დაცვის სტატუსი: SPA 10-ს ტერიტორია მთლიანად IBA-ს (GEO20) ემთხვევა.
დასაცავი სახეობები
ბექობის არწივი (Aquila heliaca), ორბი (Gyps fulvus), სვავი (Aegypius monachus), ფასკუნჯი (Neophron percnopterus). აქ ბუდობს: 2-3 წყვილი ფასკუნჯი და 1 წყვილი ბექობის არწივი. სვავი და ორბი არ ბუდობს, მაგრამ მთელი წლის განმავლობაში შეიძლება შეგვხვდეს. ყველა სახეობა საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი: ბექობის არწივი, ორბი და ფასკუნჯი როგორც მოწყვლადი (VU) და სვავი – საფრთხეში მყოფი სახეობა (EN). აქედან სამი სახეობა IUCN-ის წითელ ნუსხაშიც არის შეტანილი: ფასკუნჯი როგორც საფრთხეში მყოფი (EN), ბექობის არწივი – მოწყვლადი (VU) და სვავი – საფრთხესთან ახლოს მყოფი (NT).
ტერიტორიის აღწერა
კვერნაკი საქართველოს ცენტრალურ ნაწილში ზღვის დონიდან 500-1000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. კვერნაკის ქედის ჩრდილოეთ კალთები ფოთლოვანი ტყის ფრაგმენტებითა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებით, ხოლო სამრეთ ფერდობი ნახევრად უდაბნოსა და სტეპის მცენარეულობის ფრაგმენტებითაა წარმოდგენილი. აქ გვხვდება შემდეგი ძირითადი სახეობები: ძეძვი (Paliurus spina-christi), ჯაგრცხილა (Carpinus orientalis), Botriochlora ischaemum, ასკილი (Rosa canina), კვრინჩხი (Prunus spinosa) და კუნელი (Crataegus kyrtostyla) (Kvachakidze 2010). ორნითოფაუნა იხილეთ ფრინველების სიაში
მონიტორინგი
დიდი მტაცებლები
მეთოდი: ბუდეების აღრიცხვა და ბუდობის წარმატების შეფასება
პერიოდი: აპრილი-ივლისი
საჭირო აღჭურვილობა: ტელესკოპი 20X60 გადიდებით შტატივთან ერთად; ბინოკლი 8X ან 10X გადიდებით; GPS
მეთოდის აღწერა: მობუდარი წყვილების დასათვლელად და ბუდობის წარმატების შესაფასებლად მინიმუმ ორი საველე ექსპედიციაა საჭირო. ექსპედიციის დროს ბუდეებს აღმოაჩენთ და თითოეულ ბუდეში ბარტყების რაოდენობას დაითვლით. აღრიცხვის თარიღს, ბუდეების GPS კოორდინატებსა და ბარტყების რაოდენობას ჩაინიშნავთ. მეორე ექსპედიციას ბუდობის წარმატების შესაფასებლად განახორციელებთ. ბარტყებს ხელმეორედ დაითვლით და იმავე ბუდეზე პირველი ექსპედეციის დროს აღრიცხული ბარტყების რაოდენობას შეადარებთ. სახეობები, ექსპედიციების დრო და საბუდარი ადგილების აღწერა იხილეთ ცხრილ 1-ში.
ცხრილი 1
| სახეობა | I ექსპედიცია | II ექსპედიცია | საბუდარი ადგილის აღწერა |
|---|---|---|---|
| ფასკუნჯი | მაისის ბოლოს | ივლისი | გამონაშვერები და ხვრელები კლდის ციცაბო ფერდობზე |
| ბექობის არწივი | მაისი | ივლისი | მაღალი ხეები და ელექტრო გადამცემი ბოძები |
ტერიტორიაზე გავრცელებული ფრინველები 134
| სამეცნიერო სახელწოდება | ქართული სახელწოდება | სტატუსი საქართველოში | IUCN | საქართველოს წითელი ნუსხა |
|---|---|---|---|---|
| Milvus migrans | ძერა | M | LC | |
| Circaetus gallicus | გველიჭამია (ან ძერაბოტი) | M | LC | |
| Accipiter brevipes | ქორცქვიტა (ან შავთვალა მიმინო, ლევანმიმინო) | M | LC | VU |
| Accipiter nisus | მიმინო | YR-R | LC | |
| Accipiter gentilis | ქორი | M | LC | |
| Buteo buteo | ჩვეულებრივი კაკაჩა | YR-R | LC | |
| Buteo lagopus | ფეხბანჯგვლიანი კაკაჩა | WV | LC | |
| Buteo rufinus | ველის (ან გრძელფეხა) კაკაჩა | BB | LC | VU |
| Pernis apivorus | კრაზანაჭამია (ან ირაო) | M | LC | |
| Hieraaetus pennatus | ჩია არწივი | M | LC | |
| Aquila heliaca | ბექობის (ან თეთრმხრება) არწივი | BB | VU | VU |
| Clanga clanga | დიდი მყივანი არწივი | M | VU | VU |
| Clanga pomarina | მცირე მყივანი არწივი | M | LC | |
| Aquila nipalensis | ველის არწივი | M | EN | |
| Aquila chrysaetos | მთის არწივი | M | LC | VU |
| Neophron percnopterus | ფასკუნჯი | BB | EN | VU |
| Aegypius monachus | სვავი | WV | NT | EN |
| Gyps fulvus | ორბი | WV | LC | VU |
| Circus aeroginosus | ჭაობის ძელქორი (ან ჭაობის ბოლობეჭედა) | M | LC | |
| Circus cyaneus | მინდვრის ძელქორი (ან მინდვრის ბოლობეჭედა) | M | LC | |
| Circus macrourus | ველის ძელქორი (ან ველის ბოლობეჭედა) | M | NT | |
| Circus pygargus | მდელოს ძელქორი (ან მდელოს ბოლობეჭედა) | M | LC | |
| Falco cherrug | ბარი (ან გავაზი) | M | EN | CR |
| Falco biarmicus | წითელთავა შავარდენი | M | LC | VU |
| Falco peregrinus | ჩვეულებრივი შავარდენი | M | LC | |
| Falco subbuteo | მარჯანი | M | LC | |
| Falco columbarius | ალალი | M | LC | |
| Falco vespertinus | წითელფეხა შავარდენი | M | NT | EN |
| Falco naumanni | მცირე (ან ველის) კირკიტა | M | LC | CR |
| Falco tinnunculus | ჩვეულებრივი კირკიტა | YR-R | LC | |
| Alectoris chukar | კაკაბი | YR-R | LC | |
| Coturnix coturnix | მწყერი | BB | LC | |
| Grus grus | რუხი წერო | M | LC | EN |
| Anthropoides virgo | წეროტურფა | M | LC | |
| Crex crex | ღალღა | M | LC | |
| Scolopax rusticola | ტყის ქათამი (ვალდშნეპი) | M | LC | |
| Columba livia | გარეული მტრედი | YR-R | LC | |
| Columba palumbus | ქედანი | YR-R | LC | |
| Streptopelia turtur | ჩვეულებრივი გვრიტი | M | VU | |
| Cuculus canorus | გუგული | BB | LC | |
| Bubo bubo | ზარნაშო | YR-R | LC | |
| Asio otus | ყურებიანი ბუ (ან ოლოლი) | YR-R | LC | |
| Asio flammeus | ჭაობის ბუ | M | LC | |
| Otus scops | წყრომი | BB | LC | |
| Athene noctua | ჭოტი | YR-R | LC | |
| Caprimulgus europaeus | უფეხურა | BB | LC | |
| Apus apus | ნამგალა | BB | LC | |
| Tachymarptis melba | მეკირია (ან თეთრმუცელა ნამგალა) | BB | LC | |
| Merops apiaster | ოქროსფერი კვირიონი | BB | LC | |
| Coracias garrulus | ყაპყაპი | BB | LC | |
| Upupa epops | ოფოფი | BB | LC | |
| Picus viridis | მწვანე კოდალა | YR-R | LC | |
| Dendrocopos major | დიდი ჭრელი კოდალა | YR-R | LC | |
| Leiopicus medius | საშუალო ჭრელი კოდალა | YR-R | LC | |
| Dryobates minor | მცირე ჭრელი კოდალა | YR-R | LC | |
| Jynx torquilla | მაქცია | BB | LC | |
| Calandrella rufescens | მცირე მოკლეთითა ტოროლა | BB | LC | |
| Calandrella brachydactyla | დიდი მოკლეთითა ტოროლა | BB | LC | |
| Melanocorypha calandra | ველის ტოროლა | BB | LC | |
| Lullula arborea | ტყის ტოროლა | BB | LC | |
| Alauda arvensis | მინდვრის ტოროლა | BB | LC | |
| Galerida cristata | ქოჩორა ტოროლა | BB | LC | |
| Hirundo rustica | სოფლის მერცხალი | BB | LC | |
| Hirundo rupestris | კლდის მერცხალი | BB | LC | |
| Riparia riparia | მენაპირე მერცხალი | BB | LC | |
| Delichon urbicum | ქალაქის მერცხალი | BB | LC | |
| Anthus trivialis | ტყის მწყერჩიტა | BB | LC | |
| Anthus cervinus | წითელგულა მწყერჩიტა | M | LC | |
| Anthus campestris | მინდვრის მწყერჩიტა | BB | LC | |
| Motacilla alba | თეთრი ბოლოქანქარა | YR-R | LC | |
| Motacilla flava | ყვითელი ბოლოქანქარა | BB | LC | |
| Motacilla citreola | ყვითელთავა ბოლოქანქარა | M | LC | |
| Lanius minor | შავშუბლა ღაჟო | BB | LC | |
| Lanius collurio | ჩვეულებრივი ღაჟო | BB | LC | |
| Hippolais pallida | ბაცი ბუტბუტა (ბაცი მქირდავი) | BB | LC | |
| Sylvia communis | დიდი თეთრყელა ასპუჭაკა | BB | LC | |
| Sylvia curruca | მცირე თეთრყელა ასპუჭაკა | BB | LC | |
| Sylvia borin | ბაღის ასპუჭაკა | BB | LC | |
| Sylvia nisoria | მიმინოსებრი ასპუჭაკა | BB | LC | |
| Sylvia atricapilla | შავთავა ასპუჭაკა | BB | LC | |
| Phylloscopus trochilus | გაზაფხულა ჭივჭავი (გაზაფხულა ყარანა) | M | LC | |
| Phylloscopus collybita | ჩვეულებრივი ჭივჭავი (ჩვეულებრივი ყარანა) | M | LC | |
| Phylloscopus sindianus | მთის ჭივჭავი (მთის ყარანა) | M | LC | |
| Regulus regulus | ყვითელთავა ნარჩიტა (ყვითელთავა ღაბუაჩიტი) | M | LC | |
| Muscicapa striata | რუხი ბუზიჭერია (რუხი მემატლია) | BB | LC | |
| Ficedula albicollis | თეთრყელა ბუზიჭერია (თეთრყელა მემატლია) | M | LC | |
| Ficedula parva | წითელყელა (ანუ მცირე) ბუზიჭერია (მცირე მემატლია) | M | LC | |
| Ficedula semitorquata | ნახევართეთრყელა ბუზიჭერია (ნახევართეთრყელა მემატლია) | M | LC | |
| Saxicola torquatus | შავთავა ოვსადი | BB | LC | |
| Saxicola rubetra | თეთრწარბა (ანუ მდელოს) ოვსადი | BB | LC | |
| Monticola solitarius | კლდის ლურჯი შაშვი | BB | LC | |
| Oenanthe oenanthe | ჩვეულებრივი მეღორღია | M | LC | |
| Oenanthe isabellina | ბუქნია-მეღორღია | BB | LC | |
| Oenanthe hispanica | შავყურა მეღორღია | BB | LC | |
| Phoenicurus ochruros | შავი ბოლოცეცხლა | YR-R | LC | |
| Phoenicurus phoenicurus | ჩვეულებრივი ბოლოცეცხლა | BB | LC | |
| Erithacus rubecula | გულწითელა | YR-R | LC | |
| Luscinia luscinia | აღმოსავლური ბულბული | M | LC | |
| Luscinia megarhynchos | ჩვეულებრივი ბულბული | BB | LC | |
| Turdus merula | შაშვი | YR-R | LC | |
| Turdus pilaris | რუხთავა შაშვი | WV | LC | |
| Turdus iliacus | თეთრწარბა (ანუ ფრთაჟღალი) შაშვი | WV | NT | |
| Turdus philomelos | წრიპა შაშვი (მგალობელი შაშვი) | M | LC | |
| Turdus viscivorus | ჩხართვი | M;WV | LC | |
| Aegithalos caudatus | თოხიტარა | YR-R | LC | |
| Parus ater | მცირე წივწივა (მცირე წიწკანა) | YR-R | LC | |
| Parus major | დიდი წივწივა (დიდი წიწკანა) | YR-R | LC | |
| Parus caeruleus | მოლურჯო წივწივა (მოლურჯო წიწკანა) | YR-R | LC | |
| Sitta neumayer | მცირე კლდეცოცია | YR-R | LC | |
| Tichodroma muraria | ფრთაწითელი კლდეცოცია | WV | LC | |
| Certhia familiaris | ჩვეულებრივი მგლინავა | M | LC | |
| Troglodytes troglodytes | ჭინჭრაქა (ღობემძვრალა) | YR-R | LC | |
| Miliaria calandra | მეფეტვია (ანუ მინდვრის გრატა) | BB | LC | |
| Emberiza cia | კლდის გრატა | YR-R | LC | |
| Emberiza citrinella | მოყვითალო გრატა | M | LC | |
| Emberiza melanocephala | შავთავა გრატა | BB | LC | |
| Emberiza hortulana | ბაღის გრატა | BB | LC | |
| Fringilla montifringilla | ჩრდილოეთის სკვინჩა | WV | LC | |
| Fringilla coelebs | სკვინჩა (ნიბლია) | YR-R | LC | |
| Carduelis carduelis | ჩიტბატონა | YR-R | LC | |
| Carduelis chloris | მწვანულა | YR-R | LC | |
| Carduelis cannabina | ჭვინტა (მეკანაფია) | YR-R | LC | |
| Coccothraustes Coccothraustes | კულუმბური | YR-R | LC | |
| Carpodacus erythrinus | ჩვეულებრივი კოჭობა | M | LC | |
| Passer hispaniolensis | შავგულა (ანუ ესპანური) ბეღურა | YR-R | LC | |
| Passer montanus | მინდვრის ბეღურა | YR-R | LC | |
| Passer domesticus | სახლის ბეღურა | YR-R | LC | |
| Petronia petronia | კლდის ბეღურა | YR-R | LC | |
| Sturnus vulgaris | შოშია (შროშანი) | BB | LC | |
| Oriolus oriolus | მოლაღური | BB | LC | |
| Garrulus glandarius | ჩხიკვი | YR-R | LC | |
| Pica pica | კაჭკაჭი | YR-R | LC | |
| Corvus corax | ყორანი | YR-R | LC | |
| Corvus corone | რუხი ყვავი | YR-R | LC |
შემოკლებები
სახეობის სტატუსი ტერიტორიაზე
- YR-R
- მობინადრე; მრავლდება, გვხვდება მთელი წლის განმავლობაში
- YR-V
- მთელი წლის სტუმარი; არ მრავლდება, გვხვდება მთელი წლის განმავლობაში
- BB
- მობუდარი; მრავლდება, არაგამრავლების პერიოდში არ გვხვდება
- SV
- ზაფხულის სტუმარი; არ მრავლდება, გვხვდება გაზაფხულსა და ზაფხულში
- WV
- ზამთრის სტუმარი; არ მრავლდება, გვხვდება გვიან შემოდგომაზე, ზამთარსა და ადრე გაზაფხულზე
- M
- მიგრანტი; გადამფრენი, გვხვდება ძირითადად შემოდგომასა და გაზაფხულზე
- Cas
- შემთხვევითი (მოხეტიალე) სახეობა
- ND
- მონაცემები არ არის
IUCN-ის წითელი ნუსხა
- CR
- კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
- EN
- საფრთხეში მყოფი
- VU
- მოწყვლადი
- NT
- საფრთხესთან ახლოს მყოფი
- LC
- საჭიროებს ნაკლებ ზრუნვას
სხვა
- SPA
- ფრინველთა სპეციალური დაცული ტერიტორია
- IBA
- ფრინველებისა და ბიომრავალფეროვნებისთვის მნიშვნელოვანი ტერიტორია
- RLG
- საქართველოს წითელი ნუსხა
- Annex 1
- ფრინველთა დირექტივის (2009/147/EC) I დანართი