დონეზე მდებარეობს. ამ საიტში შედის: მდინარე ჭურიის დელტა, შავი ზღვის ნაწილი, ზღვის სანაპირო, ჭაობები, ტბები და დაჭაობებული ტყეები. მცენარეული საფარის ძირითადი სახეობებია: მურყანი (Alnus barbata), ტირიფი (Salix caprea, Salix alba), კატაბალახა (Clematic vitalba) და ეკალღიჭი (Smilax excels). ჭაობებისა და სანაპიროს მცენარეული საფარის ძირითადი სახეობებია: ისლი (Carex acuta), ლაქაში (Typha latifolia), ლელი (Phragmites australis) და ჭილი (Juncus effuses). ზღვის სანაპიროზე ლურჯეკალა (Eringium maritimum) და ისლი (Carex colchica) გვხვდება. ორნითოფაუნა იხილეთ ფრინველების სიაში
მონიტორინგი
წყალმცურავი ფრინველები
მეთოდი: პირდაპირი დათვლა
პერიოდი: დეკემბერი – თებერვალი
საჭირო აღჭურვილობა: ტელესკოპი 20X60 გადიდებით შტატივთან ერთად; ბინოკლი 8X ან 10X გადიდებით; GPS
აღწერა: წყალმცურავ ფრინველებს ჭურიაში პირდაპირი აღრიცხვის მეთოდით ზამთრის განმავლობაში (დეკემბერი-თებერვალი), 10 დღეში ერთხელ აღრიცხავთ (სათვლელი წერტილისთვის იხილეთ რუკა 1). აღრიცხვის განმავლობაში ზღვის ნაწილთან ერთად მდინარის შესართავს, ყველა ტბორსა და დაჭაობებულ ტერიტორიასაც ითვლით. აღრიცხვების ყოველ ჯერზე, სახეობრივი მრავალფეროვნებისა და მათი რიცხოვნობის მონაცემებთან ერთად კლიმატურ პირობებსაც ინიშნავთ. თვლების შედეგებს მონაცემთა ბაზაში შეიტანთ. აღრიცხვები ჭურიაში რიონის დელტასა და კოლხეთთან კოორდინაციაში ხდება.
სათვლელი წერტილი 1: 42.344267°/41.607540°
სათვლელი წერტილი 2: 42.370483°/41.589846°
სათვლელი წერტილი 3: 42.393180°/41.559296°
ტერიტორიაზე გავრცელებული ფრინველები 296
| სამეცნიერო სახელწოდება | ქართული სახელწოდება | სტატუსი საქართველოში | IUCN | საქართველოს წითელი ნუსხა |
|---|---|---|---|---|
| Gavia stellata | წითელყელა ღორიხვა | WV | LC | |
| Gavia arctica | შავყელა ღორიხვა | WV | LC | |
| Podiceps cristatus | დიდი კოკონა | YR-V | LC | |
| Podiceps grisegena | რuხლოყება კოკონა | M | LC | VU |
| Podiceps auritus | სწორნისკარტა (ან წითელყელა) კოკონა | Cas | VU | |
| Podiceps nigricollis | აპრეხილნისკარტა (ან შავყელა) კოკონა | WV | LC | |
| Tachybaptus ruficollis | მცირე კოკონა | YR-R | LC | |
| Puffinus yelkouan | ხმელთაშუაზღვის ქარიშხალა | YR-V | VU | |
| Pelecanus onocrotalus | ვარდისფერი ვარხვი | M | LC | VU |
| Pelecanus crispus | ქოჩორა (ან ხუჭუჭა) ვარხვი | M | VU | EN |
| Phalacrocorax carbo | დიდი ჩვამა | YR-V | LC | |
| Microcarbo pygmaeus | მცირე ჩვამა | M | LC | |
| Phalacrocorax aristotelis | ქოჩორა ჩვამა | Cas | LC | |
| Ardea cinerea | რუხი ყანჩა | YR-V | LC | |
| Ardea purpurea | წითურის (ან ქარცი) ყანჩა | M | LC | |
| Ardea alba | დიდი თეთრი ყანჩა | YR-V | LC | |
| Egretta garzetta | მცირე თეთრი ყანჩა | YR-V | LC | |
| Bubulcus ibis | მწყემსი (ანუ ეგვიპტური) ყანჩა | M | LC | |
| Ardeola ralloides | ყვითელი ყანჩა | M | LC | |
| Nycticorax nycticorax | ღამის ყანჩა | M | LC | |
| Ixobrychus minutus | მცირე ყარაულა | BB | LC | |
| Botaurus stellaris | დიდი ყარაულა (წყლის ბუღა) | M | LC | |
| Platalea leucorodia | ჟერო | M | LC | |
| Plegadis falcinellus | ივეოსი | M | LC | |
| Ciconia ciconia | თეთრი ყარყატი | M | LC | VU |
| Ciconia nigra | შავი ყარყატი | M | LC | VU |
| Phoenicopterus ruber | ჩვეულებრივი ფლამინგო | Cas | LC | |
| Cygnus olor | წითელნისკარტა (ან სისინა) გედი | M;WV | LC | |
| Cygnus cygnus | ყვითელნისკარტა (ან მყივანი) გედი | M;WV | LC | |
| Cygnus columbianus | მცირე მყივანი გედი | WV | LC | |
| Anser anser | რუხი ბატი | M | LC | |
| Anser erythropus | მცირე თეთრშუბლა ბატი | M | VU | EN |
| Anser albifrons | დიდი თეთრშუბლა ბატი | M | LC | |
| Tadorna tadorna | ამლაყი იხვი | M | LC | |
| Tadorna ferruginea | წითელი იხვი | M | LC | VU |
| Anas platyrhynchos | გარეული იხვი | M;WV | LC | |
| Mareca strepera | რუხი იხვი | M;WV | LC | |
| Mareca penelope | თეთრშუბლა იხვი | MWV | LC | |
| Anas crecca | სტვენია იხვი (ან ჭიკვარა) | MWV | LC | |
| Spatula querquedula | ჭახჭახა იხვი (ან იხვინჯა) | M | LC | |
| Anas acuta | ბოლოსადგისა (ან კუდსადგისა) იხვი | M | LC | |
| Spatula clypeata | განიერნისკარტა იხვი | M | LC | |
| Clangula hyemalis | გრძელკუდა (კუდმაკრატელა) იხვი | ND | VU | |
| Netta rufina | წითელნისკარტა ყურყუმელა | M | LC | |
| Aythya fuligula | ქოჩორა ყვინთია | M;WV | LC | |
| Aythya marila | ზღვის ყვინთია | MWV | LC | |
| Aythya ferina | წითელთავა ყვინთია | MWV | VU | |
| Aythya nyroca | თეთრთვალა ყვინთია | M | NT | |
| Melanitta fusca | თეთრფრთიანი გარიელა | WV | VU | EN |
| Bucephala clangula | ამაყა | MWV | LC | |
| Mergus merganser | დიდი ბატასინა | MWV | LC | |
| Mergus serrator | გრძელნისკარტა ბატასინა | MWV | LC | |
| Mergellus albellus | მცირე ბატასინა | MWV | LC | |
| Oxyura leucocephala | თეთრთავა იხვი | WVBB? | EN | EN |
| Pandion haliaetus | შაკი | M | LC | ? |
| Haliaeetus albicilla | თეთრკუდა ფსოვი (ან თეთრკუდა არწივი) | M | LC | EN |
| Milvus milvus | წითელი ძერა (ან ბორა) | Cas | NT | |
| Milvus migrans | ძერა | M | LC | |
| Circaetus gallicus | გველიჭამია (ან ძერაბოტი) | M | LC | ? |
| Accipiter brevipes | ქორცქვიტა (ან შავთვალა მიმინო, ლევანმიმინო) | M | LC | VU |
| Accipiter nisus | მიმინო | YR-R | LC | |
| Accipiter gentilis | ქორი | M | LC | |
| Buteo buteo | ჩვეულებრივი კაკაჩა | M | LC | |
| Buteo lagopus | ფეხბანჯგვლიანი კაკაჩა | M;WV | LC | |
| Buteo rufinus | ველის (ან გრძელფეხა) კაკაჩა | M | LC | VU |
| Pernis apivorus | კრაზანაჭამია (ან ირაო) | M | LC | |
| Pernis ptilorhynchus | qoCora (ექვსთითა) კრაზანაჭამია | M | LC | |
| Hieraaetus pennatus | ჩია არწივი | M | LC | |
| Aquila heliaca | ბექობის (ან თეთრმხრება) არწივი | M | VU | VU |
| Clanga clanga | დიდი მყივანი არწივი | M | VU | VU |
| Clanga pomarina | მცირე მყივანი არწივი | M | LC | |
| Aquila nipalensis | ველის არწივი | M | EN | |
| Aquila chrysaetos | მთის არწივი | M | LC | VU |
| Neophron percnopterus | ფასკუნჯი | M | EN | VU |
| Circus aeroginosus | ჭაობის ძელქორი (ან ჭაობის ბოლობეჭედა) | BB | LC | |
| Circus cyaneus | მინდვრის ძელქორი (ან მინდვრის ბოლობეჭედა) | M | LC | |
| Circus macrourus | ველის ძელქორი (ან ველის ბოლობეჭედა) | M | NT | |
| Circus pygargus | მდელოს ძელქორი (ან მდელოს ბოლობეჭედა) | M | LC | |
| Falco cherrug | ბარი (ან გავაზი) | M | EN | CR |
| Falco biarmicus | წითელთავა შავარდენი | M | LC | VU |
| Falco peregrinus | ჩვეულებრივი შავარდენი | M | LC | |
| Falco subbuteo | მარჯანი | M | LC | |
| Falco columbarius | ალალი | M | LC | |
| Falco vespertinus | წითელფეხა შავარდენი | M | NT | EN |
| Falco naumanni | მცირე (ან ველის) კირკიტა | M | LC | CR? |
| Falco tinnunculus | ჩვეულებრივი კირკიტა | M | LC | |
| Coturnix coturnix | მწყერი | M | LC | |
| Grus grus | რუხი წერო | M | LC | EN |
| Anthropoides virgo | წეროტურფა | M | LC | |
| Rallus aquaticus | ლაინა | YR-R | LC | |
| Porzana porzana | ქათამურა | M | LC | |
| Zapornia parva | მცირე ქათამურა | BB | LC | |
| Zapornia pusilla | პაწაწა ქათამურა | M | LC | |
| Crex crex | ღალღა | M | LC | ? |
| Gallinula chloropus | წყლის ქათამურა | YR-R | LC | |
| Fulica atra | მელოტა | YR-R | LC | |
| Porphyrio porphyrio | ხონთქრის ქათამი | M | LC | ? |
| Haematopus ostralegus | ზღვის კაჭკაჭი (სირკაჭკაჭი) | M | NT | |
| Himantopus himantopus | ოჩოფეხა | M | LC | |
| Recurvirostra avosetta | სადგისნისკარტა | M | LC | |
| Charadrius hiaticula | საყელოიანი წინტალა | M | LC | |
| Charadrius dubius | მცირე წინტალა | BB | LC | |
| Charadrius alexandrinus | ზღვის წინტალა | M | LC | |
| Eudromias morinellus | ტიბუარა (მღრინავი) | M | LC | |
| Pluvialis apricaria | ოქროსფერი მეჭვავია | M | LC | |
| Pluvialis squatarola | რუხი მეჭვავია (კვათარი) | M | LC | |
| Arenaria interpres | მეკენჭია | M | LC | |
| Vanellus vanellus | პრანწია | M | NT | |
| Vanellus gregarius | ველის პრანწია | M | CR | |
| Calidris falcinellus | თავზოლა მექვიშია | M | LC | |
| Calidris ferruginea | წითელგულა მექვიშია | M | NT | |
| Calidris alpina | შავმუცელა მექვიშია | M | LC | |
| Calidris temminckii | თეთრკუდა მექვიშია | M | LC | |
| Calidris minuta | მცირე მექვიშია (კოკორინა-ბეღურა) | M | LC | |
| Calidris canutus | ისლანდიური მექვიშია | M | NT | |
| Calidris alba | ქვიშაქექია | M | LC | |
| Phalaropus lobatus | წითელკისერა (ან მრგვალნისკარტა) ტივტივა | M | LC | |
| Xenus cinereus | რუხი აპრეხილნისკარტა მექვიშია | M | LC | |
| Tringa totanus | წითელფეხა მენაპირე (მსევანი) | M | LC | |
| Tringa erythropus | ლაქებიანი წითელფეხა მენაპირე (კოხტა ჭოვილო) | M | LC | |
| Tringa nebularia | მწვანეფეხა მენაპირე (დიდი ჭოვილო) | M | LC | |
| Tringa stagnatilis | ჭაობის მენაპირე (მერუე) | M | LC | |
| Tringa glareola | ტყის მენაპირე | M | LC | |
| Tringa ochropus | შავი მენაპირე | BB | LC | |
| Actitis hypoleucos | ჩვეულებრივი მექვიშია (მებორნე) | BB | LC | |
| Calidris pugnax | ტურუხტანი (მაჩხუბარა კოკორინა) | M | LC | |
| Numenius arquata | დიდი კრონშნეპი | M | NT | |
| Numenius phaeopus | საშუალო კრონშნეპი | M | LC | |
| Limosa limosa | დიდი (ანუ შავკუდა) ლია | M | NT | |
| Limosa lapponica | ზოლიანკუდა ლია | M | NT | |
| Scolopax rusticola | ტყის ქათამი (ვალდშნეპი) | M;WV | LC | |
| Gallinago media | დიდი ჩიბუხა (გოჭა) | M | NT | ? |
| Gallinago gallinago | ჩიბუხა | M;WV | LC | |
| Lymnocryptes minimus | ჩიბუხელა (გარშნეპი) | M | LC | |
| Burhinus oedicnemus | თვალჭყეტია | M | LC | VU |
| Glareola nordmanni | შავფრთიანა მერცხალა | M | NT | ? |
| Glareola pratincola | ჟღალფრთიანა მერცხალა | M | LC | |
| Larus genei | წვრილნისკარტა თოლია | MWV | LC | |
| Larus ichthyaetus | დიდი შავთავა თოლია | MWV | LC | |
| Larus ridibundus | ტბის თოლია | YR-V | LC | |
| Hydrocoloeus minutus | მცირე თოლია | MWV | LC | |
| Larus melanocephalus | შავთავა თოლია | MWV | LC | |
| Larus argentatus | ვერცხლისფერი თოლია | Cas | LC | |
| Larus armenicus | სომხური თოლია | WV | NT | |
| Larus michahellis | ყვითელფეხა თოლია | YR-R | LC | |
| Larus cachinnans | კასპიური თოლია | YR-R | LC | |
| Larus fuscus | შავზურგა (ანუ ფრთაშავი) თოლია | MWV | LC | |
| Larus canus | ვეჟანი თოლია | MWV | LC | |
| Larus audouinii | აუდოუნის თოლია | Cas | LC | |
| Rissa tridactyla | სამთითა თოლია | MWV | LC | |
| Stercorarius pomarinus | განიერკუდა თოლია-მეკობრე | YR-V | LC | |
| Stercorarius parasiticus | ვიწროკუდა თოლია-მეკობრე | YR-V | LC | |
| Stercorarius longicaudus | გრძელკუდა თოლია-მეკობრე | YR-V | LC | |
| Gelochelidon nilotica | თოლიისნისკარტა თევზიყლაპია | M | LC | |
| Thalasseus sandvicensis | ჭრელნისკარტა თევზიყლაპია | YR-V | LC | |
| Sterna hirundo | ჩვეულებრივი თევზიყლაპია | M | LC | |
| Sternula albifrons | მცირე თევზიყლაპია | M | LC | |
| Hydroprogne caspia | კასპიური თევზიყლაპია | M | LC | |
| Chlidonias leucopterus | ფრთათეთრი თევზიყლაპია | M | LC | |
| Chlidonias niger | შავი თევზიყლაპია | M | LC | |
| Chlidonias hybrida | ლოყათეთრი თევზიყლაპია | M | LC | |
| Columba livia | გარეული მტრედი | YR-V | LC | |
| Columba oenas | გულიო (ან გვიძინი) | M | LC | |
| Columba palumbus | ქედანი | M | LC | |
| Streptopelia turtur | ჩვეულებრივი გვრიტი | M | VU | |
| Streptopelia decaocto | საყელოიანი გვრიტი | YR-V | LC | |
| Spilopelia senegalensis | მაცინარა (ან სენეგალური) გვრიტი | YR-V | LC | |
| Cuculus canorus | გუგული | BB | LC | |
| Bubo bubo | ზარნაშო | M | LC | |
| Asio otus | ყურებიანი ბუ (ან ოლოლი) | M | LC | |
| Asio flammeus | ჭაობის ბუ | M | LC | |
| Otus scops | წყრომი | BBM | LC | |
| Athene noctua | ჭოტი | M | LC | |
| Strix aluco | ტყის ბუ | M | LC | |
| Tyto alba | ბუხრინწა | YR-V | LC | EN |
| Caprimulgus europaeus | უფეხურა | M | LC | |
| Apus apus | ნამგალა | BB | LC | |
| Tachymarptis melba | მეკირია (ან თეთრმუცელა ნამგალა) | M | LC | |
| Merops apiaster | ოქროსფერი კვირიონი | M | LC | |
| Merops superciliosus | მწვანე კვირიონი | M | LC | |
| Coracias garrulus | ყაპყაპი | M | LC | |
| Alcedo atthis | ალკუნი | YR-R | LC | |
| Upupa epops | ოფოფი | M | LC | |
| Picus viridis | მწვანე კოდალა | YR-R | LC | |
| Dendrocopos major | დიდი ჭრელი კოდალა | YR-R | LC | |
| Jynx torquilla | მაქცია | M | LC | |
| Calandrella rufescens | მცირე მოკლეთითა ტოროლა | M | LC | |
| Calandrella brachydactyla | დიდი მოკლეთითა ტოროლა | M | LC | |
| Melanocorypha calandra | ველის ტოროლა | M | LC | |
| Lullula arborea | ტყის ტოროლა | M | LC | |
| Alauda arvensis | მინდვრის ტოროლა | M | LC | |
| Galerida cristata | ქოჩორა ტოროლა | M | LC | |
| Eremopterix nigriceps | შავთავა ტოროლა | ND | LC | |
| Hirundo rustica | სოფლის მერცხალი | BBM | LC | |
| Hirundo daurica | წელწითელა მერცხალი | Cas | LC | |
| Hirundo rupestris | კლდის მერცხალი | M | LC | |
| Riparia riparia | მენაპირე მერცხალი | M | LC | |
| Delichon urbicum | ქალაქის მერცხალი | YR-V | LC | |
| Anthus trivialis | ტყის მწყერჩიტა | M | LC | |
| Anthus pratensis | მდელოს მწყერჩიტა | M | NT | |
| Anthus cervinus | წითელგულა მწყერჩიტა | M | LC | |
| Anthus spinoletta | მთის მწყერჩიტა | M | LC | |
| Anthus campestris | მინდვრის მწყერჩიტა | M | LC | |
| Motacilla alba | თეთრი ბოლოქანქარა | YR-R | LC | |
| Motacilla cinerea | რუხი ბოლოქანქარა | M | LC | |
| Motacilla flava | ყვითელი ბოლოქანქარა | M | LC | |
| Motacilla citreola | ყვითელთავა ბოლოქანქარა | M | LC | |
| Lanius excubitor | რუხი ღაჟო | WV | LC | |
| Lanius minor | შავშუბლა ღაჟო | M | LC | |
| Lanius senator | წითელთავა ღაჟო | M | LC | |
| Lanius collurio | ჩვეულებრივი ღაჟო | BBM | LC | |
| Lanius isabellinus | ყვითელგულა ღაჟო | Cas | LC | |
| Prunella modularis | ტყის ჭვინტაკა | BBM | LC | |
| Locustella lanceolata | წინწკლა ჭრიჭინა მეჩალია | Cas | LC | |
| Locustella naevia | ჭრიჭინა-მეჩალია | M | LC | |
| Locustella fluviatilis | ჭრიჭინა-ჩიტი | M | LC | |
| Locustella luscinioides | ბულბულისებრი ჭრიჭინა-ჩიტი | MM | LC | |
| Acrocephalus scirpaceus | ლელიანის მეჩალია | BB | LC | |
| Acrocephalus palustris | ჭაობის მეჩალია | BB | LC | |
| Acrocephalus dumetorum | ბუჩქნარის მეჩალია | M | LC | |
| Acrocephalus arundinaceus | ლელიანის დიდი მეჩალია (შაშვისებრი მეჩალია) | BB | LC | |
| Acrocephalus melanopogon | შავთხემა მეჩალია | M | LC | |
| Acrocephalus schoenobaenus | ჭახჭახა მეჩალია | M | LC | |
| Acrocephalus agricola | გრძელკუდა მეჩალია | M | LC | |
| Cettia cetti | ფართოკუდა ლერწამა | BB | LC | |
| Hippolais icterina | მწვანე ბუტბუტა (მწვანე მქირდავი) | M | LC | |
| Hippolais pallida | ბაცი ბუტბუტა (ბაცი მქირდავი) | M | LC | |
| Hippolais languida | ბოლომქნევარა ბუტბუტა (ბოლომქნევარა მქირდავი) | M | LC | |
| Hippolais caligata | მურა ბუტბუტა (მურა მქირდავი) | M | LC | |
| Sylvia melanocephala | ხმელთაშუაზღვის ასპუჭაკა | Cas | LC | |
| Sylvia communis | დიდი თეთრყელა ასპუჭაკა | BB | LC | |
| Sylvia curruca | მცირე თეთრყელა ასპუჭაკა | BB | LC | |
| Sylvia borin | ბაღის ასპუჭაკა | BB | LC | |
| Sylvia nisoria | მიმინოსებრი ასპუჭაკა | BB | LC | |
| Sylvia atricapilla | შავთავა ასპუჭაკა | BB | LC | |
| Phylloscopus trochilus | გაზაფხულა ჭივჭავი (გაზაფხულა ყარანა) | BB | LC | |
| Phylloscopus collybita | ჩვეულებრივი ჭივჭავი (ჩვეულებრივი ყარანა) | BB | LC | |
| Phylloscopus sindianus | მთის ჭივჭავი (მთის ყარანა) | M | LC | |
| Phylloscopus sibilatrix | თეთრმუცელა ჭივჭავი (თეთრმუცელა ყარანა) | M | LC | |
| Phylloscopus trochiloides | მომწვანო ჭივჭავი (მომწვანო ყარანა) | M | LC | |
| Regulus regulus | ყვითელთავა ნარჩიტა (ყვითელთავა ღაბუაჩიტი) | M | LC | |
| Regulus ignicapilla | წითელთავა ნარჩიტა (წითელთავა ღაბუაჩიტი) | M | LC | |
| Muscicapa striata | რუხი ბუზიჭერია (რუხი მემატლია) | BB | LC | |
| Ficedula hypoleuca | ჭრელი ბუზიჭერია (ჭრელი მემატლია) | M | LC | |
| Ficedula albicollis | თეთრყელა ბუზიჭერია (თეთრყელა მემატლია) | M | LC | |
| Ficedula parva | წითელყელა (ანუ მცირე) ბუზიჭერია (მცირე მემატლია) | M | LC | |
| Ficedula semitorquata | ნახევართეთრყელა ბუზიჭერია (ნახევართეთრყელა მემატლია) | M | LC | |
| Saxicola torquatus | შავთავა ოვსადი | M | LC | |
| Saxicola rubetra | თეთრწარბა (ანუ მდელოს) ოვსადი | M | LC | |
| Oenanthe oenanthe | ჩვეულებრივი მეღორღია | M | LC | |
| Oenanthe isabellina | ბუქნია-მეღორღია | M | LC | |
| Oenanthe hispanica | შავყურა მეღორღია | M | LC | |
| Phoenicurus ochruros | შავი ბოლოცეცხლა | WV | LC | |
| Phoenicurus phoenicurus | ჩვეულებრივი ბოლოცეცხლა | BBM | LC | |
| Erithacus rubecula | გულწითელა | YR-R | LC | |
| Luscinia svecica | ცისფერგულა | M | LC | |
| Luscinia luscinia | აღმოსავლური ბულბული | M | LC | |
| Luscinia megarhynchos | ჩვეულებრივი ბულბული | BB | LC | |
| Turdus merula | შაშვი | YR-R | LC | |
| Turdus pilaris | რუხთავა შაშვი | WV | LC | |
| Turdus iliacus | თეთრწარბა (ანუ ფრთაჟღალი) შაშვი | WV | NT | |
| Turdus philomelos | წრიპა შაშვი (მგალობელი შაშვი) | M | LC | |
| Turdus viscivorus | ჩხართვი | M | LC | |
| Panurus biarmicus | ულვაშა წივწივა | MWV | LC | VU |
| Aegithalos caudatus | თოხიტარა | YR-R | LC | |
| Parus major | დიდი წივწივა (დიდი წიწკანა) | YR-R | LC | |
| Parus caeruleus | მოლურჯო წივწივა (მოლურჯო წიწკანა) | YR-R | LC | |
| Certhia familiaris | ჩვეულებრივი მგლინავა | M | LC | |
| Certhia brachydactyla | მოკლეთითა მგლინავა | M | LC | |
| Troglodytes troglodytes | ჭინჭრაქა (ღობემძვრალა) | YR-R | LC | |
| Miliaria calandra | მეფეტვია (ანუ მინდვრის გრატა) | BBM | LC | |
| Emberiza citrinella | მოყვითალო გრატა | M | LC | |
| Emberiza melanocephala | შავთავა გრატა | M | LC | |
| Emberiza hortulana | ბაღის გრატა | M | LC | |
| Emberiza schoeniclus | ლელიანის გრატა | MWV | LC | |
| Fringilla montifringilla | ჩრდილოეთის სკვინჩა | M | LC | |
| Fringilla coelebs | სკვინჩა (ნიბლია) | YR-R | LC | |
| Carduelis carduelis | ჩიტბატონა | YR-R | LC | |
| Carduelis spinus | შავთავა მწვანულა | M | LC | |
| Carduelis chloris | მწვანულა | YR-R | LC | |
| Carduelis cannabina | ჭვინტა (მეკანაფია) | M | LC | |
| Pyrrhula pyrrhula | სტვენია | M | LC | |
| Coccothraustes Coccothraustes | კულუმბური | M | LC | |
| Serinus serinus | მოყვითალო მთიულა | M | LC | |
| Carpodacus erythrinus | ჩვეულებრივი კოჭობა | M | LC | |
| Passer hispaniolensis | შავგულა (ანუ ესპანური) ბეღურა | M | LC | |
| Passer montanus | მინდვრის ბეღურა | M | LC | |
| Passer domesticus | სახლის ბეღურა | YR-R | LC | |
| Sturnus vulgaris | შოშია (შროშანი) | M | LC | |
| Sturnus roseus | ვარდისფერი შოშია (ტარბი) | M | LC | |
| Oriolus oriolus | მოლაღური | M | LC | |
| Garrulus glandarius | ჩხიკვი | YR-R | LC | |
| Corvus corax | ყორანი | YR-V | LC | |
| Corvus frugilegus | ჭილყვავი | M | LC | |
| Corvus corone | რუხი ყვავი | YR-R | LC | |
| Corvus monedula | ჭკა | M | LC |
ფოტოები და რუკები



შემოკლებები
სახეობის სტატუსი ტერიტორიაზე
- YR-R
- მობინადრე; მრავლდება, გვხვდება მთელი წლის განმავლობაში
- YR-V
- მთელი წლის სტუმარი; არ მრავლდება, გვხვდება მთელი წლის განმავლობაში
- BB
- მობუდარი; მრავლდება, არაგამრავლების პერიოდში არ გვხვდება
- SV
- ზაფხულის სტუმარი; არ მრავლდება, გვხვდება გაზაფხულსა და ზაფხულში
- WV
- ზამთრის სტუმარი; არ მრავლდება, გვხვდება გვიან შემოდგომაზე, ზამთარსა და ადრე გაზაფხულზე
- M
- მიგრანტი; გადამფრენი, გვხვდება ძირითადად შემოდგომასა და გაზაფხულზე
- Cas
- შემთხვევითი (მოხეტიალე) სახეობა
- ND
- მონაცემები არ არის
IUCN-ის წითელი ნუსხა
- CR
- კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
- EN
- საფრთხეში მყოფი
- VU
- მოწყვლადი
- NT
- საფრთხესთან ახლოს მყოფი
- LC
- საჭიროებს ნაკლებ ზრუნვას
სხვა
- SPA
- ფრინველთა სპეციალური დაცული ტერიტორია
- IBA
- ფრინველებისა და ბიომრავალფეროვნებისთვის მნიშვნელოვანი ტერიტორია
- RLG
- საქართველოს წითელი ნუსხა
- Annex 1
- ფრინველთა დირექტივის (2009/147/EC) I დანართი