SPA 23 — ბუღდაშენი

სამცხე-ჯავახეთი · 101 ჰა
რეგიონისამცხე-ჯავახეთი
ფართობი101 ჰა
სიმაღლე2000 მ
კატეგორიაB2, C4
გადაფარვა IBA-სთანGEO30
ცენტრალური კოორდინატები41.201167° N, 43.687283° E

დაცვის სტატუსი: ტერიტორიას მთლიანად  ბუღდაშენის აღკვეთილი მოიცავს. SPA 23 იგივეა რაც IBA (GEO30).

დასაცავი სახეობები

ვარდისფერი ვარხვი (Pelecanus onocrotalus), ქოჩორა ვარხვი (Pelecanus crispus), რუხი წერო (Grus Grus) წითელი იხვი (Tadorna ferruginea), წყალმცურავი ფრინველები. ამ ტერიტორიას რუხი წეროს 1-2 წყვილი და წითელი იხვის 50-70 წყვილი საბუდრად, ხოლო 100-მდე ვარდისფერი ვარხვი  და 40-მდე ქოჩორა ვარხვი საკვებად იყენებს. გაზაფხული-შემოდგომის მიგრაციისას აღნიშნულ ადგილს 20000-ზე მეტი ფრინველი იყენებს (ფრინველთა სახეობებისთვის იხილეთ დანართი I) (Javakhishvili et al. 2014). ვარდისფერი ვარხვი და წითელი იხვი საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილია, როგორც მოწყვლადი (VU), ხოლო ქოჩორა ვარხვი – საფრთხეში მყოფი სახეობა (EN). ქოჩორა ვარხვი IUCN-ის საერთაშორისო წითელ ნუსხაში შეტანილია როგორც მოწყვლადი სახეობა (VU).

საიტის აღწერა

SPA ბუღდაშენი  საქართველოს სამხრეთ ნაწილში ზღვის დონიდან 2000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ტერიტორიის დაახლოებით 1/3-ს  ბუღდაშენის ტბა იკავებს. ტბაზე არსებულ პატარა კუნძულზე დიდი ჩვამები, ღამის ყანჩები და სომხური თოლიები ბუდობენ. ტბის ნაპირზე მცენარეული საფარის დიდი ნაწილი  ისლით (Carex juncella, C. tristis, C. lasiocarpa, and C. vesicaria), შვიტათი  (Equisetum flaviatile, E. paluste) და ლერწამქუჩითაა (Festuca varia)  წარმოდგენილი. (Kvachakidze 2010). ორნითოფაუნა იხილეთ ფრინველების სიაში

მონიტორინგი

წითელი იხვი

მეთოდი: პირდაპირი დათვლა

პერიოდი: ივნისი

საჭირო აღჭურვილობა: ტელესკოპი 20X60 გადიდებით, შტატივთან ერთად; ბინოკლი 8X ან 10X გადიდებით; GPS

მეთოდის აღწერა: წითელ იხვებს პირდაპირი დათვლის გზით ივნისის პირველ ნახევარში აღრიცხავთ. მობუდარ წყვილებს და თითოეული წყვილისთვის ჭუჭულების რაოდენობას ითვლით. მიღებული მონაცემები მონაცემთა ბაზაში შეგაქვთ. სათვლელი წერტილი იხილეთ რუკა 1-ზე.

ქოჩორა და ვარდისფერი ვარხვები

მეთოდი: პირდაპირი დათვლა

პერიოდი: მაისი და აგვისტო

საჭირო აღჭურვილობა: ტელესკოპი 20X60 გადიდებით, შტატივთან ერთად; ბინოკლი 8X ან 10X გადიდებით; GPS

მეთოდის აღწერა: ვარხვების ორივე სახეობის აღრიცხვა ჯავახეთის სხვა ტბებთან კოორდინაციაში ხდება. იხ. SPA N21. სათვლელი წერტილისთვის იხ. რუკა 1.

რუხი წერო

მეთოდი: პირდაპირი დათვლა

პერიოდი: გაზაფხული

საჭირო აღჭურვილობა: ტელესკოპი 20X60 გადიდებით და შტატივი; ბინოკლი 8X ან 10X გადიდებით; GPS

მეთოდის აღწერა: მობუდარ წყვილებს მაისის ბოლოს პირდაპირი დათვლის გზით აღრიცხავთ. კარგი ხედვისთვის, ფრინველებს შემაღლებული ადგილიდან,  ტელესკოპისა და ბინოკლების მეშვეობით ათვალიერებთ. წეროების აღმოჩენის შემთხვევაში,  წყვილების რაოდენობას GPS კორდინატებსა და ამინდის მახასიათებლებს ინიშნავთ.  მიღებული მონაცემები მონაცემთა ბაზაში შეგაქვთ.

წყალმცურავი ფრინველები

მეთოდი: პირდაპირი დათვლა

პერიოდი: გაზაფხული და შემოდგომა

საჭირო აღჭურვილობა: ტელესკოპი 20X60 გადიდებით, შტატივთან ერთად; ბინოკლი 8X ან 10X გადიდებით; GPS

მეთოდის აღწერა: Description: წყალმცურავ ფრინველებს ბუღდაშენის ტბაზე პირდაპირი დათვლის გზით,  ორ-ორჯერ (ორი კვირის შუალედით), სექტემბერში, ოქტომბერში, აპრილსა და მაისში აღრიცხავთ.  ყოველ ჯერზე, სახეობრივი მრავალფეროვნებისა და მათი რიცხოვნობის მონაცემებთან ერთად კლიმატური პირობებსაც ინიშნავთ. მონაცემები ყოველ ჯერზე მონაცემთა ბაზაში შეგაქვთ. სათვლელი წერტილისთვის იხილეთ რუკა 1.

GPS კოორდინატები: 41.199008°/43.687612°

ტერიტორიაზე გავრცელებული ფრინველები 232

სამეცნიერო სახელწოდებაქართული სახელწოდებასტატუსი საქართველოშიIUCNსაქართველოს წითელი ნუსხა
Gavia stellataწითელყელა ღორიხვაMLC
Gavia arcticaშავყელა ღორიხვაMLC
Podiceps cristatusდიდი კოკონაBBLC
Podiceps grisegenaრuხლოყება კოკონაBBLCVU
Podiceps nigricollisაპრეხილნისკარტა (ან შავყელა) კოკონაBBLC
Tachybaptus ruficollisმცირე კოკონაBBLC
Pelecanus onocrotalusვარდისფერი ვარხვიSVLCVU
Pelecanus crispusქოჩორა (ან ხუჭუჭა) ვარხვიSVVUEN
Phalacrocorax carboდიდი ჩვამაBBLC
Ardea cinereaრუხი ყანჩაBBLC
Ardea purpureaწითურის (ან ქარცი) ყანჩაMLC
Ardea albaდიდი თეთრი ყანჩაSVLC
Egretta garzettaმცირე თეთრი ყანჩაSVLC
Bubulcus ibisმწყემსი (ანუ ეგვიპტური) ყანჩაMLC
Ardeola ralloidesყვითელი ყანჩაMLC
Nycticorax nycticoraxღამის ყანჩაBBLC
Ixobrychus minutusმცირე ყარაულაBBLC
Botaurus stellarisდიდი ყარაულა (წყლის ბუღა)BBLC
Platalea leucorodiaჟეროMLC
Plegadis falcinellusივეოსიMLC
Ciconia ciconiaთეთრი ყარყატიBBLCVU
Ciconia nigraშავი ყარყატიMLCVU
Phoenicopterus ruberჩვეულებრივი ფლამინგოCasLC
Anser anserრუხი ბატიMLC
Anser fabalisმეკალოე ბატიMLC
Anser erythropusმცირე თეთრშუბლა ბატიMVUEN
Anser albifronsდიდი თეთრშუბლა ბატიMLC
Tadorna tadornaამლაყი იხვიMLC
Tadorna ferrugineaწითელი იხვიBBLCVU
Anas platyrhynchosგარეული იხვიBBLC
Mareca streperaრუხი იხვიBBLC
Mareca penelopeთეთრშუბლა იხვიSVLC
Anas creccaსტვენია იხვი (ან ჭიკვარა)BBLC
Spatula querquedulaჭახჭახა იხვი (ან იხვინჯა)MLC
Anas acutaბოლოსადგისა (ან კუდსადგისა) იხვიMLC
Spatula clypeataგანიერნისკარტა იხვიBBLC
Netta rufinaწითელნისკარტა ყურყუმელაBBLC
Aythya fuligulaქოჩორა ყვინთიაBBLC
Aythya ferinaწითელთავა ყვინთიაBBVU
Aythya nyrocaთეთრთვალა ყვინთიაMNT
Melanitta fuscaთეთრფრთიანი გარიელაBBVUEN
Mergus serratorგრძელნისკარტა ბატასინაMLC
Oxyura leucocephalaთეთრთავა იხვიCasENEN
Pandion haliaetusშაკიMLC?
Milvus migransძერაMLC
Elanus caeruleusფრთაშავი ლურჯი ძერაCasLC
Circaetus gallicusგველიჭამია (ან ძერაბოტი)MLC?
Accipiter brevipesქორცქვიტა (ან შავთვალა მიმინო, ლევანმიმინო)MLCVU
Accipiter nisusმიმინოMLC
Accipiter gentilisქორიMLC
Buteo buteoჩვეულებრივი კაკაჩაBBLC
Buteo lagopusფეხბანჯგვლიანი კაკაჩაMLC
Buteo rufinusველის (ან გრძელფეხა) კაკაჩაBBLCVU
Pernis apivorusკრაზანაჭამია (ან ირაო)MLC
Hieraaetus pennatusჩია არწივიMLC
Aquila heliacaბექობის (ან თეთრმხრება) არწივიMVUVU
Clanga clangaდიდი მყივანი არწივიMVUVU
Clanga pomarinaმცირე მყივანი არწივიMLC
Aquila nipalensisველის არწივიMEN
Aquila chrysaetosმთის არწივიMLCVU
Neophron percnopterusფასკუნჯიMENVU
Circus aeroginosusჭაობის ძელქორი (ან ჭაობის ბოლობეჭედა)BBLC
Circus cyaneusმინდვრის ძელქორი (ან მინდვრის ბოლობეჭედა)MLC
Circus macrourusველის ძელქორი (ან ველის ბოლობეჭედა)MNT
Circus pygargusმდელოს ძელქორი (ან მდელოს ბოლობეჭედა)BBLC
Falco cherrugბარი (ან გავაზი)MENCR
Falco biarmicusწითელთავა შავარდენიMLCVU
Falco peregrinusჩვეულებრივი შავარდენიBBLC
Falco subbuteoმარჯანიMLC
Falco columbariusალალიMLC
Falco vespertinusწითელფეხა შავარდენიMNTEN
Falco naumanniმცირე (ან ველის) კირკიტაMLCCR?
Falco tinnunculusჩვეულებრივი კირკიტაBBLC
Grus grusრუხი წეროBBLCEN
Anthropoides virgoწეროტურფაM
Rallus aquaticusლაინაBBLC
Porzana porzanaქათამურაBBLC
Zapornia parvaმცირე ქათამურაBBLC
Zapornia pusillaპაწაწა ქათამურაMLC
Crex crexღალღაBBLC?
Gallinula chloropusწყლის ქათამურაBBLC
Fulica atraმელოტაBBLC
Himantopus himantopusოჩოფეხაBBLC
Recurvirostra avosettaსადგისნისკარტაMLC
Charadrius hiaticulaსაყელოიანი წინტალაMLC
Charadrius dubiusმცირე წინტალაBBLC
Charadrius asiaticusაზიური წინტალაCasLC
Pluvialis apricariaოქროსფერი მეჭვავიაMLC
Pluvialis squatarolaრუხი მეჭვავია (კვათარი)MLC
Arenaria interpresმეკენჭიაMLC
Vanellus vanellusპრანწიაBBNT
Vanellus gregariusველის პრანწიაMCR
Calidris falcinellusთავზოლა მექვიშიაMLC
Calidris ferrugineaწითელგულა მექვიშიაMNT
Calidris alpinaშავმუცელა მექვიშიაMLC
Calidris temminckiiთეთრკუდა მექვიშიაMLC
Calidris minutaმცირე მექვიშია (კოკორინა-ბეღურა)MLC
Calidris albaქვიშაქექიაMLC
Phalaropus lobatusწითელკისერა (ან მრგვალნისკარტა) ტივტივაMLC
Xenus cinereusრუხი აპრეხილნისკარტა მექვიშიაMLC
Tringa totanusწითელფეხა მენაპირე (მსევანი)BBLC
Tringa erythropusლაქებიანი წითელფეხა მენაპირე (კოხტა ჭოვილო)MLC
Tringa nebulariaმწვანეფეხა მენაპირე (დიდი ჭოვილო)MLC
Tringa stagnatilisჭაობის მენაპირე (მერუე)BBLC
Tringa glareolaტყის მენაპირეMLC
Tringa ochropusშავი მენაპირეBBLC
Actitis hypoleucosჩვეულებრივი მექვიშია (მებორნე)BBLC
Calidris pugnaxტურუხტანი (მაჩხუბარა კოკორინა)MLC
Numenius arquataდიდი კრონშნეპიMNT
Numenius phaeopusსაშუალო კრონშნეპიMLC
Limosa limosaდიდი (ანუ შავკუდა) ლიაMNT
Limosa lapponicaზოლიანკუდა ლიაMNT
Gallinago mediaდიდი ჩიბუხა (გოჭა)MNT?
Gallinago gallinagoჩიბუხაBBLC
Lymnocryptes minimusჩიბუხელა (გარშნეპი)MLC
Glareola nordmanniშავფრთიანა მერცხალაMNT?
Glareola pratincolaჟღალფრთიანა მერცხალაMLC
Larus ridibundusტბის თოლიაSVMLC
Hydrocoloeus minutusმცირე თოლიაMLC
Larus armenicusსომხური თოლიაBBNT
Larus fuscusშავზურგა (ანუ ფრთაშავი) თოლიაMLC
Larus canusვეჟანი თოლიაMLC
Gelochelidon niloticaთოლიისნისკარტა თევზიყლაპიაMLC
Thalasseus sandvicensisჭრელნისკარტა თევზიყლაპიაMLC
Sterna hirundoჩვეულებრივი თევზიყლაპიაBBLC
Sternula albifronsმცირე თევზიყლაპიაBBLC
Hydroprogne caspiaკასპიური თევზიყლაპიაMLC
Chlidonias leucopterusფრთათეთრი თევზიყლაპიაMLC
Chlidonias nigerშავი თევზიყლაპიაMLC
Chlidonias hybridaლოყათეთრი თევზიყლაპიაMLC
Columba liviaგარეული მტრედიBBLC
Columba palumbusქედანიMLC
Streptopelia turturჩვეულებრივი გვრიტიMVU
Cuculus canorusგუგულიBBLC
Bubo buboზარნაშოBBLC
Asio otusყურებიანი ბუ (ან ოლოლი)BBLC
Asio flammeusჭაობის ბუBBLC
Otus scopsწყრომიMLC
Athene noctuaჭოტიBBLC
Caprimulgus europaeusუფეხურაMLC
Apus apusნამგალაBBLC
Tachymarptis melbaმეკირია (ან თეთრმუცელა ნამგალა)BBLC
Merops superciliosusმწვანე კვირიონიCasLC
Merops apiasterოქროსფერი კვირიონიSVMLC
Coracias garrulusყაპყაპიMLC
Alcedo atthisალკუნიMLC
Upupa epopsოფოფიBBLC
Jynx torquillaმაქციაBBLC
Eremophila alpestrisრქოსანი ტოროლაBBLC
Calandrella rufescensმცირე მოკლეთითა ტოროლაMLC
Calandrella brachydactylaდიდი მოკლეთითა ტოროლაMLC
Melanocorypha calandraველის ტოროლაBBLC
Lullula arboreaტყის ტოროლაBBLC
Alauda arvensisმინდვრის ტოროლაBBLC
Galerida cristataქოჩორა ტოროლაMLC
Hirundo rusticaსოფლის მერცხალიBBLC
Hirundo rupestrisკლდის მერცხალიBBLC
Riparia ripariaმენაპირე მერცხალიSVLC
Delichon urbicumქალაქის მერცხალიBBLC
Anthus trivialisტყის მწყერჩიტაBBLC
Anthus pratensisმდელოს მწყერჩიტაBBNT
Anthus cervinusწითელგულა მწყერჩიტაMLC
Anthus spinolettaმთის მწყერჩიტაBBLC
Anthus campestrisმინდვრის მწყერჩიტაMLC
Motacilla albaთეთრი ბოლოქანქარაBBLC
Motacilla cinereaრუხი ბოლოქანქარაBBLC
Motacilla flavaყვითელი ბოლოქანქარაBBLC
Motacilla citreolaყვითელთავა ბოლოქანქარაBBLC
Lanius minorშავშუბლა ღაჟოMLC
Lanius collurioჩვეულებრივი ღაჟოMLC
Prunella modularisტყის ჭვინტაკაBBLC
Prunella ocularisთეთრწარბა ჭვინტაკაNDLCVU
Prunella collarisალპური ჭვინტაკაBBLC
Locustella naeviaჭრიჭინა-მეჩალიაMLC
Locustella fluviatilisჭრიჭინა-ჩიტიBBLC
Locustella luscinioidesბულბულისებრი ჭრიჭინა-ჩიტიBBLC
Acrocephalus scirpaceusლელიანის მეჩალიაBBLC
Acrocephalus palustrisჭაობის მეჩალიაBBLC
Acrocephalus arundinaceusლელიანის დიდი მეჩალია (შაშვისებრი მეჩალია)BBLC
Acrocephalus melanopogonშავთხემა მეჩალიაBBLC
Acrocephalus schoenobaenusჭახჭახა მეჩალიაBBLC
Cettia cettiფართოკუდა ლერწამაBBLC
Sylvia communisდიდი თეთრყელა ასპუჭაკაBBLC
Sylvia currucaმცირე თეთრყელა ასპუჭაკაBBLC
Sylvia nisoriaმიმინოსებრი ასპუჭაკაMLC
Sylvia borinბაღის ასპუჭაკაMLC
Sylvia atricapillaშავთავა ასპუჭაკაMLC
Muscicapa striataრუხი ბუზიჭერია (რუხი მემატლია)BBLC
Ficedula albicollisთეთრყელა ბუზიჭერია (თეთრყელა მემატლია)MLC
Phylloscopus collybitaჩვეულებრივი ჭივჭავი (ჩვეულებრივი ყარანა)MLC
Ficedula semitorquataნახევართეთრყელა ბუზიჭერია (ნახევართეთრყელა მემატლია)MLC
Phylloscopus sindianusმთის ჭივჭავი (მთის ყარანა)BBLC
Ficedula parvaწითელყელა (ანუ მცირე) ბუზიჭერია (მცირე მემატლია)MLC
Saxicola torquatusშავთავა ოვსადიBBLC
Saxicola rubetraთეთრწარბა (ანუ მდელოს) ოვსადიBBLC
Monticola saxatilisკლდის ჭრელი შაშვიBBLC
Oenanthe oenantheჩვეულებრივი მეღორღიაBBLC
Phoenicurus ochrurosშავი ბოლოცეცხლაBBLC
Phoenicurus phoenicurusჩვეულებრივი ბოლოცეცხლაBBLC
Luscinia svecicaცისფერგულაBBMLC
Turdus merulaშაშვიBBLC
Turdus torquatusთეთრგულა შაშვიBBLC
Turdus viscivorusჩხართვიBBMLC
Panurus biarmicusულვაშა წივწივაMLCVU
Parus majorდიდი წივწივა (დიდი წიწკანა)BBLC
Parus caeruleusმოლურჯო წივწივა (მოლურჯო წიწკანა)BBLC
Troglodytes troglodytesჭინჭრაქა (ღობემძვრალა)BBLC
Miliaria calandraმეფეტვია (ანუ მინდვრის გრატა)BBLC
Emberiza ciaკლდის გრატაBBLC
Emberiza melanocephalaშავთავა გრატაMLC
Emberiza hortulanaბაღის გრატაMLC
Emberiza schoeniclusლელიანის გრატაMLC
Fringilla coelebsსკვინჩა (ნიბლია)BBLC
Carduelis carduelisჩიტბატონაBBLC
Carduelis spinusშავთავა მწვანულაMLC
Carduelis chlorisმწვანულაBBLC
Carduelis flavirostrisმთის ჭვინტაBBLC
Carduelis cannabinaჭვინტა (მეკანაფია)BBLC
Serinus pusillusწითელშუბლა მთიულაMLC
Carpodacus erythrinusჩვეულებრივი კოჭობაBBLC
Passer montanusმინდვრის ბეღურაBBLC
Passer domesticusსახლის ბეღურაBBLC
Montifringilla nivalisმეთოვლიაBBLC
Pica picaკაჭკაჭიBBLC
Sturnus vulgarisშოშია (შროშანი)BBLC
Sturnus roseusვარდისფერი შოშია (ტარბი)MLC
Pyrrhocorax pyrrhocoraxწითელნისკარტა მაღრანიSVLC
Pyrrhocorax graculusყვითელნისკარტა მაღრანიSVLC
Corvus coraxყორანიYR-RLC
Corvus frugilegusჭილყვავიBBLC
Corvus coroneრუხი ყვავიYR-RLC
Corvus monedulaჭკაYR-RLC

ფოტოები და რუკები

შემოკლებები

სახეობის სტატუსი ტერიტორიაზე

YR-R
მობინადრე; მრავლდება, გვხვდება მთელი წლის განმავლობაში
YR-V
მთელი წლის სტუმარი; არ მრავლდება, გვხვდება მთელი წლის განმავლობაში
BB
მობუდარი; მრავლდება, არაგამრავლების პერიოდში არ გვხვდება
SV
ზაფხულის სტუმარი; არ მრავლდება, გვხვდება გაზაფხულსა და ზაფხულში
WV
ზამთრის სტუმარი; არ მრავლდება, გვხვდება გვიან შემოდგომაზე, ზამთარსა და ადრე გაზაფხულზე
M
მიგრანტი; გადამფრენი, გვხვდება ძირითადად შემოდგომასა და გაზაფხულზე
Cas
შემთხვევითი (მოხეტიალე) სახეობა
ND
მონაცემები არ არის

IUCN-ის წითელი ნუსხა

CR
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
EN
საფრთხეში მყოფი
VU
მოწყვლადი
NT
საფრთხესთან ახლოს მყოფი
LC
საჭიროებს ნაკლებ ზრუნვას

სხვა

SPA
ფრინველთა სპეციალური დაცული ტერიტორია
IBA
ფრინველებისა და ბიომრავალფეროვნებისთვის მნიშვნელოვანი ტერიტორია
RLG
საქართველოს წითელი ნუსხა
Annex 1
ფრინველთა დირექტივის (2009/147/EC) I დანართი